დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 847 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 06/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.11.106.005.994 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.005.994
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №847
2003 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვიტოს №289 ბრძანებით (სსმ III, 2001წ, №81, მუხლი 589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ანგარიში, ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების და სპეციალური ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით”.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) “საექსპერტო ბიოლოგიური სამსახური”.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ვ) საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახური”.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. საექსპერტო ბიოლოგიური სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ბიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);
ბ) ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა);
გ) ეკოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა, შემოწმება);
დ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);
ე) მიკრობიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);
ვ) ციტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);
ზ) ზოოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);
თ) ბოტანიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა).
5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“6. საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საექსპერტო სტატისტიკის დამუშავება;
ბ) საინფორმაციო ბანკის შექმნა;
გ) იურიდიული ექსპერტიზა;
დ) კრიმინოლოგიური კვლევა;
ე) ცენტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადება;
ვ) ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება;
ზ) ცენტრის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის მომზადება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი.
6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
“7. კანცელარიის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები