„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის Nს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის Nს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-105
დოკუმენტის მიმღები სსიპ - აწარმოე საქართველოში
მიღების თარიღი 02/11/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
ს-105
02/11/2022
ვებგვერდი, 04/11/2022
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის Nს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - აწარმოე საქართველოში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში"

დირექტორის ბრძანება №ს-105

2022 წლის 2 ნოემბრი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის 2022 წლის 16 მარტის №ს-23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში სააგენტო) დირექტორის 2022 წლის 16 მარტის №ს-23 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                              თორნიკე ზირაქიშვილი

 

დანართი   

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის 365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო   პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები

 

განსახორციელებელი ეტაპების  

(ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი  

ღონისძიებების/აქტივობების  განხორციელების ვადები  

1  

განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება  

21.03.2022-11.04.2022

2  

განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა   

04.04.022- 06.05.2022

3  

განაცხადების  (ბიზნესიდეების) ეტაპის გამარ-ჯვებულების გამოვლენა  

06.05.2022-16.05.2022

4  

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზ-ნეს გეგმის შედგენაში 

23.05.2022-22.06.2022

5  

პროექტების (ბიზნესგეგმები) მიღება  

26.05.2022-27.06.2022

6  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასება  

26.05.2022-15.07.2022

7  

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან  

02.06.2022-21.07.2022

8  

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბე-ნეფიციარებთან  

28.07.2022-19.08.2022

9  

გამარჯვებულების გამოვლენა

19.08.2022-29.08.2022

10

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების გასა-ჩივრება  

29.08.2022-31.08.2022

11  

პროექტების (ბიზნესგეგმები) შეფასების საჩივ-რების განხილვა  

31.08.2022-14.09.2022

12  

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება  

29.08.2022-30.09.2022

13  

ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თან-ხის ხარჯვა

29.08.2022-03.11.2022

14

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი (მონიტორინგი 1)

29.08.2022-22.11.2022

15  

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თან-ხის ჩარიცხვა  

29.08.2022-05.12.2022

16   

ბენეფიციარების მხრიდან თანადაფინანსების თანხის ხარჯვა

29.08.2022-24.01.2023

17  

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტო-რინგი   (მონიტორინგი 2)

29.08.2022-03.02.2023

18

დამატებითი ტრენინგები  

29.08.2022-19.01.2023

19

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი   (მო-ნიტორინგი 3)

18.02.2023-19.05.2023

20

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი  

28.07.2022-07.06.2023

21  

სააგენტოს მხრიდან დაფინანსებული პროექტე-ბის  მონიტორინგი  

19.05.2023-19.06.2023