„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16-96
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017042
16-96
04/11/2022
ვებგვერდი, 07/11/2022
010250050.35.101.017042
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16-96

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოუწეროს საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ელექტრონული ფორმით შეავსოს საჯარიმო ქვითარი, რომელიც დადგენილი წესით გაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში საქარე მინაზე განთავსების მიზნით საჯარიმო ქვითარი არ ამოიბეჭდება.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;

გ) თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე