,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2/ნ
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.33.058.016153
2/ნ
15/11/2022
ვებგვერდი, 16/11/2022
470230000.33.058.016153
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2022 წლის 15 ნოემბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 31/07/2014; 470230000.33.058.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №61 დანართისა;“.

3. ბრძანების პირველი მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №9 დანართისა;“.

4. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება.“.

5. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,71“ პუნქტი:

,,71. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების პროცესის მართვა, ინტერვიუების, პრეს-კონფერენციებისა და მედიაბრიფინგების დაგეგმვა და ორგანიზება;

დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიული ინფორმირება, საინფორმაციო კამპანიების წარმოება;

ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულების მიერ დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) სამინისტროს ვებგვერდის და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და მართვა;

თ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ი) ფოტო და ვიდეომასალის გადაღება და არქივის წარმოება;

კ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საინფორმაციო ბუკლეტების, ბანერების, საგაზეთო სტატიების და ვიდეორგოლების მომზადების უზრუნველყოფა;

ლ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპოდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.“.

6. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს  მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მოადგილის ან  მინისტრის ცალკეულ დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

9. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს  შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები  ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;     

ვ) ამზადებენ და  დეპარტამენტის უფროსს/მოადგილეს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად დეპარტამენტის უფროსს/მოადგილეს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

11. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის ან კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

13. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს  შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები  ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;     

ვ) ამზადებენ და  დეპარტამენტის უფროსს/მოადგილეს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად დეპარტამენტის უფროსს/მოადგილეს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“.

14. ბრძანების დანართი №5-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიის დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა (შემდგომში – დაზარალებულთა) შესწავლა, მათთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის მიზნით;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება/მართვა და განხორციელება;

დ) თანამშრომლობა სხვა საჯარო დაწესებულებებთან  დაზარალებულთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების, დახმარებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით;

ე) დაზარალებულთა ინფორმირება შესაბამისი სახელმწიფო სერვისებისა და ბენეფიტების მიღების მიზნით;

ვ) საჯარო და კერძო დაწესებულებებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება, თანამშრომლობა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ზ) საჭიროებისას, დაზარალებულ ოჯახთა დაზარალების ადგილზე შესწავლაში მონაწილეობის მიღება;

თ) შესაბამისი კომისი(ებ)ის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტები) ერთიანი ელექტრონულ მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოება;

ლ) დაზარალებულთათვის განხორციელებული დახმარებების სტატისტიკური აღრიცხვა;

მ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

ნ) მოქალაქეთა მიღება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

15. ბრძანების დანართი №6-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის დებულება ამოღებულ იქნეს.

16. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №61 დანართი:

,,დანართი №61

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. რეგულირების სფერო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. 

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი  

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.   

მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

პროგრამების მონიტორინგის დეპარტამენტის  ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს პროგრამების განხორციელებაზე კონტროლი;

ბ)ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის პროგრამების შედეგების მონიტორინგი;

გ) პროგრამების მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი აქტების შედგენა/გაფორმება;

დ) პროგრამების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ  ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ  არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა/მონიტორინგი;

ვ) სამინისტროს პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

თ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

ი) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.“.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება 

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) სათათბირო ორგანოს სხდომაზე  წარსადგენად მოამზადოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან;

ვ) მინისტრის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;

ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;

თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და/ან კურატორი მინისტრის მოადგილე.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მონიტორინგის  განყოფილება;

ბ) სტიქიით დაზარალებულთა მონიტორინგის განყოფილება.

მუხლი 6. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მონიტორინგის განყოფილება

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მონიტორინგის   განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის პროგრამების (შემდგომში - პროგრამები) შედეგების მონიტორინგი;

ბ) პროგრამების მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი აქტების შედგენა/გაფორმება;

გ) პროგრამების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) სამინისტროს პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

ზ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

თ) წინამდებარე დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის/მოაგდილის სხვა დავალებების შესრულება.

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 7. სტიქიით დაზარალებულთა მონიტორინგის განყოფილება

სტიქიით დაზარალებულთა მონიტორინგის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ, სტიქიით დაზარალებულ  ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი), სტიქიით დაზარალებულ  არაეკომიგრანტ და ხანძრით დაზარალებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა/მონიტორინგი;

ბ) კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება.

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებლივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან უშუალოდ დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის მიზნით წინადადებების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;

ე) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების, მათზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებაში მონაწილეობის მიღება, საჭიროებისას, მათი საცხოვრებელი პირობების  ადგილზე შესწავლა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შევსება;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მომართვის საფუძველზე, სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის გადამოწმება; 

ზ) შესაბამისი მომართვის საფუძველზე, განსახლების ობიექტებში/ადგილებში მცხოვრებ ოჯახთა აღწერის ორგანიზება, მათი აღწერის მისამართზე ყოფნის რეჟიმის გათვალისწინებით;

თ) სამინისტროს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება;  

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 8. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის ან კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 9. განყოფილების ხელმძღვანელობა 

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შედის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის მოვალეობა დროებით შეიძლება შეასრულოს განყოფილების ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ.

5. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილებაში  მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების  მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ)  ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 10. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები  

1. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს  შორის ფუნქციებს ანაწილებს განყოფილების უფროსი.

3. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები  ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის  წინაშე.

4. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები :

ა) ასრულებენ განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის  დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელი  არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;     

ვ) ამზადებენ და  განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

17. ბრძანებით დამტკიცებული ბრძანების დანართი №8-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.”.

,,დანართი №8

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულება

უხლი 1. რეგულირების სფერო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. 

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი  

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.   

მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ბ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;

გ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;

დ) სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

ე) ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება სამინისტროს პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების შედგენასა და შესაბამის დაწესებულებებისადმი წარდგენაში;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკაშირებული ანგარიშების მომზადებასა და უფლებამოსილ ორგანოსათვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;

თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, მატერიალური წახალისების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა;

ი) სამინისტროს ფინანსური ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება და ნაერთი ბალანსის მომზადება;

ლ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტის სახაზინო სამსახურში წარდგენა;

მ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ან კონსოლიდირებული  ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ო) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება 

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) სათათბირო ორგანოს სხდომაზე  წარსადგენად მოამზადოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან;

ვ) მინისტრის და/ან კურატორი მოადგილის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;

ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;

თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და/ან კურატორი მინისტრის მოადგილე.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

ბ) პროგრამულ ვალდებულებათა უზრუნველყოფის განყოფილება;

მუხლი 6. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ბ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;

გ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი;

დ)სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;

ე) ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკაშირებული ანგარიშების მომზადებასა და უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა;

თ) სამინისტროს ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება;

კ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტის სახაზინო სამსახურში წარდგენა;

ლ)  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ან კონსოლიდირებული  ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ, ასეთი გადახდის განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 7. პროგრამულ ვალდებულებათა უზრუნველყოფის განყოფილება

პროგრამულ ვალდებულებათა უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს პროგრამების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ბ) სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება სამინისტროს პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების შედგენასა და შესაბამის დაწესებულებებისადმი წარდგენაში;

დ) სამინისტროს ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტის სახაზინო სამსახურში წარდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებში არარეგისტრირებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

თ) მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 8. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით შეიძლება ასრულებდეს დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამისილების განხორციელების შეუძლებლობისას, ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 9. განყოფილების ხელმძღვანელობა 

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შედის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის  წინაშე.

4. განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის მოვალეობა დროებით შეიძლება შეასრულოს განყოფილების ერთე-რთმა საჯარო მოხელემ.

5. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილებაში  მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების  მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ)  ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 10. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები  

1. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს  შორის ფუნქციებს ანაწილებს განყოფილების უფროსი.

3. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები  ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის  წინაშე.

4. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები :

ა) ასრულებენ განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის  დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელი  არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;     

ვ) ამზადებენ და  განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.“.

18. ბრძანების დანართი №9-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

დანართი №9

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მართვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. რეგულირების სფერო 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ფინანსური მართვისა და ანალიზის  დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. 

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი  

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  

მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

დ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება,  ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება, შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;

ე) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან  წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;

თ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის  დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ი) სამინისტროსა და მის სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტსა და პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება;

კ) სამინისტროს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ყოველთვიური და ყოველკვარტალური ხარჯთანუსხის მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის;

ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური/წლიური ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებებისადმი წარდგენა;

მ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება;

ნ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, ასევე საწარმოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი;

ო) მართვის უფლებით გადაცემული სამედიცინო საწარმოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების კანდიდატურების შერჩევა, ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა მათი დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე და შერჩეული კანდიდატურის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება და შესრულების კონტროლი, საწარმოთა საქმიანობის კოორდინაცია და ანგარიშების განხილვა;

პ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების მიერ სესხისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხის განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების დადგენილი წესის შესაბამისად რეალიზაციის, ჩამოწერის, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;

ს) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოების წლიური სამეურნეო საქმიანობის შედეგების, ფინანსური ანგარიშგებების და ბიზნესგეგმების განხილვა;

ტ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო  საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, ასევე საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების საკითხების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში არსებული წესის შესაბამისად;

უ) მართვის უფლებით გადაცემულ სამედიცინო საწარმოებში წარმომადგენლებისაგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ფ) მინისტრის ან/და კურატორი  მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება 

1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) სათათბირო ორგანოს სხდომაზე წარსადგენად მოამზადოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან;

ვ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად;

ზ) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს პოლიტიკის ეფექტურად რეალიზებაში;

თ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი  მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი ან/და კურატორი მინისტრის მოადგილე.

მუხლი 5. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა 

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის ან კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს  შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები  ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსი/მოადგილის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;     

ვ) ამზადებენ და  დეპარტამენტის უფროსს/მოადგილეს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად დეპარტამენტის უფროსს/მოადგილეს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრინინო ნიჟარაძე