„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 10/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016023
46
10/11/2022
ვებგვერდი, 11/11/2022
240140000.41.046.016023
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის N40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №46

2022 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის“ 29-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფორმის დაცვით და 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. თუ მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე