დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 6 ოქტომბრის 20.01.208 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის შეღავათების მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-3/844 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/12/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000020.01(2).000.000173 |
|
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 6 ოქტომბრის 20.01.208 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის შეღავათების მიცემის შესახებ
|
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გამო, რომ ზოგიერთი ა/სატრანსპორტო საშუალების ღირებულება საკმაოდ მაღალია, რის გამოც ძნელდება საპრივატიზაციო თანხის დადგენილ ვადებში სრული დაფარვა, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“. აღნიშნული წესის და მეთოდიკის 5.7 პუნქტს დაემატოს შემდეგი:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმოება-დაწესებულებების ბალანსზე რიცხული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან გადმოყვანილი ა/სატრანსპორტო საშუალებების აფხაზეთიდან დევნილი პირის მიერ პრივატიზებისას მთლიანი საპრივატიზაციო თანხის არანაკლებ 50%-ის გადახდა მოხდეს ა/სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება მოხდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრივატიზების კომისიის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. სატრანსპორტო საშუალებების ღირებულების 50% დაფარვის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების კომისიის გადაწყვეტილების /ფ.1/საფუძველზე, მყიდველთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც ასახული იქნება მყიდველის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა /ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების არანაკლებ 50%/. დარჩენილი გადასახდელი თანხა /50%/ უნდა განაწილდეს ერთი წლის განმავლობაში თანაბარწილად და მისი გადახდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში ერთხელ ყოველი მე-3 თვის 25 რიცხვამდე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის გაფორმების პირობებში დგინდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. დაევალოს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესის თანახმად. 3. ბრძანება შედის ძალაში იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ. 4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის მინისტრს ბატონ ა. ჭითავას.
მინისტრი ა. სილაგაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები