საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
26/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ

 

სათბობ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების, სახელმწიფო მმართველობის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო.

ამასთან დაკავშირებით "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. მე-3 მუხლს აბზაცის საგარეო საქმეთა" შემდეგ დაემატოს აბზაცი სათბობ-ენერგეტიკის".

2. მე-8 მუხლის "ა" და და "ბ" პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "სათბობ ენერგეტიკის", "საქგაზის", "საქენერგოს", "საქნავთობის", "საქნახშირის" და ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს "დ" პუნქტი.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

"საქგაზის", "საქენერგოს", "საქნავთობის", "საქნახშირის" დეპარტამენტები და სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "საქნავთობპროდუქტები" დაექვემდებაროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს".

4. ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი.

II. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის დაფინანსების ხარჯები

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 26 ივნისი.