სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტების) გაყიდვისა და საკუთრებაში დადასტურების მოქმედი წესის დამტკიცების შესახებ

სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტების) გაყიდვისა და საკუთრებაში დადასტურების მოქმედი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-3/429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).000.000153
1-3/429
05/08/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/1996
000000020.01(2).000.000153
სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტების) გაყიდვისა და საკუთრებაში დადასტურების მოქმედი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
 

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/429

1996 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტების) გაყიდვისა და საკუთრებაში დადასტურების მოქმედი წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტის) გაყიდვისა და მათი საკუთრებაში დადასტურების პროცესის მოწესრიგებისა და სრულყოფის მიზნით:

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სააქციო საზოგადოებების აქციათა გაყიდვისას აქციათა მფლობელობაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი (დანართი №1).

2. იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველომ (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.

3. საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველომ (ბ-ნი მ. გაბუნია) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ბრძანების გამოქვეყნება პრესაში.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ემირ ჯუღელს.

 

მ ი ნ ი ს ტ რ ი                       ა. ს ი ლ ა გ ა ძ ე

 

საკითხი შეთანხმებულია: ე. ჯუღელთან                                         გ. კობერიძესთან

                                                 გ. დიდბერიძესთან                                კ. იოსელიასთან

                                                 ი. დოლიძესთან                                      გ. ნიშნიანიძესთან

                                                 მ. გაბუნიასთან                                       დ. გელაშვილთან

                                                 გ. ქოიავასთან                                            გ. გორდეზიანთან

 

საკითხი მოამზადა: ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო ფონდების სამმართველომ

 

დაეგზავნოს: მინისტრის მოადგილეებს

                         სამინისტროს სამმართველოებს

 

დანართი №1

 

სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტების) გაყიდვისას აქციათა მფლობელობაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი

1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების შესაბამისად, აქციათა პაკეტის პირდაპირი წესით შესყიდვისას საფასურის გადახდა უფლებამოსილი მყიდველის (მყიდველთა ჯგუფის) მიერ ხდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის შესაბამისი დადგენილების (ბრძანების) მიხედვით განსაზღვრული წესით და ვადებში.

1.1. როცა უფლებამოსილ მყიდველად ფიქსირდება მყიდველთა ჯგუფი, სამინისტრო ჯგუფს განიხილავს ერთ სუბიექტად. უფლებამოსილი მყიდველთა ჯგუფის წევრებს შორის აქციების განაწილებისა და მათ მიერ საფასურის გადახდის საკითხს არეგულირებს უშუალოდ მყიდველთა ჯგუფი, ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

1.2. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის შესაბამისი დადგენილებების (ბრძანების) მიხედვით აქციათა პაკეტის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ უფლებამოსილი მყიდველი (მყიდველთა ჯგუფი) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას და სათანადო საბუთების ასლებს საფასურის გადახდის შესახებ.

1.3. ფინანსების, აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს არსებულ მონაცემებთან შედარების საფუძველზე ამოწმებს აქციათა პაკეტის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის სისწორეს შესაბამის დარგობრივ სამმართველოს აწვდის წერილობით ინფორმაციას აქციათა პაკეტის საფასურის გადახდის ოდენობისა და ვადების ჩვენებით.

1.4. დარგობრივი სამმართველოს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს მინისტრის ბრძანების პროექტს უფლებამოსილი მყიდველისათვის (მყიდველთა ჯგუფისათვის) გამოსყიდულ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ.

1.5. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო ფონდების სამმართველო სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის სახელზე ამზადებს წერილს უფლებამოსილი მყიდველისათვის (მყიდველთა ჯგუფისათვის) აქციების გადაცემის შესახებ.

1.6. ამ წესის 1.5. პუნქტში აღნიშნული ბრძანებით და წერილით, სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების შესაბამისად განსაზღვრულ უფლებამოსილ მყიდველს (მყიდველთა ჯგუფს) უდასტურდება საკუთრების უფლება ბრძანებით განსაზღვრულ გამოსყიდულ აქციათა ოდენობაზე.

2. შრომითი კოლექტივის წევრებისათვის, პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შეღავათიანი (უფასო და 20%-ით ფასდაკლებით) აქციების განაწილება ხდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 13 ივნისის №37/1 დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2.1. უფასო აქციების გაცემის უფლება ს/საზოგადოების გენერალურ დირექტორს ეძლევა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, რომელსაც თან ერთვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 13 ივნისის №37/1 დადგენილების შესაბამისად წინასწარ წარმოდგენილი სიის ერთი ეგზემპლიარი.

2.2.  20%-ით ფასდაკლებით გაცემულ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ წერილს ამზადებს ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო ფონდების სამმართველოს ფინანსების, აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოსაგან აქციების საფასურის გადახდის შესახებ მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.

3. აუქციონების შედეგების შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით მტკიცდება აუქციონის შედეგად აქციების მიმღებ პირთა სია.

3.1. აუქციონის შემდეგი თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით და აუქციონში მონაწილე თითოეულ პირზე საკუთრებაში გასაცემი აქციების ოდენობის მითითებით, თანდართულ წერილთან ერთად ეგზავნება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობას.

4. აქციების (აქციათა პაკეტის) კონკურსის წესით გაყიდვისას საკუთრების უფლების დადასტურება ხდება „სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ“ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტის) ზემოაღნიშნული ნებისმიერი წესით გაყიდვა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დასტურის საფუძველზე, აუცილებლად აისახება აქციების მფლობელთა რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალში (აქციონერთა რეესტრში), რომელსაც აწარმოებს თითოეული სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.

6. აქციონერთა უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით და სააქციო საზოგადოების წესდებით. სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილი სააქციო საზოგადოებების აქციების (აქციათა პაკეტების) გაყიდვისას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით, ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებით, დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

„პრივატიზაციის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა შეიცავს მყიდველის განაცხადის (სპეციალიზირებული საბარათო აუქციონის დროს ფორმდება განაცხადი-ხელშეკრულება დადგენილი ფორმით) შესაბამისი ვალდებულებებით და გადაწყვეტილებას აქციების გაყიდვის (უფასოდ გაცემის) შესახებ, რომელიც ფორმდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებით, შესაბამისი ბრძანებით და წერილით.

პროცედურა დამთავრებულად ითვლება აქციების საფასურის გადახდის მომენტიდან, რაც დასტურდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ კოლეგიის დადგენილებით, შესაბამისი ბრძანებით და წერილით, ხოლო აქციათა მყიდველის მიერ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრში ხელმოწერით.

აღნიშნული პროცედურით დასტურდება, რომ კანონიერმა მესაკუთრემ მიიღო კუთვნილი აქციები და გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.