დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ამბროლაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის (ს/კ N86.19.26.059) ბაჩანა ბრეგვაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.117.016003 |
|
ქალაქ ამბროლაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის (ს/კ N86.19.26.059) ბაჩანა ბრეგვაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13 პუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 21 ოქტომბრის N34 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი: N01/3061, 04.11.2022წ.) შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს, ქალაქ ამბროლაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერს (ს/კ N86.19.26.059) მიენიჭოს ბაჩანა ბრეგვაძის სახელი (ორთოფოტო თან ერთვის). 2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13). 3. განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები