დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016048 |
|
სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი სსიპ
–
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
განხორციელდეს:
ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მისი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების გზით; ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მისი სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან მიერთების გზით. |
| მუხლი 2 |
სსიპ –
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება განისაზღვროს:
ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ; ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ. |
| მუხლი 3 |
განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები:
ა) სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად;
ბ) სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად.
|
| მუხლი 4 |
შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები:
ა) რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული არიან სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით;
ბ) რომლებიც 2023 წლის 3 იანვრისთვის დასაქმებული იქნებიან სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
|
| მუხლი 5 |
ამ ბრძანებით განხორციელებული რეორგანიზაციის/ცვლილებების გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების განახლებული ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს:
ა) სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან სსიპ – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერთების გათვალისწინებით, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან სსიპ – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერთების გათვალისწინებით, 2023 წლის 3 იანვრიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
|
| მუხლი 6 |
„სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 აპრილის №05/07 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/04/2022; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016033) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-7 მუხლით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დებულების“ პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თეატრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. თეატრი ასევე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს.“; გ) მე-8 პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №136;“; გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველო, ქ. ბორჯომი, მ. კოსტავას ქ. №3;“; გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველო, ქ. გურჯაანი, თამარ მეფის ქ. №16.“. |
| მუხლი 7 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №3/41 ბრძანება (სსმ, №30, 06/03/2007; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.010.047);
ბ) „ქ. გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №3/500 ბრძანება (სსმ, №171, 21/12/2006; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.666).
|
| მუხლი 8 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის „ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები და მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 3 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები