„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125<sup>2</sup> მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134<sup>1</sup> მუხლით, 135-ე-135<sup>5</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125<sup>2</sup> მუხლით, 135-ე-135<sup>5</sup> მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16-97
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017041
16-97
04/11/2022
ვებგვერდი, 07/11/2022
010250050.35.101.017041
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16-97

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​​​2 მუხლით, 135-ე-135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში  (სმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 19/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016725) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 1 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან). გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1352 მუხლით, 135​3 და 1354 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​1 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773552

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773553

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773556

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773557

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე:  300773250

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773255

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​1 და 135​5 მუხლების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773259

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​2 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773238

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​3 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773241

საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ნომერი.“;

ა.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი  თანამშრომელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან  სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოუწეროს საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დადგენილი წესით გაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს არ ამობეჭდავს სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე განთავსების მიზნით.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 2 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით;

ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

 ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებითა და 1252 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 51 და მე-6 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1352 მუხლით, 135​3 და 1354 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ჯარიმის ორმაგი ოდენობით, 1252 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 135​1 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან სხვა მონაწილე, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე ელექტრონული ფორმით შეუვსოს საჯარიმო ქვითარი, რომელიც დადგენილი წესით გაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს არ ამობეჭდავს სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე განთავსების მიზნით.“;

გ) მე-8 მუხლის  მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის დანართი 10 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე