დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის N04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.77.090.016022 |
|
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 5 აპრილის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/04/2022, 310010010.77.090.016004) დამტკიცებულ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გარდამავალი დებულება 1. სააგენტოს მიერ „EURO უსაფრთხო“ კატეგორიების მიხედვით კვოტების ყოველწლიური განაწილება ხდება ECMT-ის სამდივნოსთან შეთანხმების შედეგად სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად. 2. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის და შემდგომ წლებში გასაცემ ნებართვებზე. 3. 2023 წლის ნებართვა შესაბამისი ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. 2023 წლის ნებართვა იტალიის და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“ და „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები გავრცელდეს 2023 წლისა და შემდგომი წლების ნებართვის მაძიებლებზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები