დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.32.057.016366 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2013, 470010000.32.057.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 65 (სამოცდახუთი) საშტატო ერთეულით“. 2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი; გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი; დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი; ე) სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი; ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი; ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; თ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; ი) ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტი; კ) იურიდიული დეპარტამენტი.“. 3. დებულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა;“. 4. დებულების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დებულების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სოციალური დაცვის და სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების მართვა;“. 6. დებულების მე-91 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;“. 7. დებულების 91 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. დებულების 91 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე, დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;“. 9. დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. მონიტორინგის დეპარტამენტი მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შედეგების მონიტორინგი; გ) პროგრამების მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი აქტების შედგენა/გაფორმება; დ) პროგრამების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა/მონიტორინგი; ვ) სამინისტროს პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; თ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; ი) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“. 11. დებულების მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. დებულების მე-12 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, მატერიალური წახალისებისა და სხვა გასაცემი თანხების აღრიცხვა და გაცემა;“. 13. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13. ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტი ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებსა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი; ე) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებე-ბიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა, მათში ცვლილებების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი; ზ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება; თ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, ასევე საწარმოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები