„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“

„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“
დოკუმენტის ნომერი NEFCO (7)
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 21/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016700
NEFCO (7)
04/05/2022
ვებგვერდი, 07/11/2022
480610000.03.030.016700
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

NEFCO-2020-149 E5P

საგრანტო შეთანხმება

საქართველოს

(მიმღები)

და

სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას


 (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო: საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება) შორის

დათარიღებული 4 მაისი 2022

 

საგრანტო შეთანხმება მხარეებს შორის („მხარეები“)

1. საქართველო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ (გრანტის მიმღები) და

2. სკანდინავიური გარემოს ფინანსური ორგანიზაცია („NEFCO”), როგორც განმახორციელებელი სააგენტო;

(ერთად „მხარეები” და ცალ-ცალკე აგრეთვე „მხარე”);

ვინაიდან:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის („EBRD”) მიერ აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის (E5P) კონტექსტში შექმნილმა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის რეგიონალური ფონდის კონტრიბუტორთა ასამბლიამ 2020 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცა გრანტი პროექტის „საქართველოში მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რებილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ მხარდასაჭერად, რომელიც უფრო დეტალურად აღწერილია დანართი 1-ში (პროექტი) და დანიშნა NEFCO განმახორციელებელ სააგენტოდ.

NEFCO თანახმაა დადოს სასესხო შეთანხმება მიმღებთან, როგორც მსესხებელმა 3,900,000 (სამი მილიონ ცხრაასი ათასი) ევრომდე პროექტის განსახორციელებლად („სასესხო შეთანხმება“), იმ პირობით, რომ მიმღები პარალელურად დადებს ამ შეთანხმებას პროექტის დასაფინანსებლად. 

აქედან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან დადონ საგრანტო შეთანხმება, რომელიც შედგება ნაწილი 12-ში ჩამოთვლილი დანართებისგან („საგრანტო შეთანხმება“)  შემდეგნაირად:

ნაწილი 1. გრანტი, პროექტი, სხვა დაფინანსება, გადასახადები, სანქციები და დეფინიციები

1.1 NEFCO იღებს პასუხისმგებლობას, მიმღებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს გრანტი 2,600,000  (2 მილიონ ექვსასი ათასი) ევრომდე („გრანტი“) წინამდებარე შეთანხმების პირობები, შესაბამისად.

1.2. აღიარებული და შეთანხმებულია რომ NEFCO არ არის ვალდებული განახორციელოს ნებისმიერი სახის ჩამორიცხვა ან გადახდა წინამდებარე საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ან/და მასთან კავშირში, გარდა იმ თანხისა, რომელიც აღნიშნული მიზნისთვის NEFCO-სთვის ხელმისაწვდომი გახდა E5P-ს მიერ და მას აქვს უფლება, გრანტს გამოაკლოს ნებისმიერი შესაძლო უარყოფითი საპროცენტო და საბანკო ხარჯები, რომელსაც დააკისრებს ბანკი. ასევე აღიარებული და შეთანხმებულია, რომ გრანტს არ შეიძლება ჰქონდეს მიმღებისთვის მოგების მიღების მიზანი ან შედეგი.

1.3 გრანტი გამოყენებული იქნება მხოლოდ მომსახურების, საქონლის და/ან სამუშაოების შესასყიდად, რომელიც საჭიროა პროექტის და თითოეული ქვეპროექტის განხორციელებისთვის (როგორც ეს განსაზღვრულია დანართი 1-ით). გრანტის მიმღების მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის გრანტს MDF-ის, როგორც პროექტის განმახორციელებელი ერთეულისთვის პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, საბოლოო ბენეფიციარის სასარგებლოდ.

1.4 გრანტის გარდა, მიმღები ვალდებულია, ხელი მოაწეროს და განახორციელოს სასესხო შეთანხმება და პროექტის განხორციელებისთვის საკუთარი სახსრები გახადოს ხელმისაწვდომი, რათა უზრუნველყოს, რომ ყველა სახსრები, რომლებიც საჭიროა პროექტის დროული განხორციელებისთვის (მათ შორის თანხა, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ხარჯების გაზრდის გამო), ხელმისაწვდომი გახდეს საჭიროებისას დაუყოვნებლივ.

1.5 გრანტის არანაირი ნაწილი არ იქნება გამოყენებული, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი გადასახადების, მათ შორის, საბაჟო გადასახადების და მსგავსი გადასახადების ჩათვლით საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

1.6 საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად, გრანტის თანხა არ იქნება გამოყენებული პიროვნებისთვის ან ორგანიზაციისთვის საქონლის იმპორტისთვის თანხის გადასახდელად, თუ მსგავსი გადასახდელი ან იმპორტი აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს წესდების VII თავის მიხედვით ან ევროპის კავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი რომელიმე სახელმწიფოს ან ნებისმიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სანქციების დამწესებელი სხვა ორგანოს მიერ, როგორც NEFCO მიიჩნევს შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსგავსი აკრძალვების საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი პირები ან ორგანიზაციები არ იქნებიან უფლებამოსილნი მიიღონ ჯილდო გრანტის თანხით დაფინანსებული კონტრაქტებისთვის.

1.7 წინამდებარე საგრანტო შეთანხმებაში გამოყენებულ დიდი ასოებით ჩაწერილ მაგრამ არა განმარტებულ სიტყვებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რას მოცემულია სასესხო შეთანხმებაში.

ნაწილი 2. ჩამორიცხვა

2.1 გრანტი ჩამორიცხული იქნება მიმღებისთვის ან მიმღების მიერ ჩამორიცხვის გეგმასთან შესაბამისად (მიწოდებული იქნება მიმღების მიერ და დამტკიცებული NEFCO-ს მიერ პირველ ჩამორიცხვამდე) და დამოკიდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც მოყვანილია წინამდებარე საგრანტო შეთანხმებაში, ასევე სასესხო შეთანხმების პირობებზე, თუ ისინი რელევანტურია კონკრეტული ჩამორიცხვისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში საპირისპიროს გამორიცხვის გარეშე, NEFCO-ს მიერ წინამებარე საგრანტო შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი ჩამორიცხვა დამოკიდებული იქნება პირობაზე (i) წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მოთხოვნილი და/ან ჩამორიცხული მთლიანი არასდროს აღემატება სასესხო შეთანხმების საფუძველზე ჩამორიცხულ მთლიან თანხას; და (ii) რომ მიმღებმა ჩამორიცხვის წინ რელევანტური ქვე-პროექტის მიზნებისთვის  გამოიყენა წინა ჩამორიცხვის ნაწილი.

2.2 ჩამორიცხვა ძალაში შევა NEFCO-ს მიერ ჩამორიცხვის მიმღებისგან მოთხოვნის ორიგინალის მიღებისას, ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმის საფუძველზე (დანართი 2) („ჩამორიცხვის მოთხოვნა“), იმ პირობით, რომ მოთხოვნა დამაკმაყოფილებელია NEFCO-სთვის და თან ახლავს ყველა სათანადო პირობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.3 გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ წერილობითი სახით, ჩამორიცხვის მოთხოვნა იქნება შეუქცევადი და მიმღებისთვის ვალდებულების დამკისრებელი.

2.4 თანხმობა ხელმოწერილი იქნება მიმღების სახელით პირით ან პირებით, რომლებსაც სათანადო უფლებამოსილება მიენიჭათ მიმღების მიერ გამოშვებული დოკუმენტით, NEFCO-სთვის წარდგენილი თანამდებობისა და უფლებამოსილების დადასტურების ფორმის (დანართი 3) საფუძველზე.

2.5  ჩამორიცხვის მოთხოვნა უნდა მიეწოდოს NEFCO-ს ჩამორიცხვის თარიღიდან მინიმუმ 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.

2.6 წინამდებარე საგრანტო შეთანხმების მიზნებისთვის სამუშაო დღე ნიშნავს დღეს, როდესაც NEFCO და კომერციული ბანკები ღიაა ჩვეული საქმიანობისთვის ჰელსინკში, ფინეთში.

2.7  2.1 დან 2.6-მდე პუნქტების გათვალისწინებით, თითოეული გაცემა ხელმისაწვდომი გახდება NEFCO-ს მიერ, რომელიც გადარიცხავს თანხის შესაბამის ოდენობას გრანტის მიმღების ანგარიშზე, რომელიც შექმნილია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და რომელიც მითითებულია ჩამორიცხვის მოთხოვნაში, მოთხოვნილ ჩამორიცხვის დღეს იმ პირობით, რომ სპეციალური ჩამორიცხვის ყველა პრეცედენტული პირობა შესრულებულია, როგორც ამას განსაზღვრავს NEFCO, მათ შორის, NEFCO იღებს  წერილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისგან ანგარიშის შექმნის დადასტურების შესახებ, რომელზედაც NEFCO-ს სთხოვს თანხის გაცემას. ანგარიში, რომელზედაც ირიცხება საგრანტო თანხები, განცალკევებულია ჩამორიცხვის ანგარიშისგან, რომელზეც ირიცხება სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები.

2.8 საგრანტო შეთანხმების მიზნებისთვის, ჩამორიცხვის თარიღი ნიშნავს თარიღს, რომელზეც შესაბამისი თანხები აისახება NEFCO-ს ანგარიშის დებეტში („ჩამორიცხვის თარიღი“).

2.9 NEFCO თავის წიგნებში მიმღების სახელზე გახსნის და შეინარჩუნებს ცალკე ჩანაწერს, რომელიც ასახავს საგრანტო შეთანხმების გარგლებში გადახდილ თანხებს („საგრანტო ჩანაწერი“). საგრანტო ჩანაწერი წარმოადგენს საბოლოო, დასკვნით და ვალდებულების მიმნიჭებელ მტკიცებულებას გრანტის სტატუსის მიმღებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღებმა NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებლად დაამტკიცა ბეჭვდითი შეცდომის არსებობა.

2.10 მიმღები დაფარავს საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ ღირებულებებს, მოსაკრებლებსა და ხარჯებს რომელიც დაკავშირებულია საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ჩამორიცხვასთან.

2.11 გრანტის დახურვის თარიღი შეესაბამება NEFCO-ს სესხის ხელმისაწვდომობის პირიოდს, ე.ი. 36 (ოცდათექვსმეტი) თვეს სასესხო შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ („დახურვის თარიღი“). დახურვის თარიღი შეიძლება გადავადებული იქნას NEFCO-ს მიერ მიმღების მოთხოვნის შედეგად.

2.12 გრანტის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი, რომლისთვისაც NEFCO-მ არ მიიღო ჩამორიცხვის მოთხოვნა დახურვის დღეს შეიძლება ცვლილების შესაძლებლობის გარეშე გაუქმებული იყოს NEFCO-ს მიერ, სასესხო შეთანხმებით.

2.13 თუ გრანტის მიმღებისთვის გაცემული გრანტის ნებისმიერი თანხა არ იქნება საჭირო პროექტის მიზნებისთვის პროექტის განხორციელების დასრულებისას, მხარეები, EBRD-ის წინააღმდეგობის გარეშე, შეთანხმდებიან, როგორ გამოიყენონ ეს თანხა.

ნაწილი 3. ჩამორიცხვის წინაპირობები 

3.1 გრანტის ჩამორიცხვა მოხდება მიმღების მხრიდან შემდეგი წინაპირობების NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებლად შესრულებისას, როგორც რელევანტურია თითოეული ჩამორიცხვისთვის:

ა) მიმღებმა წარმოადგინა NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ (i) სათანადოდ ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, (ii) რატიფიცირებულია შესაბამისად სრული ძალით და ეფექტით და (iii) NEFCO-მ მიიღო შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმების ორიგინალი;

ბ) მიმღებმა წარადგინა NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი დასტური იმისა, რომ MDF-ი, დანიშნულია პროექტის განმახორციელებელ ერთეულად (მათ შორის, გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, თითოეული და ყველა ქვეპროექტის);

გ) სასესხო შეთანხმება, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, დადებულია NEFCO-ს, როგორც მსესხებლის და მიმღებს შორის პროექტის განხორციელებისთვის, შესრულებულია სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა და NEFCO-მ მიიღო შესაბამისი თავდაპირველი ასლი;

დ) საპროექტო  შეთანხმება, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების და შესაბამისი საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით ძალაში შევიდა, მათი ყველა შესაბამისი ძალაში შესვლის წინაპირობა შესრულდა და NEFCO-მ მიიღო შესბამისი თავდაპირველი ასლი;

ე)  NEFCO-მ თავად დაამტკიცა, რომ პროექტი სრულად დაფინანსებულია;

ვ) NEFCO-მ თავად დაამტკიცა, რომ მოთხოვნილი ჩამორიცხვა შეესაბამება ჩამორიცხვის დამტკიცებულ გეგმას და მიიღო მოხსენება პროგრესის შესახებ, რომლიც ადასტურებს, რომ ყოველი კონკრეტული ჩამორიცხვისთვის ყველა შესაბამისი ეტაპი შესრულებულია;

ზ)  პირველი ჩამორიცხვის გარდა, NEFCO-მ მიიღო მტკიცებულება ქვითრების ან NEFCO-სთვის მისაღები სხვა დოკუმენტაციის სახით, რომ წინა გადახდის მინიმუმ ოთხმოცი პროცენტი (80%) უკვე გამოიყენა გრანტის მიმღებმა პროექტის ხარჯების დასაფარად.

თ) მიმღებმა NEFCO-ს წერილობითი ფორმით დაუდასტურა, რომ: (i) ქვემოთ ჩამოთვლილი წარმომადგენლობები და გარანტიები ყოველ მხრივ ჭეშმარიტი და ზუსტია ჩამორიცხვის დღეს; (ii) მიმღების მიერ საგრანტო შეთანხმებით აღიარებული ყველა სხვა ვალდებულება შესრულებულია;

ი) მიმღებმა და/ან MDF-მა და/ან საბოლოო ბენეფიციარმა შესაბამისად მიიღეს ყველა საჭირო ლიცენზია, ნებართვა ან დამტკიცება ან/და უარის არარსებობა შესაბამისი ორგანოებისგან, როგორც შეიძლება საჭირო იყოს პროექტის ან ქვე-პროექტის განხორციელებისთვის და ამ პროექტის მიზნებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელებისთვის და მსგავსი ლიცენზიები, ნებართვები და დამტკიცებები სრულიად ძალაშია და ეფექტურია;

კ)  მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებლად ისე, როგორც დამატებით აღწერილია საპროექტო შეთანხმებაში;

ლ) NEFCO-ს მიეწოდა საგრანტო შეთანხმების შესახებ დამაკმაყოფილებელი სამართლებრივი დასკვნა გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების შესახებ დამაკმაყოფილებელი სამართლებრივი დასკვნა გაცემული MDF-ის მიერ;

მ) NEFCO-მ მიიღო საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმღების წარმოდგენის უფლებამოსილი მხარეების სახელების და თანამდებობების სიები, ხელმოწერების ნიმუშები,  დანართ 3-ში აღწერილი ფორმით;

ნ) NEFCO-მ ჩამორიცხვის განხორციელებამდე მიიღო შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელიც NEFCO-მ გონივრულად მიიჩნია საჭიროდ;

ო)  არ მომხდარა შეჩერების შემთხვევა და არ გრძელდება;

პ) ჩამოსარიცხად მოთხოვნილი გრანტის რაოდენობა არ აღემატება სასესხო შეთანხმების მიხედვით ჩამორიცხულ თანხის რაოდენობას; და

რ) NEFCO-მ მიიღო ჩამორიცხვის მოთხოვნა რომელიც შეესაბამება საგრანტო შეთანხმებაში აღწერილ მოთხოვნებს.

3.2 გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არის შეთანხმებული, მიმღების მიერ NEFCO-სთვის ამ ნაწილის მიხედვით მიწოდებული დოკუმენტები, მიუხედავად იმისა, ორიგინალია თუ ინგლისური თარგმანი (შესაბამისად), შესყიდული იქნება მიმღების მიერ, NEFCO-სთვის დამაკმაყოფილებლად. დოკუმენტების ნებისმიერი ასლი, რამდენადაც შესაძლებელია, დამოწმებული იქნება გამცემის მიერ და მიწოდებული მიმღების ბეჭვდით.

ნაწილი 4.  წარმომადგენლობა და გარანტიები

ბენეფიციარის, როგორც მიმღების ყველა წარმომადგენლობა და გარანტია სასესხო შეთანხმების ქვეშ ბენეფიციარის მიერ მიღებულია სრულად ,მათ შორის, mutadis mutandis პრინციპით. ბენეფიციარი აღიარებს რომ NEFCO დებს წინამდებარე შეთანხმებას, სრულად ეყრდნობა შემდგომ წარმომადგენლობასა და გარანტიებს, რომელსაც საკუთრ თავზე მიმღები საკუთრ თავზე იღებს:

ა) მიმღები არის სათანადოდ ორგანიზებული, მოქმედი და აქვს საგრანტო შეთანხმების და პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება აღსრულებისა და მიწოდების და სათანადო ვალდებულებების შესრულების სრული უფლება;

ბ) მიმღების სახელით საგრანტო შეთანხმებაზე ხელმომწერი პირი (პირები) არიან სათანადოდ უფლებამოსილნი საგრანტო შეთანხმების დასადებად და სხვა დოკუმენტების აღსასრულებლად, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს გრანტის მიზნებისთვის;

გ) საგრანტო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით მიმღების სახელით გაკეთებული ყველა განცხადება და ფინანსური ვალდებულება ჭეშმარიტი და ზუსტია ყველა მატერიალური კუთხით, იმ თარიღისთვის, როდესაც ისინი გაკეთდა;

დ) საქართველოს მთავრობამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიაწოდა ყველა აუცილებელი თანხმობა, დამტკიცება, ნებართვა, ლიცენზია და რეგისტრაცია რომელიც უნდა შესრულდეს პროექტის განსახორციელებლად და არ არსებობს დამატებითი მატერიალური სამართლებრივი მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს პროექტის განსახორციელებლად;

ე) მიმღებმა არ უგულვებელყო ვალდებულებები სასესხო შეთანხმების ან საგრანტო შეთანხმების  ქვეშ, სადაც ამგვარ უგულველყოფას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მატერიალური შედეგი (როგორც განმარტებულია ქვემოთ), და მიმღების მიმართ არ აღიძრა იურიდიული ან ადმინისტრაციული ქმედება ან ასეთი ქმედების მუქარა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მატერიალური შედეგი;

წინამდებარე საგრანტო შეთანხმების მიზნებისთვის „უარყოფითი მატერიალური შედეგი“ უარყოფით მატერიალურ ცვლილებას შემდეგ პუნქტებში ან მათზე ზეგავლენის შემთხვევაში: (i) მიმღების მიერ წინამდებარე საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერ ვალდებულების შესრულება, (ii) მიმღების შესაძლებლობა პროექტის განხორციელების და ოპერირებისა, პროექტის აღწერაში გამოყოფილი პირობების შესაბამისად, და/ან (iii) მიმღების საქმიანობა, ოპერირება და/ან ფინანსური მდგომარეობა.

ნაწილი  5.  პროექტის ვალდებულებები

5.1 მიმღები სრულად პასუხისმგებელი იქნება NEFCO-ს წინაშე პროექტის განხორციელებისთვის. წინამდებარე საგრანტო შეთანხმების სხვა ნაწილში შეზღუდვის გარეშე, მიმღები საკუთარ თავზე იღებს შემდგომ გარანტიებს, ვალდებულებებს და შეთანხმებებს: 

ა) უზრუნველყოფს, რომ გრანტის თანხა გამოყენებული იყოს საქონლის, სამუშაოს და მომსახურების დანახარჯებისთვის, პროექტის განორციელების მიზნით;

ბ) მიიღებს ან გამოიწვევს ყველა ქმედებას რომელიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისთვის სათანადო შეფასებით და ეფექტიანობით, საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, აგრეთვე შესაბამის ადმინისტრაციულ, ფინანსურ, საინჟინრო, სოციალური და გარემოსდაცვითი პრაქტიკის შესაბამისად, პროექტის შესწავლაში ასახულ უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

გ) ის დაემორჩილება ყველა შესაბამის კანონმდებლობას, დებულებასა და რეგულაციას პროექტთან დაკავშირებულ შეთანხმებებთან ერთად, რომელშიც იგი არის მხარე, სასესხო შეთანხმების ჩათვლით;

დ) მიმღები უზრუნველყოფს სახსრებს გადასახადებისა და გადასახდელების დასაფინანსებლად (მათ შორის შეზღუდვის გარეშე დღგ) და გადასახდელებით (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საბაჟო გადასახადები) საგრანტო შეთანხმების ფარგლებში შესყიდული ყველა საქონელის, სამუშაოების და მომსახურების ან უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო ან დაუყოვნებლივ მიიღოს ან უზრუნველყოს ყველა უფლების, ლიცენზიის, წარდგენის, რეგისტრაციისა და უფლებამოსილების მიღება, რომელიც საჭიროა პროექტის განხორციელებისთვის;

ვ) უზრუნველყოფს, რომ პროექტის მასშტაბი არ არის შეცვლილი და არ შეიცვლება მატერიალურად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ NEFCO ამას დაამტკიცებს წერილობით;

ზ) დაემორჩილება საგრანტო შეთანხმებაში და სასეხო შეთანხმებაში მითითებულ ნებისმიერ საანგარიშო მოვალეობებს, მათ შორის და განსაკუთრებულად გარემოსდაცვითი საანგარიშო მოვალეობები;

თ) იგი დროულად მიაწვდის NEFCO-ს, ან უზრუნველყოფს მიწოდებას საგრანტო შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით NEFCO-ს მხრიდან ცალკე მოთხოვნილ ნებისმიერ ანგარიშსა და ინფორმაციას და ნებისმიერ სხვა ანგარიშსა და ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან და მოთხოვნილია NEFCO-ს მიერ (ან EBRD-ის, აუდიტორთა ევროპული სასამართლოს ან E5P-ს ნებისმიერი კონტრიბუტორის მიერ, როცა მოქმედებენ NEFCO-ს მეშვეობით), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, პროექტის საბოლოო ანგარიში პროექტის დასრულების შემდგომ;

ი) იგი უზრუნველყოფს NEFCO-სთვის, ან NEFCO-ს წარმომადგენლებისთვის (მათ შორის EBRD-ისთვის აუდიტორთა ევროპული სასამართლოს ან E5P-ს ნებისმიერი კონტრიბუტორის როცა მოქმედებენ NEFCO-ს მეშვეობით), ვიზიტების დროს ყველა შესაბამისი მშენებლობის და/ან პროექტის ობიექტების და ყველა ბუღალტრული აღრიცხვის წიგნების დათვალიერებას, რომლებიც დაკავშირებულია გრანტის გამოყენებასთან, რათა დადგინდეს რომ ამ საგრანტო თანხის გამოყენება შესაბამისია საგრანტო შეთანხმებასთან;

კ) იგი დაუყოვნებლივ აცნობებს NEFCO-ს ნებისმიერი მოვლენის ან სიტუაციის შესახებ, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პროექტის განხორციელებაზე ან რომელიც შეიძლება მოითხოვდეს მხარეების მხრივ საჭიროების შეფასებას მოდიფიკაციაზე ან მასშტაბში, ქცევაში, აღსრულებაში ან მოსალოდნელი დაფინანსების ცვლილებაზე შეთანხმებას;

ლ) უზრუნველყოფს, რომ პროექტის ანგარიშები იწარმოება IPSAS-ს მიხედვით და დაუშვებს მათ შემოწმებას მიმღების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ ან NEFCO-სთვის მისაღები სხვა ორგანოს მიერ;

მ) NEFCO-ს მიაწვდის მიმღების პროექტის ყველა ჩანაწერის, ანგარიშისა და ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, შემოწმებებს, NEFCO-ს დროდადრო მოთხოვნის საფუძველზე;

ნ) შეინარჩუნებს, განაახლებს და/ან მოიპოვებს პროექტის განხორციელებისთვის და ზოგადად მიმღების ოპერაციების ჩატარებისთვის საჭირო ყველა უფლებამოსილებას, მათ შორის შეასრულებს საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებს; 

ო) დაუყოვნებლივ აცნობებს NEFCO-ს ნებისმიერი მოვლენის ან გარემოების შესახებ, რომლის შედეგი შეიძლება იყოს მე-7 ნაწილში აღწერილი შეჩერება, ან ნებისმიერი სხვა მოვლენა ან გარემოება რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მატერიალური შედეგი (წინმსწრები განმარტების შესაბამისად);

პ) იგი უზრუნველყოფს გრანტის მხარდაჭერით პროექტის განხორციელებისთვის შემუშავებულ სამშენებლო ობიექტზე E5P-სა და მისი კონტრიბუტორებისთვის შესაბამის ხილვადობას, E5P-ის თითოეული კონტრიბუტორის მიერ შეფასებითი შენატანისადმი ხაზგასმით და, სადაც ნახსენებია პროექტი, ოფიციალური და საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, სარეკლამო მასალა მოიცავს მათ ხსენებას და ინფორმაციას იმის თობაზე, რომ პროექტი დაფინანსებულია  E5P-ს მიერ, გასაჯაროვდება E5P-ს თითოეული კონტრიბუტორის ხსენებით;

ჟ) NEFCO-ს მოთხოვნის საფუძველზე მოამზადებს ან უზრუნველყოფს ყველა სათნადო დოკუმენტის და მასალის მომზადებას, რომელიც დაკავშირებულია NEFCO-ს მიერ პროექტის განხორციელებასთან, მისი შეხედულებისამებრ, საჯარო ინფორმაციის  გავრცელების მიზნით;

რ) უზრუნველყოს რომ პროექტის არც ერთი შენობა (რომელიც მოცემულია დანართ 1-ში) არ გაიყიდება, გადაეცემა, გადაეცემა იჯარით, არ მოხდება მისი პრივატიზაცია, ან სხვაგვარად არ გადაიცემა საბოლოო მიმღების მიერ (ერთი გარიგების ან გარიგებათა სერიების მიერ) საგრანტო შეთანხმების დადების თარიღიდან 12 წლის განმავლობაში;

ს) არ გასცემს უფლებას ან არ გადასცემს უფლების მინიჭების უფლებას თავისი ნებისმიერი ოფიცრისთვის, დირექტორისთვის, უფლებამოსილი თანამშრომლისთვის, კომპანიონისთვის, აგენტისთვის ან წარმომადგენლისთვის  აკრძალული ქმედების (როგორც განმარტებულია ქვემოთ) ჩასადენად, პროექტთან ან საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით;

ტ) გამოიყენებს მაქსიმალურ ძალისხმებას MDF-ის, საბოლოო მიმღების, ნებისმიერი კონსულტანტის, მიმწოდებლის და/ან სხვა პარტინიორის მიერ, რომელიც მონაწილეობს პროექტის განხორციელებაში შესაძლო აკრძალური ქმედების მონიტორინგის და შეჩერებისთვის;

5.2  წინამდებარე საგრანტო შეთანხმებისა და 5.1 ნაწილის „ს" და „ტ" ზემოაღნიშნული პუნქტების მიზნებისთვის „აკრძალული პრაქტიკა“ ნიშნავს ერთ ან მეტს:

 „ბოროტად გამოყენება“ ნიშნავს პროექტთან დაკავშირებული აქტივების ან  ქონების ქურდობას, მითვისებას, გაფლანგვას ან არასათანადო გამოყენებას, ჩადენილი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით;

„იძულება“ ნიშნავს მხარის ან მხარის საკუთრების პირდაპირი ან არაპირდაპირი შელახვის ან ზიანის მიყენების მუქარას, მხარის ქმედებებზე არასათანადო ზემოქმედების მიზნით;

საიდუმლო გარიგება ნიშნავს ორ ან მეტ მხარეს შორის შეთანხმებას, რომელიც შექმნილია არასათანადო მიზნის მისაღწევად, მათ შორის, მეორე მხარის ქმედებებზე არასათანადო ზემოქმედების მიზნით;

 „კორუფცია“ ნიშნავს დაპირებას, შეთავაზებას, გაცემას, მიღებას ან მოთხოვნას, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე ღირებული ან რაიმე არასათანადო უპირატესობის, ან ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ან ფუნქციების ბოროტად გამოყენებას გავლენის მიზნით, ან სხვა მხარის ქმედებებზე არასათანადო გავლენის მოხდენა, ან საკუთარი თავისთვის ან სხვა მხარისთვის არასათანადო უპირატესობის მოპოვების მიზნით;

„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას ან უმოქმედობას, მათ შორის, არასწორ წარმოდგენას ან მატერიალური ფაქტის დამალვას, რომელიც შეგნებულად ან დაუფიქრებლად შეცდომაში შეჰყავს ან ცდილობს მხარის შეცდომაში შეყვანას საკუთარი თავისთვის ფინანსური ან სხვა სარგებლის ან არასათანადო უპირატესობის მოპოვების მიზნით. მესამე პირი, ან ვალდებულების თავიდან აცილება;

 „დაბრკოლება“ ნიშნავს:

(i)   გამოძიების მტკიცებულებათა მასალის განზრახ განადგურებას, გაყალბებას, შეცვლას ან დამალვას;

(ii)  გამომძიებლებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა, რათა არსებითად შეაფერხოს გამოძიება;

(iii)  გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის, დოკუმენტების ან ჩანაწერების მიწოდების მოთხოვნების შეუსრულებლობა;

(iv)  ნებისმიერი მხარის მუქარა, შევიწროება ან დაშინება, რათა ხელი შეუშალოს მას NEFCO-ს გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის გამჟღავნებაში ან გამოძიების დაწყებაში; ან

(v)   NEFCO-ს აუდიტის ან ინსპექტირების ან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  შეფერხება;

„ფულის გათეთრება“ ნიშნავს

(i)   ქონების გარდაქმნას ან გადაცემას, იმის ცოდნა, რომ ასეთი ქონება მომდინარეობს დანაშაულებრივი ქმედებებიდან, ქონების უკანონო წარმოშობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით, ან ნებისმიერი პირის დახმარებას, რომელიც მონაწილეობს ქმედებაში. ასეთი ქმედება ამ ქმედების სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით;

(ii) დამალვა ან შენიღბვა ნამდვილი ბუნების, წყაროს, ადგილმდებარეობის, განკარგვის, გადაადგილების, უფლებების ან საკუთრების საკუთრების შესახებ, იმის ცოდნა, რომ ასეთი ქონება მომდინარეობს დანაშაულებრივი ქმედებებიდან;

(iii)  საკუთრების შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმის ცოდნით, რომ ეს ქონება მიღებულ იქნა დანაშაულებრივი ქმედებით; ან

(iv)  მონაწილეობა ან დახმარება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებაში; და

„ტერორიზმის დაფინანსება“ ნიშნავს სახსრების უზრუნველყოფას ან შეგროვებას, ნებისმიერი საშუალებით, პირდაპირ ან ირიბად, მათი გამოყენების განზრახვით ან იმის ცოდნა, რომ მათი გამოყენება სრულად ან ნაწილობრივ, ტერორისტული ქმედებების განსახორციელებლად („ტერორისტულ ქმედებებს“ აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მითითებულია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის მე-2 მუხლში).

ნაწილი  6. შესყიდვა

6.1 მიმღები სრულიად პასუხისმგებელია NEFCO-ს წინაშე პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი შესყიდვის ყველა ასპექტისთვის. მიმღები უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ასეთი შესყიდვა შესრულდეს NEFCO-ს შესყიდვის პოლიტიკისა და პროცედურების  შესაბამისად, რომელიც ძალაში შევა საგრანტო შეთანხმების ხელმოწერიდან და გამოქვეყნდება NEFCO-ს ვებგვერდზე;

6.2 კერძოდ, მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კონტრაქტები დაიდება მხოლოდ პროვაიდერებთან, რომელთა შემოთავაზება იქნება გაწეული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად საუკეთესო ფასად, შეესაბამება გამჭვირვალობის გონივრულ პრინციპებს და უზრუნველყოფს პოტენციური კონსულტანტების, კონტრაქტორების და/ან მიმწოდებლების თანასწორ მოპყრობას და ნებისმიერი დაინტერესებულ მხარეებს შორის კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად გამოიჩენს  განსაკუთრებულ ძალისხმევას.   

6.3 პროექტთან დაკავშირებული შესყიდვების ჩვეული მონიტორინგის და ზედამხედველობის ან სპეციფიკური საჩივარის ან აღმოჩენის შედეგად NEFCO უფლებამოსილია შეისწავლოს  შესყიდვის ნებისმიერი დოკუმენტი და  გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება შესყიდვის შედეგად, რათა დაადასტუროს NEFCO-ს შესყიდვების პოლიტიკასთან და პროცედურებთან შესაბამისობა და დარწმუნდეს, რომ დაკავშირებული კონტრაქტები მისაღებია NEFCO-სთვის.

6.4 მომსახურების, საქონლის ან შრომის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტები დაიდება მიმღებს ან MDF და კონსულტანტს, კონტრაქტორს და მიმწოდებელს შორის; 

6.5 მიმღები ან მიმღების წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი მიიღებს გონივრულ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ პოტენციური ტენდერის გამარჯვებულები არ იქნებიან ჩართულები შესყიდვაში, ან გრანტის რესურსებით დაფინასებულ ფინანსურ ჯილდოში, თუ ისინი გაკოტრდნენ ან ასრულებენ საქმიანობას, არიან სასამართლოს მიერ შემოწმების პროცესში, დადეს ხელშეკრულება კრედიტორებთან, შეაჩერეს საქმიანობა, გადიან წინახსენებულ საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებს ან არიან ანალოგიურ სიტუაციაში, რომლიც გამომდინარეობს ეროვნული კანონმდებლობიდან ან რეგულაციიდან ან ექვემდებარებიან ევროკავშირის, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი რომელიმე შტატის ან ნებისმიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სანქციების დამწესებელი სხვა ორგანოს სანქციებს, როგორც NEFCO მიიჩნევს საჭიროდ.

ნაწილი  7.  შეჩერება და გაუქმება; თანხის დაბრუნება; შეწყვეტა

7.1 NEFCO-ს თავისი შეხედულებისამებრ აქვს უფლება შეაჩეროს გრანტის ჩამორიცხვა, გააუქმოს გრანტი, მოითხოვოს გრანტის თანხის დაბრუნება და/ან შეწყვიტოს საგრანტო შეთანხმება, სრულიან ან ნაწილობრივ, მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინებს გაგზავნით, თუ:

ა) მიმღები და/ან MDF-ი და/ან საბოლოო მიმღები ვერ შეასრულებს ნებისმიერ წარმომადგენლობას, გრანტს, პასუხისმგებლობას, შეთანხმებას ან საგრანტო შეთანხმების, სასესხო შეთანხმების, საპროექტო შეთანხმების, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ან საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებას რელევანტური ფინანსური დოკუმენტის სხვა ვალდებულებას, და ასეთი შეუსრულებლობის გაგრძელდება ოცდაათი (30) დღე NEFCO-ს მიერ მიმღებისთვის ასეთი შეუსრულებლობის შეტყობინების შემდგომ;  

ბ) მიმღების მიერ საგრანტო შეთანხმების შესრულების ან მიწოდების შესახებ ან ჩამორიცხვის მოთხოვნის შესახებ აღმოჩნდება არასწორი ნებისმიერი მატერიალური თვალსაზრისით;

გ) NEFCO-ს გონივრული მოსაზრებით ნებისმიერი მიზეზით დაბალია პროექტის მდგრადად განხორციელების ალბათობა, როგორც აღწერილია პროექტის აღწერაში (დანართი 1); 

დ) NEFCO-ს გონივრული მოსაზრებით აშკარა ხდება, რომ მიმღები, MDF-ი, საბოლოო მიმღები, კონსულტანტი ან მიმწოდებელი ან პროექტში ჩართული სხვა პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულია ნებისმიერ აკრძალულ ქმედებაში;

ე) NEFCO-სთვის არაკანონიერი ხდება, შეასრულოს თავისი რომელიმე ვალდებულება, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ საგრანტო შეთანხმებით, ან შეინარჩუნოს გრანტი თუ გრანტის მიმღებს, MDF-ს ან საბოლოო მიმღებს, ან მათ რომელიმე წარმომადგენელს დაექვემდებარება სანქციები ევროკავშირის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი რომელიმე შტატის,  ნებისმიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სხვა სანქციების განმსაზღვრელი ორგანოს მიერ, როგორც NEFCO მიიჩნევს შესაბამისად; ან

 ვ) დადგება პოლიტიკური, უშიშროების ან სოციალური ვითარება ან მსგავსი სიტუაცია, რომელსაც NEFCO-ს გონივრული მოსაზრებით: (i) აქვს მატერიალური უარყოფითი ეფექტი მიმღების მხრიდან საგრანტო შეთანხმებით და/ან პროექტთან დაკავშირებული სხვა საბუთებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ალბათობაზე, ან (ii) აქვს მატერიალური უარყოფითი ეფექტი ხელშეკრულების მოქმედებაზე, კანონიერობაზე, მოქმედებაში მოყვანაზე, ან საგრანტო შეთანხმების ან მისი უფლებების, საშუალებების და პრიორიტეტების  სავალდებულო ბუნებაზე.

7.2  მიმღების ჩამორიცხვის უფლება იქნება შეჩერებული, სრულად ან ნაწილობრივ, სანამ მოვლენა ან მოვლენები, რომლებიც იყო შეჩერების მიზეზი შეწყდება ან სანამ NEFCO მიიღებს შეტყობინებას მიმღების მიერ ჩამორიცხვის უფლების აღდგენის თაობაზე.

7.3 იმ შემთხვევაში, თუ მიმღების მიერ ნაბისმიერი ოდენობის ჩამორიცხვის უფლება შეჩერებულია ოცდაათი (30) კალენდარული დღით, NEFCO-ს აქვს უფლება, მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინებით, შეაჩეროს მიმღების მიერ ამ თანხის ან ნებისმიერი შემდგომი თანხის (თანხების) ჩამორიხცვის უფლება. შეტყობინების გაცემისას, ასეთი თანხები და გრანტის ყველა სხვა თანხა ავტომატურად გაუქმდება. NEFCO-ს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ გააგრძელოს ოცდაათ (30) დღიანი პერიოდი და მისცეს მიმღებს მეტი დრო სიტუაციის გამოსწორებისთვის. 

7.4 თუ ნებისმიერ დროს გამოჩნდება, რომ მიმღები ან და MDF მიერ არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული გრანტის თანხების ჩამორიცხვასთან დაკავშირებით მიმღები ან და MDF ჩართულია ნებისმიერ აკრძალულ მოქმედებაში ან თვითნებურ დანაშაულში, NEFCO-ს აქვს უფლება გააუქმოს საგრანტო შეთანხმება და მიმღებს მოსთხოვოს გრანტის თანხით ნებისმიერი შესყიდვის ანაზღაურება. ამასთანავე, NEFCO-მ შეიძლება მიმღებს მოსთხოვოს ნებისმიერი პირდაპირი ხარჯის ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია ასეთი თანხის შეგროვებასთან.

ნაწილი 8. ზიანის ანაზღაურება

მიმღები იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ეთანხმება და აითვისებს და აღიარებს NEFCO-ს და თავის თანამშრომლებს ვალდებულების არ არსებობას ნებისმიერი ტიპის და ბუნების პასუხისმგებლობაზე, ვალდებულებაზე, დანაკარგზე, ზიანზე, ჯარიმაზე, პრეტენზიაზე, მოქმედებაზე, გადასახადზე, საქმეებზე, საჩივარზე, გონივრულ ხარჯებზე რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის შედეგი: 

საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტრანზაქციის, მისი აღსრულების, მიწოდების, ან შესრულების; და/ ან

NEFCO-ს მიერ საგრანტო შეთანხმების ფარგლებში თავისი უფლებებისა და გარანტიების განხორციელების;

იმ პირობით, რომ NEFCO-ს არ ექნება საკუთარი დაუდევრობის ან თვითნებური დანაშაულის შედეგად ზარალის ანაზღაურებისგან გათავისუფლების უფლება.

ნაწილი  9. ძალაში შესვლა, დავის გადაწყვეტა

9.1 წინამდებარე საგრანტო შეთანხმებას ხელს მოაწერენ ორივე მხარე და ძალაში შევა NEFCO-ს მიერ გრანტის მიმღების შეტყობინების მიღების თარიღიდან წინამდებარე საგრანტო შეთანხმებისა და სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების, რატიფიკაციის ჩათვლით, შესრულების შესახებ. NEFCO აცნობებს გრანტის მიმღებს წინამდებარე საგრანტო შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს.

წინამდებარე საგრანტო შეთანხმება ძალაში რჩება იმ თარიღამდე, როდესაც მხარეთა ყველა ვალდებულება იქნება უპირობოდ და შეუქცევად შესრულებული NEFCO-ს დაკმაყოფილებით წინამდებარე საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ წერილობით.

9.2 წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მხარეების მიერ უფლების, ძალის ან აღმოფხვრის საშუალების გამოყენების დაგვიანება ან მათი გამოუყენებლობა ნებისმიერი დეფოლტის შემთხვევაში არ დაარღვევს მსგავს უფლებას, ძალას ან აღმოფხვრის საშუალების გამოყენების უფლებას, არ წარმოადგენს უარის თქმას ან ასეთი დეფოლტის დროს მდუმარე თანხმობას; არც მხარის მსგავსი ქმედება დეფოლტთან დაკავშირებით, არც მდუმარე თანხმობა რომელიმე დეფოლტისას არ მოახდენს ზეგავლენას და არ დაარღვევს არცერთ უფლებას, ძალას და აღმოფხვრის საშუალების გამოყენების უფლებას რომელიმე სხვა ან მომდევნო დეფოლტის შემთხვევაში;

9.3 მხარეები შეეცდებიან კეთილგანწყობით გადაჭრან ნებისმიერი დავა ან გაუგებრობა, რომელიც დაკავშირებული წინამდებარე შეთანხმებასთან, მის შეუსრულებლობასთან, შეწყვეტასთან, მოქმედებაში არყოფნასთან ან წინამდებარე შეთანხმებასთან სხვაგვარად დაკავშირებული მიზეზებით. ამ მიზნით, რომელიმე მხარის ინიციატივის გამოთქმის შემთხვევაში მეორე მხარე დაუყოვნებლივ შეხვდება ინიციატორ  მხარეს მსგავსი დავის და გაუგებრობის განსახილბელად, და, თუ ინიციატივის გამომჩენი მხარის მოთხოვნას გააჩნია წერილობითი ფორმა, წერილობითი ფორმით უპასუხებს ინიციატივის გამომხატველი მხარის ასეთ დავას და გაუგებრობასთან დაკავშირებულ შეტყობინებას.

9.4 თუ რომელიმე დავა ან გაუგებრობა ან პრეტენზია ვერ გადაიჭრა კეთილგანწყობით 9.3 ნაწილის  შესაბამისად, შეხვედრის მოთხოვნის დღიდან, როგორც აღნიშნულია 9.3 ნაწილში, სამოცი (60) კალენდარული დღის განმავლობაში, ასეთი დავა ან გაუგებრობა ან მათთან დაკავშირებული პრეტენზია გადაჭრილი იქნება არბიტრაჟის გამოყენებით, წინამდებარე შეთანხმების თარიღისთვის მოქმედი UNCITRAL საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, შემდგომის გათვალისწინებით:

ა) არბიტრების რამოდენობა იქნება სამი (3);

ბ) UNCITRAL საარბიტრაჟო წესების მიზნებისთვის დამნიშავი უფლებამოსილი პირი იქნება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი;

გ) არბიტრაჟის ადგილია ჰააგა;

დ) საარბიტრაჟო პროცესებში გამოყენებული ენა იქნება ინგლისური;

ე) საარბიტრაჟო ტრიბუნის მიერ გამოყენებულ კანონმდებლობას წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო სამართალი;

ვ) UNCITRAL-ის არბიტრაჟის წესების მიუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნას არ აქვს უფლება მფარველობის დროებითი ზომების მიღების ან გათავისუფლების წინასწარ მინიჭების და არც ერთი მხარე არ მიმართავს რომელიმე სასამართლო ორგანოს მფარველობის დროებითი ზომების ან წინასწარი გათავისუფლების მინიჭების თხოვნით მეორე მხარის საწინააღმდეგოდ;

ზ) საარბიტრაჟო ტრიბუნას უფლება აქვს განიხილოს და ჩართოს ნებისმიერ პროცედურაში, გადაწყვეტილებაში ან ჯილდოში, ნებისმიერი დავა, გაუგებრობა და საჩივარი, რომელიც სათანადოდ წარდგენილია მხარეების მიერ, თუ ეს დავა ან გაუგებრობა წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმებიდან; მაგრამ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა მხარეები ან დავები არ უნდა შედიოდეს ან იყოს კონსოლიდირებული საარბიტრაჟო განხილვასთან.

ნაწილი  10. სხვადასხვა დებულება

10.1 მიმღებებს NEFCO-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ მათი ნებისმიერი უფლებების, სარგებლის თუ ვალდებულების სხვა პირზე გადაცემა.

10.2 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულება გახდება ბათილი ან ძალადაკარგული, წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილი დარჩება ძალაში.

10.3 წინამდებარე საგრანტო შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე მხარეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სახით და ძალაში შევა NEFCO-ს მიერ გრანტის მიმღების მხრიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, რომ დასრულდა ასეთი ცვლილებების და დამატებების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები. NEFCO გრანტის მიმღებთან შეათანხმებს ასეთი ცვლილებების და დამატებების ძალაში შესვლის თარიღს.

10.4 წინამდებარე საგრანტო შეთანხმებაში გამოყენებული სათაურები არის მხოლოდ მინიშნებისთვის და არ განიხილება, ან არ გაითვალისწინება ნებისმიერი ნაწილის პირობის ან დებულების შედგენისას და არანაირი გზით, რაოდენობით ან ფორმით არ ხსნის ასეთი პირობების და დებულებების ეფექტს.

10.5 წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი იქნება გაგებული, როგორც NEFCO-ს მხრიდან 1998 წლის 6 ნოემბერს დანიას, ფინეთის, ისლანდიას, ნორვეგიას და შვედეთს შორის NEFCO-ს შესახებ შეთანხმების, საქართველოსა და NEFCO-ს შორის 2014 წლის 25 თებერვლით დათარიღებული ჩარჩო შეთანხმების (2014 წლის 4 აპრილს რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ), სხვა საერთაშორისო კონვენციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერ იმუნიტეტზე, პრივილეგიასა ან შეღავათზე უარის თქმა ან სხვა მოდიფიკაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, NEFCO-მ გააკეთა არბიტრაჟის პირდაპირი წარდგენა წინამდებარე 9.4 ნაწილის მიხედვით და შესაბამისად, მისი სხვა  პრივილეგიების და იმუნიტეტების შეუზღუდავად (მათ შორის, შეუზღუდავად, მისი არქივების ხელშეუხებლობა), იგი აღიარებს, რომ მას არ აქვს საჩივრების და იურიდიული პროცესების მიმართ იმუნიტეტი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით სათანადოდ გაკეთებული საარბიტრაჟო განაცხადის შედეგად, წინამდებარე შეთანხმების 9.4 ნაწილის შესაბამისად.

ნაწილი  11. შენიშვნები და მოთხოვნები

ნებისმიერი შენიშვნა, მოთხოვნა ან სხვა სახის კომუნიკაცია საგრანტო შეთანხმების ფარგლებში ან მის შესახებ იქონიებს წერილობით ფორმას. ნებისმიერი შენიშვნა, მოთხოვნა ან სხვა კომუნიკაცია რომელიც შეიძლება მიწოდებული იყოს ხელით, ელექტრონული ფოსტით, ფოსტით ან დადგენილი კურიერის მეშვეობით მხარისთვის ქვემოთ მოყვანილ მისამართზე ან სხვა მისამართზე, რომლის შესახებ მხარე აცნობებს მეორე მხარეს დროდა დრო და ეფექტური იქნება მიღებისთანავე ან, ხელით, ფოსტით ან დადგენილი კურიერის სერვისებით მიწოდების შემთხვევაში, მიწოდებისას ან მის მიღებაზე უარის თქმისას. ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც პირდაპირ მოთხოვნილია ამ შეთანხმების თანახმად, თუ მიწოდებულია ელექტრონული ფოსტით, დაუყოვნებლივ დადასტურდება ფოსტით ან დადგენილი კურიერის სერვისის მიერ მოწოდებული წერილით.

NEFCO-სთვის:

სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას  (NEFCO)

Fabianinkatu 34, FI-00100 Helsinki

P.O. ყუთი 241, FIN-00171 ჰელსინკი, ფინეთი

ყურადღება:მმართველო დირექტორი, საინვესტიციო დირექტორი: Bo Eske Nyhus

ტელეფონი:+ 358 10 618 003

ელფოსტა: reporting@nefco.int , Bo.Nyhus@nefco.int

მიმღებისთვის:

საქართველო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის 16, 0114, თბილისი, საქართველო

ყურადღება:სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი

ტელეფონი: (+99532)2261450

ელექტრონული ფოსტა: publicdebt@mof.ge

 

ნაწილი  12.  დანართები, ენა და ასლები

12.1 ქვემოთ ჩამოთვლილი დანართები წარმოადგენენ საგრანტო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

დანართი 1: პროექტის აღწერა

დანართი 2: ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა

დანართი 3: თანამდებობისა და უფლებამოსილების დადასტურების ფორმა

 

12.2 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც NEFCO დათანხმდება საწინააღმდეგოზე, საგრანტო შეთანხმებაში ნახსენები თითოეული დოკუმენტი, სერტიფიკატი, განაცხადი, ანგარიში, ანგარიშები და სხვა წერილობითი მასალა იქნება ინგლისურად ან თანდართული ექნება სათანადოდ სერტიფიცირებული ინგლისური თარგმანი. თუ NEFCO-ს მიერ მოთხოვნილია, ასეთ თარგმანს შეასრულებს სერტიფიცირებული თარჯიმანი.

12.3 საგრანტო შეთანხმება შესრულებულია ინგლისურ ენაზე ორ ორიგინალად და ორივეს აქვს ერთი და იგივე ძალა.

აქედან გამომდინარე, მხარეებმა, თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას თავისი სახელებით.

საქართველოსთვის

______________

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

 

სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციისთვის

_________________                                               _________________

ტრონდ მოე                                                                ბო ესკე ნიჰუს

მმართველი დირექტორი                                         საინვესტიციო დირექტორი

 

დანართი 1

პროექტის აღწერა

პროექტის საერთო მიზანი ორმხრივია – შეამციროს პროექტის  შენობების ექსპლუატაციის კვალი გარემოზე და გააუმჯობესოს სოციალური განვითარების პლატფორმა და კონკრეტულად სწავლის პირობები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს შერჩეულ შორეულ მთიან რეგიონებში. ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა ამ რეგიონებში სკოლების სრული რეაბილიტაცია და/ან რეკონსტრუქცია.

არსებული სკოლების სრული რეაბილიტაცია და/ან რეკონსტრუქცია შედგება ორი კომპონენტისგან – სტრუქტურული კომპონენტი და ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რომელიც განხორციელდება ყველა შერჩეულ სკოლის შენობაში, თითოეული კონკრეტული შენობის სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე. სტრუქტურული კომპონენტი, შენობის ფასადური სამუშაოების გარდა, შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გამწვანება და მსგავსი ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიებზე. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების მიზანია, რომელიც უნდა ჩაერთოს ყველა შენობაში, მინიმუმ 30%-იანი გამოთვლილი ენერგოეფექტურობის მიღება (ენერგიის მოთხოვნის შემცირება) კვტ/სთ-ში გაზომილი და შენობის საბაზისო ხაზთან შედარებით.

პროექტი და პროექტის ფარგლები ეფუძნება 2020 წლის 4 ოქტომბრის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას „ენერგოეფექტურობის საჩვენებელი პროექტი საქართველოს მთიან დასახლებებში მდებარე საზოგადოებრივ შენობებში“.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო თანხა 6 500 000 ევროს შეადგენს. დაფინანსების წყაროებია: სესხი NEFCO-სგან 3,900,000 ევრომდე და საინვესტიციო გრანტი E5P-დან 2,600,000 ევრომდე. დღგ-ის და პროექტის ზედმეტი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაფაროს ფინანსთა სამინისტრომ, როგორც მსესხებელმა/გრანტის მიმღებმა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), რომელიც მსესხებლის მიერ არის შერჩეული, როგორც პროექტის განმახორციელებელი ერთეული, პასუხისმგებელი იქნება პროექტის სწორ და ეფექტურ განხორციელებაზე NEFCO-ს შესყიდვების პოლიტიკის შესაბამისად და დაფინანსებული და დაკომპლექტებული იქნება საკმარისად ამ ამოცანის შესასრულებლად.

წინასწარ შერჩეული პროექტის შენობები შეიძლება შეიცვალოს სხვა შენობებით, თუ ეს ცალკე შეთანხმდება NEFCO-ს, მსესხებელს/გრანტის მიმღებს და/ან MDF-ს შორის. საპროექტო შენობების სია დოკუმენტირებული უნდა იყოს საპროექტო ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს NEFCO-სა და MDF-ს შორის.

პროექტის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოს პროექტის განხორციელებისთვის და შედეგების თანმიმდევრული მონიტორინგისთვის, შემუშავებულია და შედის პროექტის შეთანხმებაში.

პროექტის საერთო მიზანი და მიზნობრივი შედეგები არ შეიძლება შეიცვალოს EBRD-ის, როგორც E5P-ის ფონდის მენეჯერის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

დანართი 2

ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა

[MDF-ის ბლანკი]

სკანდინავიური გარემოს ფინანსური კორპორაცია

ფაბინიანინკატუ 34, FI-00100 Helsinki

ფინეთი

ყურადღება: საინვესტიციო მენეჯერი: ბო ესკე ნიჰუს

 

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან

აღმაშენებლის გამზირი №150, თბილისი, საქართველო

თარიღი [--]

RE:საგრანტო შეთანხმების (NEFCO-2020-149 E5P) ჩამორიცხვის მოთხოვნა.

1.  ჩვენ ვეხებით ზემოაღნიშნულ საგრანტო შეთანხმებას საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) და NEFCO-ს შორის. ტერმინებს განმარტებულს საგრანტო შეთანხმებაში ექნება საგრანტო შეთანხმებაში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა, როცა გამოიყენება ჩამორიცხვის მოთხოვნაში.

2.  MDF ავტორიზებული გრანტის მიმღების მიერ შეუცვლელად მოითხოვს შემდგომ ჩამორიცხვას საგრანტო შეთანხმების ვადებისა და პირობების შესაბამისად:

ქვეპროექტი: [ ]

ჩამორიცხვის მოთხოვნა no [--]

ვალუტა და თანხის ოდენობა [მიუთითეთ ვალუტა და თანხა ციფრებით [ასოებით]

მოთხოვნილი ჩამორიცხვის თარიღი [მიუთითეთ მოთხოვნილი ჩამორიცხვის თარიღი]

თუ ჩამორიცხვის მოთხოვნილი თარიღი 10 სამუშაო დღეზე ნაკლებია, მას შემდეგ, რაც NEFCO მიიღებს მოთხოვნას, NEFCO-ს შეუძლია განახორციელოს გადახდა მოგვიანებით, რომელიც შეადგენს 2 სამუშაო დღეს, მას შემდეგ, რაც ცამორიცხვის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ჩამორიცხვის მოთხოვნის ორიგინალი, დამხმარე დოკუმენტებთან ერთად გამოგეგზავნებათ ავიფოსტის მეშვეობით.

3.   გადახდის ინსტრუქციები შემდეგია:

             ანგარიშის მფლობელი: [სსიპ  – მუნიციპალური განვითარების ფონდი]    

                ბანკი:                              [საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი]

             IBAN-ანგარიში:                [შეიყვანეთ [IBAN]-ის ანგარიშის ნომერი]

                ბანკის SWIFT/BIC კოდი:             [BNLNGE22]

                კორესპონდენტი ბანკი:  [სახელი და მისამართი]             

                კორესპონდენტი ბანკის SWIFT/BIC კოდი:            [შეიყვანეთ კოდი]

ანგარიში   [შეიყვანეთ ანგარიშის ნომერი]

შემდეგი ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი საბანკო გადარიცხვის ინსტრუქციებში: კოდი: [ ]

4. MDF, როგორც გრანტის მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი ადასტურებს რომ (i) საგრანტო შეთანხმებაში მოცემული წარმომადგენლობები და გარანტიები არის მართალი და სწორი ყველა მხრივ ჩამორიცხვის თარიღისთვის; (ii) ყველა სხვა ვალდებულება მიმღების მხრიდან შესრულედა; (iii) არავითარი დეფოლტისა და შეჩერების (როგორც განსაზღვრულია საგრანტო შეთანხმებაში) შემთხვევა არ მომხდარა ჩამორიცხვის თარიღისთვის; (iv)  ჩამორიცხვისთვის მოთხოვნილი ერთიანი თანხა და ამ საგრანტო შეთანხმების ფაგლებში ჩამორიცხული თანხა ჩამორიცხვის თარიღისთვის არ აღემატება სასესხო შეთანხმების ფარგლებში ჩამორიცხულ ერთიან თანხას; (v) MDF, როგორც გრანტის მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი ჩამორიცხვამდე შესაბამისი ქვეპროექტის მიზნებისთვის გამოიყენებს წინა ჩამორიცხული თანხის მატერიალურ ნაწილს; და (vi) ჩამორიცხვის ყველა წინაპირობა სასესხო შეთანხმების ფარგლებში არის და რჩება შესრულებულად ჩამორიცხვის თარიღში და ეფექტურია ამ თარიღისთვის. თუ აღნიშნული სერტიფიკატი მთლიანობაში ან ნაწილობრივ აღარაა ძალაში ჩამორიცხვის თარიღისთვის ან მანამდე, MDF, როგორც გრანტის მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ NEFCO-ს.

5.   გთხოვთ იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია, რაც აჩვენებს, რომ ყველა შესაბამისი წინაპირობა შესრულებულია.

პატივისცემით,

MDF-ის სახელით

___________________________

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

___________________________

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

დანართი 3

თანამდებობრივი წოდებისა და უფლებამოსილების დადასტურების ფორმა

[მიმღების ბლანკი]

სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაცია

P.O.Box 241, FI-00171 Helsinki

ფაბიანინკატუ 34

FI-00171 ჰელსინკი

ფინეთი

ყურადღება:  საინვესტიციო დირექტორი ბო ესკე ნიჰუს

თარიღი [--]

Re.  თანამდებობრივი წოდების და უფლებამოსილების დადასტურების ფორმა

2021 წლის [] დათარიღებულ, საქართველოს („მიმღები“) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას („NEFCO”) შორის დადებულ საგრანტო შეთანხმებასთან (საგრანტო შეთანხმება) დაკავშირებით, მე, ქვემოთ ხელმომწერი და ხელმოსაწერად სათანადოდ უფლებამოსილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვადასტურებ, რომ ქვემოთ მოცემულია სახელები, ოფისები და ხელმოწერის ნიმუშები პირებისა, რომელთაგან თითოეული უფლებამოსილია და მომავალში შეინარჩუნებს ამ უფლებამოსილებას:

ა) მიმღების სახელით ხელი მოაწეროს წინამდებარე შეთანხმების თანხების ჩამორიცხვის მოთხოვნას საგრანტო შეთანხმების შესაბამისად; და

ბ) ხელი მოაწეროს წინამდებარე მოცემულ სერტიფიკატებს.

[სახელი]                                                                                               ___________________________________

[თანამდებობა]

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

[სახელი]                                                                                               ___________________________________

[თანამდებობა]

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ჩამორიცხვის თითოეულ მოთხოვნას და სერტიფიკატს ამ სიიდან ორივე ოფიციალურმა პირმა ერთობლივად უნდა მოაწეროს ხელი.

შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ თითოეული ასეთ პირს უგრძელდება უფლებამოსილება, სანამ მიმღებისგან  მიიღებთ ოფიციალურ წერილს, რომ ნებისმიერი მათგანი აღარ არის უფლებამოსილი.

დადასტურებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ

_______________________________