დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 10/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016567 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს №21 დადგენილების (ვებგვერდი, 21/08/2017, 300320000.16.009.016222) პირველი პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):
ა) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი უარყოფითი რიცხვია, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება ნულოვანი მაჩვენებლით (CPI t+j =0%), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 10%-ს, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება 10%-ის ოდენობით (CPI t+j =10%).“; ბ) 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. მეთოდოლოგიის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები ინფლაციის ფაქტობრივ მაჩვენებელზე ვრცელდება 2022 წლის პირველი იანვრიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები