„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/472
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016774
1-1/472
07/11/2022
ვებგვერდი, 09/11/2022
040030000.22.024.016774
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/472

2022 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) ლოცმანის სერტიფიკატის გაცემა/ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 3 230  ლარი;

წ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება/სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 10 420 ლარი;“ж

ბ) „ჰ58“ და  „ჰ59“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ58) გემის განმეორებითი შემოწმება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – 1 855  ლარი;

59)  საქართველოს ნავსადგურში გემის შესვლა-გასვლის გაფორმება:

100-1000 GT –  400 ლარი;

1001-5000 GT – 720  ლარი;

5001-15000 GT – 1160  ლარი;

15001< GT – 1485 ლარი.

შენიშვნა: თუ გემი ერთი შემოსვლის ფარგლებში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 100%, ხოლო მეორე  და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“;

გ) „ჰ60“  –  „ჰ62“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

60) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემებისათვის, გარდა სანავსადგურე და ტექნიკური მომსახურების ფლოტისთვის, 500 საერთო ტევადობის (GT) მქონე სამგზავრო, თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემებისათვის გარემოს დაბინძურების საფასური:

 

ჯგუფ​ის N

GT ჯგუფები

ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური ტარიფი (ლარი)

 

საფასურის გამოსათვლელი ფორმულა (დამრგვალებული ტარიფით)

 

I

1001 roundap -5000

225

1020

F=225+(roundapVesselGT-1100)*0.174359

II

5001 roundap -15000

1045

1430

F=1045+(roundapVesselGT-5100)*0.0333334

III

15001 roundap – 30000

1455

1840

F=1455+(roundapVesselGT-15100)*0.022148

IV

30001 roundap – 45000

1865

2350

F=1865+(roundapVesselGT-30100)*0.0281879

V

45001 roundap – 60000

2370

2660

F=2370+(roundapVesselGT-45100)*0.01644292

VI

60001 roundap – ≥

2865

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: თუ გემი ერთი შემოსვლის ფარგლებში  შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.

61) ძებნა-გადარჩენის სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა ამ მუხლის „ჰ64“,  „ჰ67“, „ჰ68“, და „ჰ72“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა – 530  ლარი;

62) საქართველოს ნავსადგურში გარე რეიდზე ღუზაზე დგომის დღიური საფასური (მიუხედევად დღე-ღამის განმავლობაში ღუზაზე დგომის ხანგრძლივობისა):

500 – 1000 GT  –  265  ლარი;

1001 – 5000 GT  – 365 ლარი; 

5001 – 15000 GT  – 715  ლარი;               

15001 და < GT  – 945 ლარი.           

ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება გემებზე, რომელთა საერთო ტევადობაც არის 500 GT-ზე ნაკლები, დაპატიმრებულ და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გემებზე, ასევე ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ღუზაზე მდგომ ნებისმიერი ტიპის გემზე. აღნიშნული საფასური შეეხება 500 საერთო ტევადობაზე (GT) მეტ ყველა იმ გემს, რომელიც მოვიდა და დადგა ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით, იმ პირობით, რომ გემის დანიშნულების ნავსადგურია საქართველოს ნავსადგური, მაგრამ, ამა თუ იმ  მიზეზების გამო ნავსადგურში არ შემოვიდა სატვირთო ოპერაციების ჩატარების მიზნით, აგრეთვე, გემს რომელმაც დაასრულა ნავსადგურში შესაბამისი ოპერაციები და ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებს ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით დგომას. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან  ამ ქვეპუნქტში მითითებული საფასურის 20%-ს.“;

დ)  „ჰ73“ - „ჰ78“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​73) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში – 14 530  ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში – 18 060  ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 5 400  ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 9 130 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს  9130  ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს –12 670  ლარი.

​74) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზღვაო საწვრთნელი კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების  შეტანიდან  16-დან 20 სამუშაო დღის განმავლობაში – 725  ლარი;

განცხადების  შეტანიდან  10-დან 15  სამუშაო დღის განმავლობაში – 1 450  ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების  შეტანიდან  10  დღის განმავლობაში – 350  ლარი;

აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში – 540  ლარი.

შენიშვნა: ოცი დღის განმავლობაში შესაძლებელია განაცხადის შემოტანა არაუმეტეს ხუთი სასწავლო-საწვრთნელი კურსის/პროგრამის აღიარებაზე.

ჰ​75) სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მომსახურება:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში – 6 230  ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში – 7 265  ლარი.

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 210 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 310  ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 1 035  ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 1 450  ლარი;

76) შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის საფასური წლიურად – 2 070  ლარი; საფასურის გადახდა წარმოებს შერჩევიდან პირველი წლის გასვლისთანავე ყოველწლიურად შემდეგი 4 წლის განმავლობაში;

77) უფლებამოსილი ექიმის შერჩევის მომსახურება:

განცხადების წარდგენიდან 30-45 დღის განმავლობაში –1 040  ლარი;

განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში – 1 660  ლარი;

ჰ​78)  საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, ზედამხედველობისა და ყოველწლიური მონიტორინგის საფასური:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში – 6 400  ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში – 9 600  ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 1 070  ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს –1 600  ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 2 130 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 2 560  ლარი.“;

ე) „ჰ80“ -  „ჰ82“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ80) ნავსადგურის უშიშროების გეგმების დამტკიცება – შესაბამისი ISPS სერტიფიკატის გაცემა 5 წლის ვადით  – 15 000 ლარი;

81) ნავსადგურის უშიშროების ყოველწლიური შემოწმება და უშიშროების გეგმის შესაბამისი დამოწმება – ნავსადგურში არსებული ნავმისადგომების რაოდენობის შესაბამისად, ყოველ ნავმისადგომზე – 1 000 ლარი;  

ჰ​82)  სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე უწყვეტი მონიტორინგი ყოველი გემისათვის, რომელსაც სალოცმანო სამსახურმა გაუწია მომსახურება:

100-1000 GT –  60  ლარი;    

1001-5000 GT – 90 ლარი; 

5001-15000 GT – 260 ლარი;              

15001< GT – 780 ლარი.

(საფასური გადაიხდება საანგარიშო ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში,  თუ ბოლო სამუშაო დღე ემთხვევა უქმე დღეს, საფასური გადაიხდება მომდევნო სამუშაო დღეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით):

იმ შემთხვევაში, თუ სალოცმანო კომპანიის მიერ ნავსადგურში შემოსული მომსახურება გაწეული გემების საერთო ტევადობა აღემატება 200 000 GT-ს, სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე უწყვეტი მონიტორინგი ყოველი გემისათვის, რომელსაც სალოცმანო სამსახურმა გაუწია მომსახურება დაითვლება შემდეგი ოდენობით:

100-1000 GT –  85  ლარი;    

1001-5000 GT – 130  ლარი; 

5001-15000 GT – 395 ლარი;              

15001< GT – 1190  ლარი.

(ასეთ შემთხვევაში საფასური გადაიხდება საანგარიშო ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო სამუშაო დღე ემთხვევა უქმე დღეს, საფასური გადაიხდება მომდევნო სამუშაო დღეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით).“;

ვ) „ჰ84“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰ​84) საქართველოს ნავსადგურში ყოველი  შესვლა/გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო  სისტემებით მომსახურების საფასური 1 GT-ზე ყველა ტიპის გემისთვის, გარდა თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის  სატრანსპორტო გემებისა  – 0.15 ლარი.

 შენიშვნა: სამხედრო გემები, აგრეთვე გემები, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში შემოდიან ნავსადგურებისთვის სანავსადგურე ინფრასტრუქტურაზე საჭირო სამუშაოების შესასრულებლად გათავისუფლდებიან ამ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად დანიშნული სახაზო გემებისთვის ამ ქვეპუნქტით  განსაზღვრული საფასურის განაკვეთი შემცირდება 20%-ით.

თუ გემი ერთი შემოსვლის ფარგლებში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასურის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“;

ზ) „ჰ88“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ88) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დასვენებისა და უქმე დღეებში გემის განმეორებითი შემოწმება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 3 830 ლარი;“;

თ) „ჰ92“ და „ჰ93“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰ​92)  „საზღვაო კულინარიის“ მომზადების კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 2 070  ლარი;

ჰ​93) გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარება:

განაცხადის შეტანიდან 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში – 6 230  ლარი.“;

ი) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ97“  ქვეპუნქტი:

„ჰ97) გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში  3 000 ლარი.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე,  უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის „ჰ82“ ქვეპუნქტის, საჯარო დაწესებულებისა და გემთმფლობელისა სააგენტოს მიერ არასამუშაო დღეს და დროს მომსახურების გაწევის შემთხვევაში. საჯარო  დაწესებულება  უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, ხოლო  არასამუშაო დღესა და დროს მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გემთმფლობელი უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს მომდევნო სამუშაო დღეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა  პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა,  ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი