დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 760 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 25/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.968 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.968
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №760
2003 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის №219 ბრძანებით “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2002 წ., №37, მუხ. 335) დამტკიცებული თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების (დანართი №2) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
ბიუროს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-3 კვ. №8ა.”
2. ეს ბრძანება ძალაშია 2003 წლის 31 ივლისიდან.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები