„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017289
103
04/11/2022
ვებგვერდი, 04/11/2022
140130000.22.034.017289
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №103

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისიის დასკვნის შესაბამისად, აგრეთვე ამ წესის 46-ე მუხლის 11 პუნქტით ან 65-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

2. 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სამინისტროს მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი დანაყოფის მოთხოვნის მიუხედავად, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და არ ჩაიტარებს ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევას/ანალიზს მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე თუ არ დაემორჩილება ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს.“.

3. 461 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურე აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან/დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, თუ იგი ამ წესის 651 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო), ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე.“.

4. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი დანაყოფის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში და ჩაიტაროს ყველა საჭირო გამოკვლევა/ანალიზი მისი შემდგომი სამსახურებრივი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ასევე დაემორჩილოს ამ მიზნით ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემულ მითითებებს. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურიდან დათხოვნის ან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.“.

5. 651 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისია ერთი კვირის ვადაში აფასებს მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მოსამსახურე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნით არ გამოცხადდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილ სპეციალურ კომისიაში ან ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ბიუროს ან უარს აცხადებს ბიუროსთვის მიმართვაზე, იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური