ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 555
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016742
555
04/11/2022
ვებგვერდი, 08/11/2022
000000000.00.101.016742
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №555

2022 წელი 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდისთვის მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მიენიჭოს მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       გიორგი ტყემალაძე