„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 10/11/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016275
248
10/11/2022
ვებგვერდი, 11/11/2022
310050000.54.066.016275
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №248

2022 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ91“ და „ჰ92“ ქვეპუნქტები:

„ჰ91) PBAOM – მახასიათებლებზე დაფუძნებული აეროდრომის საექსპლუატაციო  მინიმუმი;

92)  ROAAS – ადზ-ის ზღვარიდან გადასვლის გაფრთხილების და შეტყობინების სისტემა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) EDTO-თი ფრენისას საწვავის კრიტიკული მარაგი – სათადარიგო აეროდრომამდე საფრენად საჭირო საწვავის რაოდენობა, მარშრუტის კრიტიკულ წერტილში,  ყველაზე უფრო შეზღუდული დროით მომუშავე სისტემის მტყუნების გათვალისწინებით.

  შენიშვნა: EDTO-თი ფრენისას საწვავის კრიტიკული მარაგის სცენარების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc -ში 10085.“;

 ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ82“, „ჰ83“, „ჰ84“ და „ჰ85“ ქვეპუნქტები:

„ჰ82) საბაზისო აღჭურვილობის საჰაერო ხომალდი – სხ, რომელსაც გააჩნია ისეთი მინიმალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მოსალოდნელ პირობებში აფრენისათვის, დასაფრენად შესვლის და დაფრენისათვის;

83) გაუმჯობესებული აღჭურვილობის საჰაერო ხომალდი –  სხ, რომელსაც საბაზისო აღჭურვილობის სხ-ისგან განსხვავებით  გააჩნია დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა  მოცემულ პირობებში აფრენისათვის, დასაფრენად შესვლის და დაფრენისათვის;

84) საექსპლუატაციო კრედიტები – დამატებითი კრედიტები, რომელიც საშუალებას აძლევს გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ს, გამოიყენოს აეროდრომის უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმი, ვიდრე იყენებს საბაზისო აღჭურვილობის სხ და რომელიც დაფუძნებულია გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ის სისტემების ტექნიკურ მახასიათებლებზე, გარე ინფრასტრუქტურის გამოყენებით;

85) მახასიათებლებზე დაფუძნებული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი (PBAOM) – საბაზისო აღჭურვილობის სხ-ისათვის მოცემულ პირობებში  აფრენის, დასაფრენად შესვლისა და დაფრენისათვის გათვალისწინებული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმზე უფრო დაბალი საექსპლუატაციო  მინიმუმი.

შენიშვნა: 1. PBAOM განისაზღვრება სხ-ის და  მიწისზედა ხელმისაწვდომი საშუალებების კომბინირებული შესაძლებლობის საფუძველზე. სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9365;

 2. PBAOM შეიძლება დაფუძნებული იყოს საექსპლუატაციო კრედიტებზე;

3. PBAOM არ შემოიფარგლება მხოლოდ PBN-ით ფრენებით.“.

3. 81 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა 3:

„შენიშვნა 3. სხ-ზე თვალთვალის ინფორმაციის საექსპლუატაციო პროცედურები მოცემულია PANS-OPS-ის  III ტომის მე-10 ნაწილში.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. იმ ექსპლუატანტებმა, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ვულკანური აქტივობის ზონებში ან ზონებში, სადაც მოსალოდნელია ვულკანური აქტივობა, ფრენების უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მიზნით, უნდა შეიმუშაონ ვულკანური აქტივობის ზონებში ფრენის პროცედურები და განახორციელონ  რისკების შეფასება, რომლის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9974 („ფრენის უსაფრთხოება და ვულკანური ფერფლი“)   და EUR Doc 019 („საგანგებო მოქმედების გეგმა ვულკანური ფერფლის პირობებში ფრენისას“).

5. მე-17 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი და „შენიშვნა“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ისთვის სააგენტო გასცემს საექსპლუატაციო კრედიტების გამოყენების ნებართვას. თუ საექსპლუატაციო კრედიტები ეხება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებს, სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას. აღნიშნულმა ნებართვამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურების კლასიფიკაციაზე.

 შენიშვნა:  1. საექსპლუატაციო კრედიტები მოიცავს:

ა) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმზე დაბალი მინიმუმით დასაფრენად შესვლას, იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ამ წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ან სადისპეტჩერო მოსაზრება;

ბ)  ხილვადობის მოთხოვნების შემცირებას ან დაკმაყოფილებას;

გ) ნაკლებ მიწისზედა საშუალებების საჭიროებას, რომელთა შესაძლებლობა კომპენსირებულია საჰაერო ხომალდის აღჭურვილობით.

2. საექსპლუატაციო კრედიტებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა და საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში ასახვის ინსტრუქცია მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).

3. ინფორმაცია კოლიმატორული ან სხვა ეკვივალენტური ინდიკატორების შესახებ, მათ შორის, RTCA და EUROCAE დოკუმენტებზე მითითებები, მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).“.

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „21“ და  „22“ პუნქტები:

„ 21. საექსპლუატაციო კრედიტების სპეციალური ნებართვის მოსაპოვებლად ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს:

ა)  თვითმფრინავის შესაბამისობა საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნებთან;

ბ)  საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ ამოცანების ეფექტური შესრულებისთვის აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ორივე პილოტისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც ფშს ითვალისწინებს  ერთზე მეტ ეკიპაჟის წევრს;

გ) შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოების რისკების შეფასება;

დ) სტანდარტული და არასტანდარტული ვითარებების პროცედურების და MEL-ის შემუშავება;

ე) საფრენოსნო ეკიპაჟის და ფრენის მომზადებაში ჩართული შესაბამისი პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავება;

ვ) მონაცემთა შეგროვების, შეფასების  და ტენდენციების მონიტორინგის სისტემის შემუშავება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებისთვის, რომლისთვისაც არსებობს საექსპლუატაციო კრედიტი;

ზ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნების (ტექნიკური მომსახურეობის და რემონტის) პროგრამასთან და პრაქტიკასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავება;

შენიშვნა: 1. უსაფრთხოების რისკების შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc -ში 9859;

2. საექსპლუატაციო კრედიტების ნებართვების მიღების  სახელმძღვანელო მასალა მოცემულია  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის“   V თავში და იკაოს Doc -ში 9365.

22. საექსპლუატაციო  კრედიტის მქონე სხ-ისათვის სააგენტო ადგენს უსაფრთხო ექსპლუატაციის კრიტერიუმებს იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობის მინიმუმი აღემატება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის დადგენილ  მინიმუმს.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (იკაო Doc  9365).“.

6. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწვავის კრიტიკული მარაგით EDTO-ით ფრენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10085.“;

7. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10085.“;

ბ) მე-3 პუნქტის „შენიშვნა 2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზღვრული დროის სათანადო სიდიდის განსაზღვრის და გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენების წარმოების ნებართვის გაცემის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10085.“.

გ) მე-4 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „შენიშვნა: EDTO-ს წესებით ფრენის დროს სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის  მაქსიმალური  დროის მანძილის ერთეულში გადაყვანის  პირობების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია  იკაოს Doc-ში10085.“.

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპლუატანტის კონკრეტული ტიპის სხ-ისათვის, რომელიც ასრულებს EDTO-ს წესებით ფრენას, სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის მაქსიმალური დროის დადგენისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) ყველა სხ-ისათვის: ექსპლუატანტს გააჩნია პროცედურები, რომელიც გამორიცხავს თვითმფრინავის გაფრენას, თუ მარშრუტზე სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო აღემატება EDTO-თი ფრენების შესრულებისას, სეს-ში (პირდაპირ ან ირიბად) მითითებულ, კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების მტყუნებისას სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დადგენილ  დროს;

ბ) ორი აირტურბინიანი ძრავის მქონე სხ-სთვის: სხ არის სერტიფიცირებული EDTO-თი ფრენებისთვის.

შენიშვნა: EDTO-თი ფრენის დროს, კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების მტყუნებისას, ფრენის დროის შეზღუდვის მანძილის ერთეულში გადაყვანის და გაფრენის წინ ამ შეზღუდვის  გათვალისწინების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc -ში10085.“;

ე) მე-6 პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ფრენების უსაფრთხოების რისკის კონკრეტული შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში10085.“;

 ვ) მე-7 პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ფრენების უსაფრთხოების რისკის კონკრეტული შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10085.“.

8. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „შენიშვნა 3“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ პუნქტით დადგენილი სტანდარტების შესრულების სახელმძღვანელო მასალა  ჩვილებთან მიმართებაში, მოცემულია იკაო-ს Doc-ში 10153.“.

9. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის და 5-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს ცხრა სამგზავრო ადგილის მქონე სხ, რომლის ინდივიდუალური საფრენად ვარგისობის სერთიფიკატი გაიცემა 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ,  უნდა აღიჭურვოს ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით (GPWS), რომელიც უზრუნველყოფს გაფრთხილებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, და გაფრთხილებას მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის შესახებ, ასევე, აღჭურვილია დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქციით.“.

10. 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2025 წლის 1 იანვრიდან 27 000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის სხ, რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცემა 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ავარიულ სიტუაციაში, სულ მცირე, ერთი წუთის ინტერვალით, ავტონომიურ რეჟიმში, ინფორმაციის გადაცემას, რაც მისცემს ექსპლუატანტს შესაძლებლობას დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი.“.

 11. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარდა ამ წესის მე-17 მუხლის 2-22 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, თუ სხ-ები აღჭურვილია დაფრენის ავტომატური მართვის სისტემებით: HUD-ით ან ეკვივალენტური ინდიკატორებით, EVS-ით,  SVS-ით, CVS ან ასეთი სისტემების ნებისმიერი კომბინაციით ჰიბრიდული სისტემის ფარგლებში,  ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით უნდა დაკმაყოფილდეს  „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით დადგენილი  დაფრენის ავტომატური მართვის სისტემების გამოყენების კრიტერიუმები.

შენიშვნა: ინფორმაცია კოლიმატორული ინდიკატორის (HUD) ან სხვა ეკვივალენტური მოწყობილობების შესახებ, მათ შორის RTCA და EUROCAE დოკუმენტებზე მითითებები, მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).

12. 721 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 722 მუხლი:

„მუხლი 722. აირტურბინულძრავიანი სხ-ების ადზ-ს ზღვარიდან გადასვლის გაფრთხილების და შეტყობინების სისტემა (ROAAS)

ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი თვითმფრინავი, რომლის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა აღემატება 5700 კგ-ს და ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცემა 2026 წლის 1 იანვრიდან, აღჭურვილი უნდა იყოს ადზ-ის ზღვარიდან გადასვლის გაფრთხილების და შეტყობინების სისტემით (ROAAS).

შენიშვნა: ROAAS-ის სტრუქტურასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია  UROCAE ED-250-ში („ადზ-დან გადასვლისას ინფორმაციის და შეტყობინების სისტემისთვის მინიმალური საექსპლუატაციო სპეციფიკაციების სტანდარტები“ (MOPS)) ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტებში.“.

13. წესის №2 დანართის:

 ა) მე-2 მუხლის 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. ინსტრუქციები და მომზადების მოთხოვნები იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება დაფრენის ავტომატური სისტემები, HUD ან ეკვივალენტური ინდიკატორები და,   აუცილებლობის შემთხვევაში, EVS, SVS ან CVS.“

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აეროდრომების საექსპლუატაციო მინიმუმების განსაზღვრის ინსტრუქციები სფწ-ით დასაფრენად შესვლისას იმ აღჭურვილობის გამოყენებით, რომელიც აკმაყოფილებს მინიჭებულ  საექსპლუატაციო კრედიტს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი