დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 11/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016027 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 25.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები „1. უმაღლეს საბჭოში დაწესებულია უმაღლესი საბჭოს ჯილდოები: საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო), მადლობის სიგელი, წარმატებულის სიგელი, უმაღლესი საბჭოს მედალი და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი. 2. საპატიო სიგელით ჯილდოვდება პირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 3. მადლობის სიგელით ჯილდოვდება პირი გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. 4. წარმატებულის სიგელით ჯილდოვდება პირი პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის. 5. უმაღლესი საბჭოს მედლით შეიძლება დაჯილდოვდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აგრეთვე საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე უმაღლეს საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 6. უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლეს საბჭოში არანაკლებ 20-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის. 7. უმაღლესი საბჭოს ჯილდოთი პირის დაჯიდლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით. 8. უმაღლესი საბჭოს ჯილდოების აღწერილობებს და დაჯილდოების წესს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“. 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“. 4. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს; ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატი კანონპროექტს რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას;“. 5. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარედგინება 31 მარტამდე.“. 6. 124-ე მუხლის: ა) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 5%. 11. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის მიმდინარეობისას კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს პლენარულ სხდომას, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის დაუკავდება ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს წევრს რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 5%.“; ბ) მე-13–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის ერთ სხდომას მაინც, მას დაუკავდება ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი. 14. ამ მუხლის მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის 20%-ს. 15. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
11 ნოემბერი 2022 წ. ქ. თბილისი N21-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები