დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16-99 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 310060000.35.101.017039 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კოდექსის 2401 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“; ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41 1. განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური: ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 150 ლარის ოდენობით; ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 800 ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური დღეში: ა) მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − 20 ლარის ოდენობით; ბ) M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 60 ლარის ოდენობით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მისაბმელის) შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით.“. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის: ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ტროტუარზე ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება.”; ბ) მე-14 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარკირების ოპერატორი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს გადაახდევინოს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი ოდენობით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები