დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სპეციალიზებული დაწესებულების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 31/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.969 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.969
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №149/ნ
2003 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
სპეციალიზებული დაწესებულების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სს „აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“ იმ სპეციალიზებულ დაწესებულებად, სადაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრა.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები