დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 521 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.023732 |
|
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის 32 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტებისათვის გათვალისწინებული მთლიანი თანხის (ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის) ნახევარი ავტომატურად განაწილდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წინა სამი წლის ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში ყოველ საბიუჯეტო წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი რესურსიდან ათვისებული თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (სახელმწიფო ხაზინის ყოველი წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და მესამე, მიმდინარე წელს ამ დადგენილების პროცედურების შესაბამისად გამოყოფილი თანხის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის მთლიანად ათვისებულ თანხასთან მიმართებით პროცენტული მაჩვენებლების (1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემებით) საშუალო არითმეტიკულის პროპორციულად;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები