სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის 1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გაცემის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის 1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გაცემის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/01-01/137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 05/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.104.005.983
  • Word
01/01-01/137
29/07/2003
სსმ, 81, 05/08/2003
040.030.000.11.104.005.983
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის 1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გაცემის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის 1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გაცემის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.104.005.983

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანება №01/01-01/137

2003 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ", ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ", “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 მაისის №326, 2003 წლის 11 მაისის №202 და №203, ბრძანებულების და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 23.05.2003წ. №01/01-01/57 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2000 წლის 27 მარტის №1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებლი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ" დებულებაში (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” №28 მუხლი 253), კერძოდ:

1) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ”.

2) დებულების მთელ ტექსტში სიტყვები “სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო” და “ტერიტორიული ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით “საჯარო სამართლის იურიდიული პირი “საწარმოთა მართვის სააგენტო”.

3) დებულების მთელ ტექსტში ამოღებულ იქნეს სიტყვები “ამორტიზებული” და “გამოუყენებელი”.

4) ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი.

5) დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია იჯარით, ქირავნობით, თხოვებით და სასყიდლიანი უზურფრუქტით”;

6) დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა). ძირითადი საშუალებების ჩამოწერის (ვადამდელი ჩამოწერა) საკითხს განიხილავს საწარმოთა მართვის სააგენტოში არსებული მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იქმნება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით და რომელიც დაკომპლექტებულია სააგენტოს თანამშრომლებით და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლით.

7) დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 “ბ). იმ შემთხვევაში თუ ხდება რომელიმე საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა, რომლის ღირებულება შეადგენს საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ზე მეტს, საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება (აქციონერთა საერთო კრება) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით.”

8) დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ) ქვეპუნქტი: “გ). თუ საწარმოს ბალანსზე რიცხული ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება არ აღემატება საწარმოს ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10000(ათი ათასი) ლარისა, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა საჭიროებს მხოლოდ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” თანხმობას (10000 ლარის ზევით სააგენტო უთანხმებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს).”

9) დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ) ქვეპუნქტი: “დ). თუ საწარმოს პრივატიზების თაობაზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში (ტერიტორიულ ორგანოში) შეტანილია განაცხადი (მიუხედავად ინიციატორისა, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ ობიექტი შესულია საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში), სამინისტრომ (ტერიტორიულმა ორგანომ) აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს “საწარმოთა მართვის სააგენტოს”. პრივატიზების განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერის საკითხი სააგენტოს მიერ შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან.”

10) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეექვსე პუნქტი:

“6). ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზება უნდა განხორციელდეს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით აუქციონის ფორმით. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სააგენტო, სპეციალურად შექმნილი სააუქციონო კომისიის მეშვეობით. სააგენტოსთან შეთანხმებით აუქციონის ორგანიზება შეიძლება განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ. აუქციონის ფორმით ჯართის რეალიზებისას ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საინფორმაციო მასობრივ საშუალებებში აუქციონის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე.

11) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე პუნქტი:

“7). გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონის ორგანიზატორის დასახელება;

ბ) აუქციონის ორგანიზატორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და მისამართს;

გ) აუქციონის ჩატარების თარიღსა და ადგილმდებარეობას;

დ) სარეალიზებო ქონების დასახელებას, საწყის ფასს (საწყისს ფასს ადგენს საწარმო სააგენტოსთან შეთანხმებით).

ე) სარეალიზებო ქონების ადგილმდებარეობას, რაოდენობას და მდგომარეობას (ქონების ადგილმდებარეობის, რაოდენობის და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხისმგებელია საწარმოს დირექტორი ან დირექტორები).

ვ)აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და ჩატარების ვადას;

ზ)”ბეს” სიდიდეს (რომლის ოდენობას განსაზღვრავს “აუქციონის ორგანიზატორი”), გადახდის ფორმასა და პირობებს.”

12) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მერვე პუნქტი:

“8. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (შემდგომში “მონაწილე”) აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, და ქონების დასახელებას.

ბ) “ბეს” გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელით;”

13) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეცხრე პუნქტი:

“9). სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერს “მყიდველი” (გამარჯვებული) და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.”

14) “დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეათე პუნქტი:

“10) ოქმის შედგენიდან ოცი კალენდარული დღის ვადაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გამოსასყიდი თანხა, რის შემდგომაც საწარმოსა და მყიდველს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.”

15) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეთერთმეტე პუნქტი:

“11). თუ აუქციონი არ შედგა, ათი კალენდარული დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს განმეორებითი აუქციონი ზემოთ აღნიშნული აუქციონის პირობების გათვალისწინებით.”

16) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეთორმეტე პუნქტი:

“12). ქონების რეალიზების შედეგად მიღებული თანხა აისახება საწარმოს (“გამყიდველის”) ბალანსზე აუქციონის ხარჯების გამოკლებით”;

17) დებულების მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეცამეტე პუნქტი:

“13). საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია საწარმოთა მართვის სააგენტოში წარმოადგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგების თაობაზე.”

18) დებულების მესამე მუხლის მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა). გადაწყვეტილებას ძირითადი საშუალებების რეალიზების თაობაზე საწარმოს დირექტორის წარდგინებით, “საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით იღებს სამეთვალყურეო საბჭო (პარტნიორთა კრება).

19) დებულების მესამე მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) იმ შემთხვევაში თუ ხდება საზოგადოების ქონების რეალიზაცია, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს, საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება (აქციონერთა საერთო კრება) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით.”

20) დებულების მესამე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის

გ) ქვეპუნქტი: “გ). თუ საწარმოს ბალანსზე რიცხული სარეალიზებო ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება არ აღემატება საწარმოს ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10000(ათი ათასი) ლარისა, ძირითადი საშუალებების რეალიზება საჭიროებს მხოლოდ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” თანხმობას (10000 ლარის ზევით სააგენტო უთანხმებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს).”

21). დებულების მესამე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ) ქვეპუნქტი: “დ). თუ საწარმოს პრივატიზების თაობაზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში (ტერიტორიულ ორგანოში) შეტანილია განაცხადი (მიუხედავად ინიციატორისა, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ ობიექტი შესულია საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში), სამინისტრომ (ტერიტორიულმა ორგანომ) აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს “საწარმოთა მართვის სააგენტოს”. პრივატიზების განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების რეალიზების საკითხი სააგენტოს მიერ შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან.”

22). მეოთხე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით, თხოვებით და სასყიდლიანი უზურფრუქტით გაცემა”.

23). მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1). ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით, თხოვებით და სასყიდლიანი უზურფრუქტით გაცემა ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის წესით სამეთვალყურეო საბჭოს (პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე “საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით.

24). მეოთხე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი: “3). თუ საწარმოს პრივატიზების თაობაზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში (ტერიტორიულ ორგანოში) შეტანილია განაცხადი (მიუხედავად ინიციატორისა, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ ობიექტი შესულია საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში), სამინისტრომ (ტერიტორიულმა ორგანომ) აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს “საწარმოთა მართვის სააგენტოს”. პრივატიზების განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით, თხოვებით და სასყიდლიანი უზურფრუქტით გაცემის საკითხი სააგენტოს მიერ შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან.”

25) ამოღებულ იქნეს დებულების მეხუთე მუხლი.

26). მეშვიდე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1). ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ან დროებით სარგებლობაში გაცემის დროს კონკურსის (აუქციონის) ორგანიზაციას ანხორციელებს “საწარმოთა მართვის სააგენტო” ან საწარმო “საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით. კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 და №1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული დებულებები სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ.”

27). დებულების მეცხრე მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.

მუხლი 2

დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს ცვლილებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია და მისი გამოქვეყნება გაზეთ ,,მესაკუთრესა" და ,,საკანონმდებლო მაცნეში.

მუხლი 3

სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტომ” უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ასახვა საწარმოთა წესდებებში.

გ. გაჩეჩილაძე