დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 14/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.050.020.10.003.001.040 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №96
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან მათ მიერ დამზადებული სამასალე მერქნის 25 (ოცდახუთი) პროცენტი (№1 დანართის მიხედვით) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტთან ერთად გადასცენ სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს დადგენილების მე-2 დანართის შესაბამისად.“;
ბ) დაემატოს მე-15 პუნქტი:
,,15. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობების მეშვეობით უზრუნველყონ სამასალე მერქნის მოსახლეობისათვის მიწოდების ორგანიზება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი №2
სამასალე მერქნის ფონდის განაწილება სამხარეო ადმინისტრაციების მიხედვით
| მხარე | სამასალე მერქანი კუბ.მ |
| საქართველო (ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) სულ | 20 629 |
| გურია | 1 000 |
| იმერეთი | 5 079 |
| კახეთი | 3 000 |
| მცხეთა-მთიანეთი | 800 |
| რაჭა-ლეჩხუმი-ქ/სვანეთი | 1 350 |
| სამეგრელო-ზ/სვანეთი | 4 300 |
| სამცხე-ჯავახეთი | 1 400 |
| ქვემო ქართლი | 1 500 |
| შიდა ქართლი | 2 200 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები