ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 557
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016744
557
04/11/2022
ვებგვერდი, 08/11/2022
000000000.00.101.016744
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №557

 2022 წელი 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და ერთი შესახვევისთვის რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის მინიჭების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და ერთ შესახვევს მიენიჭოს რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე