დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2034-IXმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.020656 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს რაჭის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს რაჭის ეროვნული პარკისა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს რაჭის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს რაჭის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნების წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ზ) რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.
[მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს: ა) რაჭის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) რაჭის ბუნების ძეგლების შექმნა; გ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნა; დ) რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) შექმნა. 2. ამ კანონის მიზანია, მოაწესრიგოს რაჭის ეროვნული პარკის, რაჭის ბუნების ძეგლების, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტისა და რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) მართვის მექანიზმები. 3. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს რაჭის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; დ) უზრუნველყოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს რაჭის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 3. რაჭის დაცული ტერიტორიები 1. რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს. რაჭის დაცული ტერიტორიებია: ა) რაჭის ეროვნული პარკი; ბ) რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა). 2. ამ კანონით გათვალისწინებული რაჭის დაცული ტერიტორიების ზონირება და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.
[მუხლი 3. რაჭის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) 1. რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს. 2. რაჭის დაცული ტერიტორიებია: ა) რაჭის ეროვნული პარკი; ბ) საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი; გ) შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლი; დ) უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი; ე) კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი; ვ) მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი; ზ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი; თ) რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონა (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია). 3. რაჭის ეროვნული პარკის შექმნის მიზნებია: ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება; უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა; ბუნებრივი განახლებადი რესურსებით მდგრადი სარგებლობა; რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების, აგრეთვე მდგრადი სამეურნეო საქმიანობის წახალისება. 4. საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ტროგლობიონტებისა და ღამურების ჰაბიტატების, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, ჰელიქტიტების, კოლონების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის (მდინარე ღორწყოლის სათავის) დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა. 5. შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა. 6. უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, კალციტის სვეტების, ტრავერტინების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა. 7. კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, ქიმიური ნალექების − ტრავერტინებისა და სტალაქტიტების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა. 8. მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატებისა და ნაღვენთების დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა. 9. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: არსებული ბიოლოგიური მრავალფეროვნების (მათ შორის, აგრობიომრავალფეროვნების), ენდემური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობით უნიკალური ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების დაცვა; უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. 10. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) შექმნის მიზნებია: ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისთვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განხორციელება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა, ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. 11. ამ კანონით გათვალისწინებული რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 4. რაჭის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი 1. რაჭის ეროვნული პარკი მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მისი საერთო ფართობია 50835 ჰექტარი. 2. რაჭის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. რაჭის ეროვნული პარკის საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X395058, Y4721612.5) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X364006.21, Y4749982.2) მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
[მუხლი 4. რაჭის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი 1. რაჭის ეროვნული პარკი მდებარეობს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში და მისი საერთო ფართობია 55594 ჰექტარი. 2. რაჭის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა)
ბ) რაჭის ეროვნული პარკის საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X395058, Y4721612.5) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X364006.21, Y4749982.2) მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
[მუხლი 4 1 . საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის მდებარეობა 1. საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორი-საწალიკის მონაკვეთზე, სოფელ ბეთლევიდან 1 კმ-ზე, საწალიკის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ღორწყოლის მარცხენა მხარეს, ადგილ ჩოლოგის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2. საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის გეოგრაფიული კოორდინატებია: X348610, Y4700533. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 4 2 . შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის მდებარეობა 1. შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარი-ლეკნარის მონაკვეთზე, რაჭის კირქვული მასივის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფელ ნიკორწმინდიდან 1,5 კმ-ზე. 2. შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის გეოგრაფიული კოორდინატებია: X341138, Y4703815. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 4 3 . უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის მდებარეობა 1. უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, ხიხათა-შქმერის მონაკვეთზე, მდინარე ხეორის მარცხენა ფერდობზე, სოფელ უშოლთიდან 2 კმ-ზე, ხიხათის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. 2. უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის გეოგრაფიული კოორდინატებია: X367469, Y4706462. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 4 4 . კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლის მდებარეობა 1. კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორი-საწალიკის მონაკვეთზე, საწალიკის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ღორწყოლის მარცხენა მხარეს, სოფლების − თლუღისა და სხარტალის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით. 2. კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლის გეოგრაფიული კოორდინატებია: X347483, Y4699639. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 4 5 . მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის მდებარეობა 1. მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარი-ლეკნარის მონაკვეთზე. 2. მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის გეოგრაფიული კოორდინატებია: X333649, Y4695729. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 4 6 . ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და მისი საერთო ფართობია 50240,4 ჰექტარი. 2. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ. მუხლი 5. რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა, მისი დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი და სახელმწიფო მართვა 1. რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა. მისი საერთო ფართობია 550 ჰექტარი. 2. რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
[მუხლი 5. რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) მდებარეობა და მის საზღვრებში შემავალი დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი 1. რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონა (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) მდებარეობს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა, ხიდეშლები, მაჟიეთი, საკაო, ბორცო, ლაგვანთა, ურავი, აბარი, ლიხეთი და წესი. რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) საერთო ფართობია 1307 ჰექტარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) მართვა, შესაბამის მოქმედებათა კოორდინაცია და დაშვებული საქმიანობების განვითარება საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება სპეციალური პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. რაჭის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების განთავსება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება. 3. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. 4. რაჭის ეროვნულ პარკში დასაშვებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
[მუხლი 6. რაჭის ეროვნული პარკის, საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის, შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის, კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლისა და მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხოლო აღნიშნული დაცული ტერიტორიების კატეგორიების მართვა − საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
[მუხლი 6 1 . ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტს მართავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად. 4. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის საბჭო (შემდგომ − საბჭო), რომელსაც ქმნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საბჭოს შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საბჭოს წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვრცელდება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. 7. სახელმწიფოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და მისი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება; გ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაკვირვების/მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ჩატარების ორგანიზება, მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის (ბიომრავალფეროვნება, დაცვა, მონიტორინგი, დაფინანსება და სხვა საკითხები) შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკის, ზღუდის, თავშესაფრისა და გზამკვლევის მოწყობა და სხვა) განხორციელების ორგანიზება; ზ) ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 6 2 . რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა/მოწყობა/განთავსება (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების განთავსება)/რეაბილიტაცია და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება. 2. რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მდგრადი ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. 3. რაჭის ეროვნული პარკის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის, საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის, შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის, კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლისა და მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დასაშვებია კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) საზღვრებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის, აგრეთვე რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) ფარგლებში დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული საქმიანობების განსახორციელებლად დასაშვებია მრგვალი მორის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ თარიღამდე. 5. რაჭის ეროვნული პარკისა და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობები/ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია: ა) გარემოს და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა; ბ) მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა; გ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება; დ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ტურიზმისა და აღნიშნული დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; ვ) აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა (მათ შორის, მხოლოდ ისეთი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებზეც არ ვრცელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოქმედება) დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შენარჩუნებით, დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად; თ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით) განსაზღვრული სხვა დაშვებული საქმიანობების განხორციელება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება 1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებაზე; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
[მუხლი 7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება 1. ამ კანონის მე-4−4 5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა უფლებები) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4−მე-5 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ამავე კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების შექმნის ან/და გაფართოების მომწესრიგებელი დებულებების ამოქმედებამდე: ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის გაცემულ ლიცენზიებზე/მინიჭებულ უფლებებზე, მათი ვადის ამოწურვამდე; ბ) არსებულ, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; გ) გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიებზე; დ) არსებულ, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
მუხლი 8. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2022 წ. N2034-IXმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები