საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
26/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ

ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების, სატრანსპორტო ბაზრის რეგულირებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ქვეყნის ინტეგრირებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო.

ამასთან დაკავშირებით „აღმასრულებელი ხელისუფლების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. მე-3 მუხლს აბზაცის „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების“ შემდეგ დაემატოს აბზაცი „ტრანსპორტის“.

2. მე-8 მუხლის „ბ“ პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საავტომობილო ტრანსპორტის“, „საზღვაო სანაოსნოს“, „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის“.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო სანაოსნო, საქართველოს რკინიგზის და საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტები, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის პრობლემური ცენტრი და რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქსპეცტრანსი“ დაექვემდებაროს ტრანსპორტის სამინისტროს“.

4. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლი.

II. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს ტრანსპორტის სამინისტროს აპარატის დაფინანსების ხარჯები.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 26 ივნისი.