„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 10/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016566
51
10/11/2022
ვებგვერდი, 11/11/2022
300320000.16.009.016566
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №51

2022 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში (ვებგვერდი,  23.12.2020,  სარეგისტრაციო  კოდი: 300320000.16.009.016429) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №4):

ა.ა) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი უარყოფითი რიცხვია, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება ნულოვანი მაჩვენებლით (CPI t+j =0%), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 10%-ს, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება 10%-ის ოდენობით (CPI t+j =10%).“;

ა.ბ) 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მეთოდოლოგიის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები ინფლაციის ფაქტობრივ მაჩვენებელზე ვრცელდება 2022 წლის პირველი იანვრიდან.“.

ბ) პირველი მუხლის „ე“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და  საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5):

ბ.ა) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი უარყოფითი რიცხვია, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება ნულოვანი მაჩვენებლით (CPI t+j =0%), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღემატება 10%-ს, სახელფასო ფონდთან მიმართებაში იგი გათვალისწინებული იქნება 10%-ის ოდენობით (CPI t+j =10%).“:

ბ.ბ) 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. მეთოდოლოგიის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები ინფლაციის ფაქტობრივ მაჩვენებელზე ვრცელდება 2022 წლის პირველი იანვრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე