დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480060000.22.030.016253 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2022 - 27/09/2025)
|
საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს:
ა) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესი (დანართი №1); ბ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა (დანართი №2); გ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №3); დ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის №01-174 ბრძანება. |
3.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, მათ შორის, „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №192 ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული, საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ჩაითვალოს უვადოდ გაცემულად, თუ მათი მფლობელი პირები აკმაყოფილებენ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები