„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე “შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე “შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27777
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/11/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016686
27777
03/11/2022
ვებგვერდი, 10/11/2022
000000000.00.00.016686
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე “შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27777

2022 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟოკოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე “ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანება ში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ემუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების:

ა.ა) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ” და ,,დ“ ქვეპუნქტები:

„გ) „საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახდის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქცისაგან გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №3-ის სახით;

დ) „საგადასახდო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისი ქმედებისათვის შეფარდებული სანქციისაგან გადასახადის გადამხდელის გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №4-ის სახით.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, დავების დეპარტამენტი იღებს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას და შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (დეპარტამენტს) უგზავნის დანართი №2-ით და დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გარდა დანართი №2-ის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

 ა.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. აუდიტის დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამ ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სანქციისაგან პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას.

42. მომსახურების დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამ ბრძანების დანართი №2-ის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციისაგან პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას.“ж

ბ) ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებებს“ (დანართი №2) დაემატოს შემდეგი შინაარსიის მე-6 პუნქტი:

„6. უცხოელი დასაბეგრი პირი, რომელიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის პორტალზე და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა რეგისტრაციამდე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე თავისუფლდება ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

 

დანართი №3

 

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახდის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქცისაგან გათავისუფლების ღონისძიებები

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ, ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე შეფარდებული სანქციისაგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან და 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავისაგან), ფიზიკური პირის გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს აუდიტის დეპარტამენტმა, თუ არსებობს შემდეგი პირობები:

ა) საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია მხოლოდ ფიზიკური პირის ქონების  გადასახადში, საგადასახადო ვალდებულების  სისწორის განსაზღვრის მიზნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტი გამოვლენილია პირველად (მიუხედავად შემოწმების აქტით მოცული შესამოწმებელი პერიოდების რაოდენობისა);

გ) საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე;

დ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის თანხა ან ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა ფარავს საგადასახადო დავალიანების მოცულობას.

 

 

დანართი №4

 

საგადასახდო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისი ქმედებისათვის შეფარდებული სანქციისაგან გადასახადის გადამხდელის  გათავისუფლების  ღონისძიებები

1. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საჩივრით მიუთითებს, რომ მის მიმართ შეფარდებული ჯარიმა შეეხება  სამეურნეო ოპერაციას, რომელზეც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ან/და ანგარიშგების/ადმინისტრირების წესების შესრულებისას იხელმძღვანელა ამავე ან/და ანალოგიურ სამეურნეო ოპერაციაზე საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომელმაც განახორციელა ჯარიმის შეფარდება, უფლებამოსილია საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს  შეფარდებული სანქციისაგან,  თუ პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებას, მათ შორის:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე გაცემულ წერილობით განმარტებას;

ბ) საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერას ელექტრონული ფოსტით - info@rs.ge;

გ) საგადასახადო ორგანოს განცხადებას, შეტყობინებას, განმარტებას, ვიდეო რგოლს და სხვა მტკიცებულებას ან/და დოკუმენტს, რომელიც განთავსებულია სსიპ -შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.rs.ge, www.mof.gov.ge, www.matsne.gov.ge;

დ) სხვა მტკიცებულებას ან დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება  საგადასახადო ორგანოს პოზიცია.

2. წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება, თუ:

ა) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცა შესაბამისი პოზიცია;

ბ) განხორციელებული სამეურნეო ოპერაცია არსებითად განსხვავდება იმ სამეურნეო ოპერაციისგან, რომელზე დაყრდნობითაც საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცა შესაბამისი პოზიცია.