ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სკვერისთვის მომღერლის, მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სკვერისთვის მომღერლის, მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 561
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016748
561
04/11/2022
ვებგვერდი, 08/11/2022
000000000.00.101.016748
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სკვერისთვის მომღერლის, მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 561

 

2022 წლის 4 ნოემბერი

 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სკვერისთვის მომღერლის , მუსიკოსის

ჯემალ ჭკუასელის სახელის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დიდუბის რაიონში,  გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მიენიჭოს მომღერლის , მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ,თხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, #64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე