„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 120/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018227
120/ნ
08/11/2022
ვებგვერდი, 09/11/2022
430210000.22.022.018227
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №120/ნ

2022 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების (სსმ, №14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულების  უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებად რეორგანიზაციის/გარდაქმნის შემთხვევაში, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში რეორგანიზაციამდე/გარდაქმნამდე  კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი ჩაითვალოს რეორგანიზაციის/გარდაქმნის შედეგად შექმნილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტი არ სარგებლობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა. აღნიშნული სტუდენტები სარგებლობენ მხოლოდ სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის უფლებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი