სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 007271/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 02/11/2022
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016087
007271/21
02/11/2022
ვებგვერდი, 04/11/2022
010320040.58.070.016087
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №007271/21

2022 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.58.070.016059) დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების“ IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
                                                                             „თავი IV
                                                          არაანაზღაურებადი სტაჟირება


მუხლი 21
1. სამსახური ამ თავით გათვალისწინებულ სტაჟირებაზე მიღებას ახორციელებს გასაუბრების საფუძველზე, რომელსაც ატარებს გენერალური აუდიტორის მიერ უფლებამოსილი პირი, ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
2. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე ან მესამე საფეხურზე, ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.
3. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 22
1. სამსახურის სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მასთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.
2. ხელშეკრულებით განისაზღვრება სტაჟირების გავლის ვადა არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 12 თვით. სტაჟიორს უფლება აქვს, სამსახურში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

3. სტაჟირების გავლის ვადა ჩაითვლება სამსახურის სტაჟში.

მუხლი 23

1. სტაჟირების პროგრამას შეიმუშავებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

2. სამსახურში სტაჟიორისთვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გამოყოფს სათანადო საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

3. სტაჟიორს ეძლევა დროებითი საშვი, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

4. სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომლის ფორმას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი.

მუხლი 24

სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) სამსახურის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიცოტნე ყავლაშვილი