შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდატორის შეტყობინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდატორის შეტყობინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდატორი
მიღების თარიღი 08/11/2022
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
0
08/11/2022
ვებგვერდი, 11/11/2022
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდატორის შეტყობინება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის“ ლიკვიდატორი
 

შეტყობინება  

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

(შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ კრედიტორებს

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ (ს/კ 205292351)
ლიკვიდატორის მამუკა ვარდიაშვილის

მის.: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 1-ლი შესახვევი, №10, მე-3 სართული, ოფისი 5.

ტ.: 599732244)

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე დაწყებულია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ ლიკვიდაციის პროცესი.

ლიკვიდატორი შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ინვესტის’’ კრედიტორებს იწვევს კრედიტორთა კრებაზე, რომელიც გაიმართება 2022 წლის 9 დეკემბერს 11:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის პირველი შესახვევი, კორპუსი 10 ოფისი №5.

კრედიტორები ვალდებული არიან წარმოადგინონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთები:

· ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საჭიროების შემთვევაში ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა კრედიტორისგან.

·  იურიდიული პირის შემთხვევაში – განახლებული ამონაწერი სამეწარმეო და არასამაწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირის მართვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მინდობილობა.

 

კრების დღის წესრიგი:

1. ლიკვიდატორის ანგარიში 2021 წლის 30 სექტემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების სავარაუდო  გეგმის  განხილვა.

 

ლიკვიდატორი                                                    მამუკა ვარდიაშვილი

08.11.2022 წ.