,,გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 31 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 12/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.988
  • Word
387
31/07/2003
სსმ, 86, 12/08/2003
190.040.000.11.117.005.988
,,გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 31 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.988

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №387

2003 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 31 მარტის №162 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 31 მარტის №162 „გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ბრძანებაში და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციაში” (სსმ III, 7.04.2003 წ., №31, მუხ. 246) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საქართველოს სამინისტროებთან და უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების (მემორანდუმების) შესაბამისად გამოყოფილი გრანტით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარებით მოწოდებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის ერთიანი წესის დამტკიცების თაობაზე”.

 2. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო”

 3. ინსტრუქციის მეორე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.             

4. ინსტრუქციის მე-7 მუხლის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანებულების პირველი მუხლის შესაბამისად პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანიზაცია და მიმღები სახელმწიფო ორგანო, რომელიც იღებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ საქონელს”.

5. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი