„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
დოკუმენტის ნომერი 1054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 16/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016702
1054
18/03/2022
ვებგვერდი, 07/11/2022
480610000.03.030.016702
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ხელმოსაწერი ვერსია

(საოპერაციო ნომერი 51145)

 



საგრანტო შეთანხმება

(შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)

საქართველოსა

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

შორის

 

საინვესტიციო გრანტი

ევროკავშირისგან

თარიღი: 18 მარტი 2022

 

სარჩევი

მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია...........................................................

ნაწილი 1.01. განმარტებები........................................................................................ .

ნაწილი 1.02. ინტერპრეტაცია .....................................................................................

 

მუხლი II – საგრანტო დაფინანსება.........................................................................................

ნაწილი 2.01. თანხა, ვალუტა და მიზანი ..................................................................

ნაწილი 2.02. ჩამორიცხვები........................................................................................

ნაწილი 2.03. ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები..........

ნაწილი 2.04. გადანაწილება........................................................................................

ნაწილი 2.05. გაუქმება მიმღების მიერ.......................................................................

ნაწილი 2.06. გადახდები…………………………………………………………..….

 

მუხლი III – პროექტის განხორციელება.................................................................................

ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია........................................................

ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული

პასუხისმგებლობები......................................................................................................

ნაწილი 3.03 გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა...............

ნაწილი 3.04 მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები........................................

ნაწილი 3.05 პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია........................

ნაწილი 3.06 შესყიდვა......................................................................................

ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები.........

 

მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები..............................................

ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები......................................

ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და საქმიანობების განხორიელება........................

ნაწილი 4.03 გადასახადები ........................................................................................

ნაწილი 4.04 საზოგადოების ინფორმირება............................................................

ნაწილი 4.05 თაღლითობა და კორუფცია………………………………………….

 

მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება.................................................

ნაწილი 5.01 შეჩერება..................................................................................................

ნაწილი 5.02 გაუქმება ბანკის მიერ...........................................................................

ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები,

რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება…......................................

ნაწილი 5.04 მიმღების ვალდებულებები..................................................................

ნაწილი 5.05 თანხების დაბრუნების შემთხვევები..................................................

 

მუხლი VI – აღსრულება, დავის გადაწყვეტა........................................................................

ნაწილი 6.01 აღსრულება…………………………………………………………..…

ნაწილი 6.02 უფლებების გამოუყენებლობა.............................................................

ნაწილი 6.03 დავის გადაწყვეტა..................................................................................

 

მუხლი VII -  ძალაში შესვლა; შეწყვეტა......................................................................

ნაწილი 7.01  ძალაში შესვლის თარიღი....................................................................

ნაწილი 7.02  ძალაში შესვლის წინაპირობები........................................................

ნაწილი 7.03  სამართლებრივი დასკვნები................................................................

ნაწილი 7.04  შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო.....................................................

ნაწილი 7.05  შესრულების შეწყვეტა..........................................................................

 

მუხლი VIII – სხვადასხვა დებულებები................................................................................

ნაწილი 8.01 შეტყობინებები.......................................................................................

ნაწილი 8.02 მოქმედების უფლებამოსილება...........................................................

ნაწილი 8.03 ცვლილება................................................................................................

ნაწილი 8.04 ინგლისური ენა.......................................................................................

ნაწილი 8.05 ზარალის ანაზღაურება.........................................................................

ნაწილი 8.06 გადაცემა.დავალებები...........................................................................

ნაწილი 8.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები.............................................................................................................

ნაწილი 8.08 ინფორმაციის გამჟღავნება..……………………………………….......

ნაწილი 8.09 მხარეები …………………………………..................………………….

 

განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები ........................................................

 

დანართი 1 – ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა .....................................................................

დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა …………


წინამდებარე საგრანტო შეთანხმება (შემდგომში „შეთანხმება“) გაფორმდა 2022 წლის 18 მარტს „საქართველოსა (მიმღები)“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი” ან “EBRD”) შორის.

პრეამბულა

ვინაიდან:

(ა) EBRD საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების” („ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულება”) საფუძველზე შეიქმნა;

ბ) მიმღებმა ითხოვა მხარდაჭერა პროექტის ნაწილის (შემდგომში განისაზღვრება როგორც „პროექტი“) დაფინანსებაში, რომელიც შემუშავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების შენობების და მასთან დაკავშირებული ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის ენერგო ეფექტური განახლების ასევე ახალი მშენებლობების, რეკონსტრუქციისა და სრული რეაბილიტაციის დაფინანსების მიზნით;

გ) ბანკი აპირებს, ხელი მოაწეროს სასესხო შეთანხმებას მიმღებთან, როგორც მსესხებელთან რომლის მიხედვითაც ბანკი როგორც სესხის გამცემი, თანახმაა გამოყოს 40,000,000 ევროს (ორმოცი მილიონი ევროს) ოდენობის სესხი პროექტის ნაწილის დასაფინანსებლად;

როგორც ეს მითითებულია განრიგში 1 („პროექტი”), სესხის შეთანხმებაში განსაზღვრული სტანდარტული ვადების და პირობების საფუძველზე, რომელშიც შესაძლოა, პერიოდულად შეტანილ იქნას ცვლილებები („სასესხო შეთანხმება”);

დ) მიმღები, როგორც მსესხებელი სასესხო შეთანხმების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების სახსრებს პროექტის განხორციელების მიზნით გადასცემს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას თანხის გადაცემის ხელშეკრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც დაიდება მსესხებლის უფლებამოსილ წარმომადგენელსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის, და რომელშიც შესაძლებელია შეტანილ იქნას ცვლილებები პერიოდულად („სესხის თანხების გადაცემის ხელშეკრულება“);

ე) ბანკი პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან აფორმებს  საპროექტო ხელშეკრულებას, რომელშიც დროდადრო შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები (“საპროექტო ხელშეკრულება”) იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი აფორმებს სასესხო შეთანხმებას და ამ ხელშეკრულებაში, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ეთანხმება პროექტის განხორციელებას საპროექტო ხელშეკრულების ვადებისა და პირობების მიხედვით;

ვ) „ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულების“ მეოცე მუხლის შესაბამისად, 2019 წელის 20 დეკემბერს ბანკმა ევროკავშირთან (“დონორი”) გააფორმა ხელშეკრულება, რომელშიც დროდადრო შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები („დელეგირების ხელშეკრულება”), სადაც დონორი დათანხმდა, რომ მონაწილეობა მიიღოს და გადარიცხოს თანხები ევროპის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საბანკო ანგარიშზე, რომელიც ბანკის მიერ არის გახსნილი იმისათვის, რომ მართოს და ადმინისტრირება გაუწიოს ამგვარ კონტრიბუციას პროექტის დაფინანსების მიზნით („ანგარიში“);

ზ) „დელეგირების ხელშეკრულების“ ვადებისა და პირობების თანახმად, ბანკი დათანხმდა გამოეყო მიმღებისთვის არაუმეტეს 10,000,000 ევროს (ათი მილიონი ევროს) ოდენობის გრანტი „ანგარიშზე“ დონორის კონტრიბუციის საშუალებით ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით. ამგვარი გრანტის თანხები უნდა იქნას ხელმისაწვდომი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის ქვესაგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე რომელიც დაიდება მიმღების უფლებამოსილ წარომადგენელსა  და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას შორის და რომელიც შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს („გრანტის თანხის გადაცემის ხელშეკრულება”).

ამგვარად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია

ნაწილი 1.01. განმარტებები

სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც წარმოდგენილია ასომთავრულით (პრეამბულასა, დანართებსა და განრიგებში), მაგრამ არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმებაში, განიმარტება სასესხო შეთანხმებაში, საპროექტო ხელშეკრულებაში და/ან სტანდარტულ ვადებსა და პირობებში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობებით (მათ შორის სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განმარტებული ტერმინები შესწორებულია სასესხო შეთანხმებაში).

 წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის, პრეამბულაში, დანართებსა და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

„ანგარიში” განიმარტება პრეამბულაში (ვ) მითითებული მნიშვნელობით.

„ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულება ” განიმარტება პრეამბულაში (ა)  მითითებული  მნიშვნელობით.

„კონტრაქტები” ნიშნავს კონტრაქტებს, რომელიც გაფორმდება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასა და ნებისმიერ კონტრაქტორს შორის ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის „გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის“, რომელიც უნდა დაფინანსდეს მთლიანად ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებით.   

„კონტრაქტორები” ნიშნავს სათანადო სტატუსისა და რეპუტაციის მქონე კონტრაქტორებს, რომლებსაც დაიქირავებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია პროექტისთვის საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მათ შორის „გრანტით დაფინანსებული ერთეულების“ შესასყიდად, თითოეული ასეთი კონტრაქტორი უნდა შეირჩეს ნაწილი 3.06-ის შესაბამისად (შესყიდვები).   

„დელეგირების ხელშეკრულება ”განიმარტება პრეამბულაში (ვ) მითითებული  მნიშვნელობით.

„ჩამორიცხვა” ნიშნავს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩამორიცხვას პერიოდულად წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის (ჩამორიცხვა) შესაბამისად.

„დონორი”  განიმარტება პრეამბულაში  (ვ)   მითითებული  მნიშვნელობით.

„ადრეული გამოვლენისა და გამორიცხვის სისტემა“ ნიშნავს ევროკავშირის დაფინანსებიდან გამორიცხულ ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის მონაცემთა ბაზას, რომელიც შექმნილია ევროპული კომისიის მიერ N 2015/1929 (OJ L 286/1, 30.10.2015) რეგულაციის (EU, Euratom) მიხედვით.

„ძალაში შესვლის თარიღი” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს  ამ შეთანხმების ნაწილი 7.01.-ის (ძალაში შესვლის (ეფექტურობის) თარიღი) შესაბამისად.

„გრანტის თანხის გადაცემის ხელშეკრულება” განიმარტება პრეამბულაში (ზ) მითითებული  მნიშვნელობით.

„გრანტით დაფინანსებული ერთეულები” ნიშნავს პროექტისთვის საჭირო საქონელს, სამუშაოებს და მომსახურებებს, რომელიც დაფინანსდება გრანტით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების განრიგში 1. (“გრანტით დაფინანსებული ერთეულები”)

„საგრანტო დაფინანსება” განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(ა) ნაწილში (თანხა, ვალუტა და მიზანი) მითითებული მნიშვნელობით.

„სასესხო შეთანხმება”  განიმარტება პრეამბულაშ (გ) მითითებული  მნიშვნელობით.

„სასესხო დაფინანსება” ნიშნავს ბანკის მიერ, მიმღებისათვის, როგორც მსესხებლისათვის გამოყოფილ დაფინანსებას სასესხო შეთანხმების თანახმად, რომელიც გადაეცემა პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას „სესხის თანხის გადაცემის ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.

„შესყიდვის გეგმა” ნიშნავს შესყიდვის გეგმას პროექტისათვის, მათ შორის „გრანტით დაფინანსებული ერთეულებისათვის“, როგორც ეს მოცემულია საპროექტო ხელშეკრულების განრიგში 1-ში, აღნიშნული შესყიდვის გეგმა შესაძლოა პერიოდულად შესწორდეს ბანკის წინასწარი  თანხმობით.  

„პროექტი”   განიმარტება პრეამბულაში (გ) მითითებული მნიშვნელობით.

„საპროექტო ხელშეკრულება” განიმარტება პრეამბულაში (ე) მითითებული მნიშვნელობით.

„პროექტის დასრულების თარიღი“       

ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:

(ა) მიმღები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია გაუგზავნის ბანკს შეტყობინებას, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რაც  დაადასტურებს რომ პროექტი დასრულებულია; და

(ბ) ბანკი  მიმღებს და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას გაუგზავნის შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ბანკისთვის მისაღებია და დამაკმაყოფილებელია პროექტის დასრულება.

„პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“

განიმარტება პრეამბულა (ე) მითითებული მნიშვნელობით.

 

„ანაზღაურების ვალდებულება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილში (ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები) მითითებულ ვალდებულებას, და შესაძლოა იყოს „ანაზღაურების პირობითი ვალდებულება” ან “ანაზღაურების უპირობო ვალდებულება”, როგორც აღნიშნული ტერმინები გამოიყენება ამ ნაწილში.

„მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი” გულისხმობს მიმღების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაზღვრავს წერილობითი ფორმით.

„სტანდარტული ვადები და პირობები” ნიშნავს ბანკის 2018 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ სტანდარტულ ვადებსა და პირობებს.

ნაწილი 1.02. ინტერპრეტაცია

წინამდებარე შეთანხმებაში:

(ა) მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები გულისხმობს მრავლობით რიცხვსაც და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს;

(ბ) სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე;

(გ) პირების აღმნიშვნელი სიტყვები გულისხმობს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს და მითითებები პირზე გულისხმობს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და

(დ) მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე, თუ სხვაგვარად არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად წინამდებარე შეთანხმების ამ კონკრეტულ ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე.

მუხლი II – საგრანტო დაფინანსება

ნაწილი 2.01.  თანხა, ვალუტა და მიზანი

(ა)  წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ბანკი თანახმაა, მიმღებს დონორის კონტრიბუციიდან  გამოუყოს საინვესტიციო გრანტი 10,000,000 (ათი მილიონი) ევროს ოდენობით (“საგრანტო დაფინანსება”).

(ბ) გრანტის დაფინანსება გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული

ერთეულების დასაფინანსებლად, რომლითა შესყიდვა განხორციელდება 3.06 ნაწილის (შესყიდვები) შესაბამისად.

(გ) წინამდებარე შეთანხმების 5.05 ნაწილის (თანხების დაბრუნების შემთხვევები) გათვალისწინებით, გრანტის დაფინანსება არის უსასყიდლოდ გადაცემული სახსრები.

(დ) ცალსახად დადასტურებული და შეთანხმებულია, რომ ბანკი არ იქნება ვალდებული, განახორციელოს თანხის ჩამორიცხვა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა თუ შესაბამისი თანხის რაოდენობა უტოლდება ჩამორიცხვის თანხას ან ამგვარი გადახდა ხელმოსაწვდომია „ანგარიშზე“ ამ მიზნებისათვის.

(ე) თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:

(1) „გრანტით დაფინანსებული ერთეულები“ თანადაფინანსებული უნდა იყოს საგრანტო დაფინანსებითა და სასესხო დაფინანსებით იმ პროპორციით და იმ ოდენობით, რომელიც განისაზღვრება შესყიდვის გეგმაში.

ნაწილი 2.02. ჩამორიცხვა

წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება), 5.02. ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) და 7.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება ბანკმა უნდა გამოყოს პერიოდულად, ერთ ან მეტ ჩამორიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე:

(ა)  საგრანტო დაფინანსების ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი

მიმღების უფლება, მოითხოვოს თანხის გამოყოფა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ძალაში შევა შეთანხმების ძალაში შესვლის (ეფექტურობის) დღეს და შეწყდება ბოლო ხელმისაწვდომ თარიღიზე, ყველა სხვა გრანტის აუთვისებელი თანხების ნაწილი ავტომატურად გაუქმდება ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღის მომდევნო დღეს, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბანკი გადაწყვიტავს ამ თარიღის გადავადებას და წერილობით შეატყობინებს ამის შესახებ მიმღებს;

(ბ)  ნებადართული დანახარჯები

თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, თანხის გამოყოფა განხორციელდება მხოლოდ:

1. გაწეული ხარჯები (ან, თუ ბანკი თანახმაა, გასაწევი ხარჯები) საგრანტო რესურსით დაფინანსებული ერთეულების გონივრული ფასის გადასახდელად.

2.   ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღის შემდგომ გაწეული ხარჯები;

(გ)  თანხის ჩამორიცხვის პირობები

2.02 (ჩამორიცხვები) ნაწილის ზოგადი პრინციპის დარღვევის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ჩამორიცხვა გრანტით დაფინანსებულ ერთ ან მეტ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით - უარს, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობებით ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს:

1) ანგარიშიზე არსებული თანხის რაოდენობა იმ დროს, როდესაც მიმღების უფლებამოსილმა წარმომადგენლემა ჩააბარა ჩამორიცხვის მოთხოვნა (გამოითვლება ნებისმიერი ადრინდელი ჩამორიცხვის გათვალისწინებით, რომელიც მოთხოვნილია, მაგრამ ჯერ არ არის ჩამორიცხული) უფრო მეტია, ვიდრე თანხა მოთხოვნილი ამ ჩამორიცხვის ფარგლებში;

2) ბანკი მიიღებს (i) დადასტურებას 2020 წლის 21 მაისს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მიერ ქვეყნის ენერგო ეფექტურობის შესახებ ვალდებულებების შესრულების იურიდიულ საფუძველს, ენერგეტიკის საზოგადოების შექმნის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და, (ii) ამგვარი კანონმდებლობის ასლს; და

3) ბანკს მიეწოდება სხვაგვარი დოკუმენტები, თუ ის მათ გონივრულად მოითხოვს;

(დ)  თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნა

(1)  მიმღებს შეუძლია, მოითხოვოს თანხის გამოყოფა ბანკისთვის ჩამორიცხვის შესახებ თავდაპირველი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული პირის მიერ. ჩამორიცხვის შესახებ თითოეული მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს 1 დანართის ფორმით (თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა) და უნდა მიეწოდოს ბანკს თანხის შეთავაზებულ ჩარიცხვამდე მინიმუმ თხუთმეტი (15) დღით ადრე. ასეთი მოთხოვნა, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, უნდა იყოს შეუქცევადი (საბოლოო) და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.

(2)  გადმორიცხვის თითოეულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმის და შინაარსის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომ მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი თანხის ჩარიცხვა და რომ ჩარიცხული თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის. ასეთი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ, კონტრაქტორის ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ას, რომელიც დამოწმებულია (თუ ეს საჭირო გახდა შესაბამისი კონტრაქტით) მიმღების მიერ ან მიმღების სახელით, ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურის ან ცალკე სერტიფიკატის ფორმით, რომელშიც მითითებულია მიმღების დასტური, რომ საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები დამაკმაყოფილებლად იქნა მიწოდებული და განხორციელებული წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი კონტრაქტის მოთხოვნების თანახმად.

(ე)  ჩამორიცხვების ვალუტა 

თანხების ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს ევროში, საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების ექვივალენტი ოდენობით. ევროს გარდა სხვა ვალუტაში გაწეული ხარჯების შემთხვევაში, ექვივალენტური გადმოსარიცხი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

(1)  თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ევროში, ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლის ხარჯის საფუძველზე, რომელსაც გაწევდა ბანკი იმ შემთხვევაში, თუ შეისყიდდა აღნიშნულ ვალუტას ან ვალუტებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

(2)  თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ხარჯების ვალუტაში ან ვალუტებში, ბანკი, იმ პირობით, რომ ასეთი ხარჯები წარმოდგენილია ადვილად ხელმისაწვდომ ვალუტაში ან ვალუტებში, შეისყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, როგორც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ექვივალენტური ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. 

(ვ)  გადახდები სხვა ვალუტებში

გამონაკლის შემთხვევებში, ბანკს შეუძლია დააკმაყოფილოს მიმღების მოთხოვნა, რომ გადახდა განხორციელდეს ევროს გარდა სხვა ვალუტაში ან ვალუტებში ან ხარჯების ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში, ბანკი იყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ექვივალენტური ჩამორიცხვის თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

(ზ)  მინიმალური ჩამოსარიცხი თანხა

ბოლო ჩამორიცხვის გარდა ან თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, თანხების ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ  5,000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით.

ნაწილი 2.03.  ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები

(ა)  მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ბანკს შეუძლია, EBRD-ის თანხების ჩამორიცხვის შესახებ სახელმძღვანელოს მოქმედი დებულებების (საჭირო ცვლილებებით) შესაბამისად, გამოუშვას ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები ბანკების მიერ განხორციელებული გადახდების ასანაზღაურებლად აკრედიტივის საფუძველზე, საგრანტო დაფინანსებით დასაფინანსებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურება წარმოადგენს ჩამორიცხვას.

(ბ)  ანაზღაურების პირობითი ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულება ბანკის მიერ საგრანტო დაფინანსების შეჩერების ან გაუქმებისთანავე უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს, წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) ან 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად.

(გ) ანაზღაურების უპირობო ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერმა შემდგომმა შეჩერებამ ან გაუქმებამ.

ნაწილი 2.04.  გადანაწილება

მიმღებს შეუძლია, მოთხოვოს ბანკს წინამდებარე შეთანხმების 1 განრიგში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულების თითოეული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილება იმ პირობით, რომ ასეთი გადანაწილება მოხდება დელეგირების ხელშეკრულების შესაბამისად. ბანკს შეუძლია, დააკმაყოფილოს გადანაწილების მოთხოვნა მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ამგვარი გადანაწილება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

ნაწილი 2.05.  გაუქმება მიმღების მიერ

მიმღებს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ბანკისთვის მინიმუმ ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსების გადაუხდელი ნაწილი. მიმღების მიერ გაუქმების შესახებ ნებისმიერი ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გამოუხმობი და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.

ნაწილი 2.06.  გადახდები

ა)  თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ჩამოსარიცხი თანხები პირდაპირ უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, როგორც მიმღები განსაზღვრავს თანხის ჩამორიცხვის შესახებ თავის მოთხოვნაში.ბანკი გადახდებს აწარმოებს მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებით კონტრაქტორის ანგარიშზე, რომელიც მდებარეობას კონტრაქტორის რეგისტრაციის ან მის მუდმივ ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ან (ბანკის წინასწარი თანხმობით) იმ ქვეყანაში სადაც კონტრაქტორი უზრუნველყოფს საქონლისა და სამუშაოების მიწოდებას, ან სადაც კონტრაქტორი ახორციელებს სერვისებს.

(ბ) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის ვადა დაემთხვევა დღეს, რომელიც არ არის სამუშაო დღე, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

(გ)  ნებისმიერი თანხა, რომელიც შესაძლოა, გადასახდელი გახდეს ბანკისთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნას გადახდილი ჩათვლის ან შემხვედრი მოთხოვნის გარეშე ევროში, ვალუტირებით გადახდის დღეს, ლონდონის (ინგლისი) ან სხვა ისეთი ქვეყნის ანგარიშზე, რომელსაც ბანკი პერიოდულად განსაზღვრავს მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. თანამშრომლობა და ინფორმაცია

(ა) სტანდარტული ვადების და პირობების 4.01 ნაწილის (თანამშრომლობა და ინფორმაცია) დებულებები გამოყენებულ უნდა იქნას ისე, თითქოს ისინი წინამდებარე დოკუმენტში მითითებულია სრულად (საჭირო ცვლილებებით), მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:

  1. „მსესხებელი” ან „გარანტორი” გულისხმობს „მიმღებს”

  2. „სესხი” გულისხმობს „საგრანტო დაფინანსებას” და

  3. მითითება „სასესხო შეთანხმებაზე” და „საპროექტო ხელშეკრულებაზე“ გულისხმობს მითითებას „წინამდებარე შეთანხმებაზე“

(ბ) სასესხო შეთანხმებისა და საპროექტო ხელშეკრულების შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისას ბანკს შეუძლია გამოიყენოს და დაეყრდნოს ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მომწოდებელი.

ნაწილი 3.02. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

ა) თუ ბანკთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მიმღები მიიღებს ყველა ზომას რათა უზრუნველყოს რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია შეასრულებს შემდეგს:

  1. განახორციელებს პროექტს სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტურობით, საპროექტო ხელშეკრულებისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;

  1. განახორციელებს პროექტს შესყიდვის გეგმის შესაბამისად, ნებისმიერი მოდიფიკაცით, რომელზეც ბანკმა შესაძლოა წერილობითი თანხმობა განაცხადოს;

  1. განახორციელებს პროექტს გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმისა და შესრულების განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

  1. უზრუნველყოს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს 2027 წლის იანვრისა;

  1. მიიღოს პროექტის წარმატებით დასრულებისათვის საჭირო ყველა ზომა; და

  1. თავი შეიკავოს ნებისმიერი საქმიანობიდან, რომელმაც შეიძლება ზიანი  მიაყენოს ნებისმიერი პირის ფუნქციების მიუკერძოებელ და ობიექტურ განხორციელებას, რომელიც ახორციელებს ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

(ბ) სტანდარტული ვადების და პირობების 4.02 ნაწილის (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები) დებულებები გამოყენებულ უნდა იქნას ისე, თითქოს ისინი სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, შესაბამისი ცვლილებებით, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:

  1. მითითებები „მსესხებელზე” განიმარტება მითითებებად „მიმღებზე”; და 

  2. მითითებები „სესხის შემოსავლებზე“ განიმარტება მითითებებად „საგრანტო დაფინანსების რესურსებზე”.

ნაწილი 3.03.  გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა

თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია საგრანტო რესურსით დაფინანსებული პროექტის ნაწილს განახორციელებს საპროექტო ხელშეკრულების 2.05 ნაწილის (გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები) მიხედვით.

ნაწილი 3.04.  მიმღების ვალდებულებები მხარდაჭერის შესახებ

(ა) მიმღებმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება და არ უნდა დაუშვას, რომ მისმა სააგენტოებმა ან შვილობილმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან დააბრკოლებს პროექტის განხორციელებას ან საპროექტო ობიექტების ეფექტურ ფუნქციონირებას ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ქმედებები არ განხორციელდეს (ან არ იყოს დაშვებული) მისი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ქვედანაყოფებების ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, ან რომელიც მოქმედებს მიმღების ან აღნიშნული ქვედანაყოფებების სასარგებლოდ.

 (ბ) მიმღები ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა:

(1)  შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და სასესხო შეთანმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება;

(2)  მხარი დაუჭიროს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის მიიღოს ყველა საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა ზომა, რომელიც საჭირო ან სასურველია და გაანაწილოს და დაამტკიცოს (ან უზრუნველყოს) ფულადი სახსრები და მხარი დაუჭიროს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას, როგორც და როდესაც დასჭირდება პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას პროექტის დასრულებისთვის; და

(3)  გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.

ნაწილი 3.05.  პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია

მიმღები ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (PIU-ს) საქმიანობა და მოვალეობები, რომლებიც მითითებულია საპროექტო ხელშეკრულების 2.03 ნაწილში (პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია) მოიცავდეს გრანტით დაფინანსებული ერთეულების  შესყიდვებს და საგრანტო დაფინანსების განხორციელებას.

ნაწილი 3.06. შესყიდვა

(ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, გრანტით დაფინანსებული ყველა ერთეულის შესყიდვა იმართება EBRD-ს შესყიდვის წესების მიხედვით. გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა მოხდება ღია ან/და გამარტივებული ღია ტენდერის მეშვეობით როგორც ეს განსაზღვრულია EBRD-ს შესყიდვების წესების მე-3 ნაწილის III მუხლში.

(გ)  ნებისმიერი კონტრაქტი უნდა დაექვემდებაროს EBRD–ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესებში მითითებული წინასწარი განხილვის პროცედურებს.

ნაწილი 3.07. ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები

(ა) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია იზრუნებს, რომ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ვალდებულებების საპროექტო შეთანხმების 2.07 ნაწილის (ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები) შესაბამისად, ასევე სტანდარტული ვადებისა და პირობებისა 4.04 ნაწილის (ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ) და 5.02 ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:

1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, თანხების ჩამორიცხვის, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული თითოეული დათქმის თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შემადგენლობით;

2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და

3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას მათ შორის inter alia პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.

(ბ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო შეთანხმების დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ მიაწოდოს ბანკს საბოლოო ანგარიში საგრანტო დაფინანსების შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება ყველა კონტრაქტი, ყველა კონტრაქტორი, გრანტით დაფინანსებული ერთეულები და განრიგების შედგენა და გაფორმება და თავდაპირველ პროგნოზებთან შედარება.

(გ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღები უზრუნველყოფს, რომ  პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ბანკს მიაწოდებს (თუ ბანკი მოითხოვს), საბოლოო ანგარიშს პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია საგრანტო დაფინანსების გამოყენება.

(დ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ნება დართოს EBRD და/ან ევროპულ კომისიას, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ან მათ რომელიმე უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაატაროს დონორის წვლილის გამოყენების მიმოხილვა და ადგილზე შესწავლა. ამ მიზნით, მოთხოვნის საფუძველზე, მიმღები უფლებას აძლევს  EBRD და/ან ევროპულ კომისიას, OLAF-ს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს და მათ რომელიმე უფლებამოსილ წარმომადგენელს:

1) პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობებზე, ადგილსა და ობიექტებზე ვიზიტის შესაძლებლობა;

2) საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი ქარხნების, დამონტაჟებული მოწყობილობის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, დანადგარის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმებისა და მათზე წვდომის შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან;

3) ჰქონდეს წვდომა და შეისწავლოს მიმღებისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ყველა ანგარიში, ჩანაწერი, დოკუმენტი და კომპიუტერიზებული მონაცემი, რომელიც ეხება პროექტს და დაუშვას ასეთი ჩანაწერებისა და ანგარიშების აუდიტი EBRD-ის ან მისი წარმომადგენლების მიერ;

4) აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის. 

(ე) მიმღებმა უნდა დაავალოს პროექტის განმახორციელებლ ორგანიზაციას რომ უზრუნველყოს, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა ანგარიში, ჩანაწერი, დოკუმენტი და კომპიუტერიზებული მონაცემი ხელმისაწვდომი იყოს და შეტანილი იყოს ისე, რომ გონივრულად უზრუნველყოფდეს ზემოთ (დ) პუნქტში დაშვებულ ღონისძიებებს.

(ვ) ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს მისი აღწერილობა, კონტრაქტორის სახელი და მოქალაქეობა და საკონტრაქტო ფასი.

მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები

ნაწილი 4.01  ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები

ა) მიმღები უზუნველყოფს და იზრუნებს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ცალკე აწარმოებს ჩანაწერებს და ანგარიშებს საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისთვისათვის მისაღები და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისი და თანმიმდევრული გამოყენებით;

(ბ) მიმღები უზრუნველყოფს და იზრუნებს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებულ ჩანაწერებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ვალდებულებებთან შესაბამისობაში, თანახმად პროექტის შეთანხმების 3.01 ნაწილისა (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები), ასევე სტანდარტული ვადების და პირობების 5.02 (გ)(i) ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:

  1. მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით.

  1. მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და

  1. მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.

(გ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ შეინახოს ფინანსური აღრიცხვის დოკუმენტები და ჩანაწერები გრანტით დაფინანსებული საქმიანობის შესახებ არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ამ უკანასკნელიდან:

  1. გრანტის სრულად გაცემის თარიღი;

  2. გრანტის გაცემის ბოლო თარიღი, როგორც თარიღი მითითებულია ნაწილში 2.02(ა) (გრანტის დაფინანსების ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი); და

  3. თუ აუდიტი ან გამოძიება დაწყებულია ევროპის თაღლითობის საწინააღმდეგო ოფისის (OLAF) ან EBRD-ის მიერ პროექტთან დაკავშირებით, ასეთი აუდიტის ან გამოძიების დასრულების თარიღი.

და ასეთი ჩანაწერები ხელმისაწვდომი გახადოს EBRD-ის წარმომადგენლებისთვის EBRD-ის მოთხოვნით.

ნაწილი 4.02. საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება 

 თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, მიმღები მიიღებს ყველანაირ ზომას იმისათვის. რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს:

(ა) სათანადოდ შეასრულონ  წინამდებარე შეთანხმებით და პროექტის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა თავისი ვალდებულება;

(ბ) არ გაყიდოს, იჯარით არ გასცეს ან სხვაგვარად არ გაასხვისოს თავისი ძირითადი აქტივები, რომელიც საჭიროა საქმიანობების ეფექტური განხორციელებისთვის ან რომლის გასხვისებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მის უნარს – დამაკმაყოფილებლად შეასრულოს თავისი წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) არ განახორციელოს ცვლილებები ან არ მისცეს სანებართვო ცვლილებები მის წესდებაში, თუ ასეთი ცვლილებები არ შეესაბამება ამ შეთანხმების რომელიმე დებულებას ან შეიძლება შეაფერხოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესაძლებლობა შეასრულოს წინამდებარე შეთანხმების პირობები;

დ) აწარმოოს თავისი ბიზნესი სათანადო გულმოდგინებით და ეფექტურობით, ჯანსაღი საინჟინრო, ფინანსური და ბიზნეს პრაქტიკის შესაბამისად და ყველა მოქმედი კანონის, მათ შორის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ყველა კანონის დაცვით;

ე) უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვა ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის შესაბამისად;

(ვ) აღასრულოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და გადადგან სხვა ნაბიჯები, თუ ბანკი ჩათვლის, რომ ეს საჭირო ან სასურველია ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად.

ნაწილი 4.03.  გადასახადები

(ა) მიმღები იზრუნებს და უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ვადის დადგომისას გადაიხადოს ყველა დაკისირებული გადასახადი, რომელიც წარმოიქმნა და გადასახდელია წინამდებარე შეთანხმების (აგრეთვე საგრანტო დაფინანსების უზრუნველყოფის) ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტის აღსრულებასთან, გამოშვებასთან, გაფორმებასთან, რეგისტრაციასთან ან ნოტარიულად დამოწმებასთან დაკავშირებით;

(ბ) საგრანტო დაფინანსების თანხების არცერთი ნაწილი არ უნდა იქნეს გამოყენებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადის გადახდისთვის, მიმღების ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას. 

ნაწილი 4.04.  საზოგადოების ინფორმირება

მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია მიიღებს სათანადო ზომებს შესაბამის პუბლიკაციებში, კომუნიკაციებსა და მედიაში ინფორმაციის გასასაჯაროებლად, იმ ფაქტზე, რომ პროექტმა inter alia დაფინანსება მიიღო,  ევროკავშირისგან და უზრუნველყოფს, რომ:

  1. პრესისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ისევე როგორც ყველა სარეკლამო მასალა, ოფიციალური განცხადება, მოხსენება და პუბლიკაცია, აღიარებს, რომ პროექტი განხორციელდა „ევროკავშირის დაფინანსებით“ და გამოსახავს ევროკავშირის ლოგოს (თორმეტი ყვითელი ვარსკვლავი ლურჯ ფონზე) შესაბამისი გზით;

  1. პროექტთან დაკავშირებული პუბლიკაციები (მათ შორის ელექტრონული პუბლიკაციები) შეიცავს შემდეგი შეზღუდვას: ეს დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული შეხედულებები არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის ოფიციალურ მოსაზრებად; და

  1. თუ აღჭურვილობა, მანქანები ან ძირითადი მარაგები შეძენილია ევროკავშირის სახსრებით, შესაბამისი აღიარება (ევროკავშირის ლოგოს ჩათვლით) გამოსახულია ასეთ მანქანებზე, აღჭურვილობასა და ძირითად მარაგებზე (თუ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მიმღების პერსონალის უსაფრთხოებას).

ნაწილი 4.05. თაღლითობა და კორუფცია

(ა) მიმღები თავად არ მიიღებს მონაწილეობას და დაავალდებულებს ან არ მისცემს უფლებას მის ოფიცრებს, დირექტორებს, უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგენტებს ან წარმომადგენლებს, პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას  ჩაერთონ პროექტთან დაკავშირებული საგრანტო დაფინანსების ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ტრანაქციაში ნებისმიერი აკრძალული პრაქტიკით.

(ბ) მიმღები აღიარებს და ეთანხმება, რომ: (i) EBRD ვალდებულია აცნობოს დონორს, თუ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის გამოტანილი იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ან საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება თაღლითობის, კორუფციის, კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებებისთვის, ბავშვთა შრომა ან ადამიანებით ვაჭრობა ან დონორის ფინანსურ ინტერესებზე მოქმედი დარღვევა; (ii) EBRD ვალდებულია აცნობოს დონორს, თუ მან აღმოაჩინა თაღლითობა ან დარღვევა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით; და (iii) დონორმა შეიძლება შეიტანოს ეს ინფორმაცია ადრეული გამოვლენისა და გამორიცხვის სისტემაში და გამოაქვეყნოს იგი ევროპული კომისიის ვებგვერდზე.

მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება

ნაწილი 5.01.  შეჩერება

(ა) ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნებისმიერ შემდგომ ჩარიცხვაზე, თუ მოხდება და გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა:

(1) სასესხო შეთანხმებას, საპროექტო ხელშეკრულებას ან თანხის გადაცემის ხელშეკრულებას დაეკარგება სრული იურიდიული ძალა ან შეწყდება;

(2) მიმღებმა ან პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით, სასესხო შეთანხმებით, საპროექტო ხელშეკრულებით ან თანხის გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლის მხარესაც ის წარმოადგენს;

(3) პროექტის დასაფინანსებლად მოპოვებულია ალტერნატიული დაფინანსების შესახებ მტკიცებულებები, რაც გამოიწვევს ორმაგ დაფინანსებას (მთლიანად ან ნაწილობრივ);

(4) ბანკმა შეაჩერა ან მოხდა შემთხვევა, რომლის მიხედვით ბანკს უფლებას ენიჭება  მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება ჰქონდეს მისი, როგორც მსესხებელს, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული, ჩამორიცხვების მოთხოვნის უფლებამოსილება, სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01 ნაწილის (ბანკის მიერ შეჩერება) ან სასესხო შეთანხმების 4.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად;

(5) ბანკმა გააუქმა, ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად;

(6) სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 ნაწილში (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) ან სასესხო შეთანხმების 4.02 ნაწილში (გადახდის ვადის დაჩქარება) მითითებული ნებისმიერი შემთხვევა მოხდა ან გრძელდება და ბანკმა სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილი გამოაცხადა გადასახდელად სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად;

(7) მომხდარი შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას ან რომლის დროსაც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და მიმღები ვერ შეძლებენ მათი ვალდებულებების შესრულებას ამ შეთანხმების მიხედვით;

(8) მიმღების მიერ განხორციელებული ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული რეპრეზენტაცია არასწორი იყო ან შეცდომაში შეყვანილი ყველანაირი მატერიალური თვალსაზრისით;

(9) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წესდებები შესწორდება, შეჩერდება, გაუქმდება, ან უარყოფილ იქნება იმგვარად, რომ არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უნარზე განახორციელოს პროექტი ან შეასრულოს პროექტის განხორციელების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

(10) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სასესხო დაფინანსების გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად;

(11) დელეგირების ხელშეკრულება შეწყვეტილია, ან შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გამოიცა დელეგირების ხელშეკრულებით;

(12) სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად, ბანკმა დაადგინა რომ მიმღები, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, კონტრაქტორი, ან მათი ნებისმიერი თანამდებობის, ან ნებისმიერი მათი მოხელე, თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი შეყვანილია ბანკის იმ პირთა და ორგანიზაციათა ჩამონათვალში, რომლებთანაც არ შეიძლება გაფორმდეს ბანკის  მიერ დაფინანსებული ხელშეკრულება ან მიიღონ  ბანკის დაფინანსება, რამდენადაც აღნიშნული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბანკის ვებგვერდზე;

(13) მიმღების ტერიტორიაზე ენერგეტიკის სექტორისათვის გამოყენებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვლება, შეჩერდება ან  გაუქმდება იმგვარად, რომ ეს მატერიალურ და უარყოფით გავლენას მოახდენს ოპერირებაზე ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე, მის უნარზე შეასრულოს ნაკისრი, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

(14) პროექტის ფარგლებში გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის მოპოვებულია ალტერნატიული დაფინანსების შესახებ დადასტურება, რაც გამოიწვევს ორმაგ დაფინანსებას (მთლიანად ან ნაწილობრივ); ან

(15) გრანტის ნებისმიერი თანხის უკანონო გადახდა განხორციელდა ან გამოყენებულ იქნა მიმღების, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ან კონტრაქტორის მიერ იმ ფორმით, როგორიც არ შეესაბამება ამ შეთანხმებას, თანხის გადაცემის ხელშეკრულებას, საპროექტო ხელშეკრულებას ან კონტრაქტს.

(ბ) მიმღების უფლება ნებისმიერ შემდგომ ჩამორიცხვაზე უნდა შეჩერებდეს სრულად ან ნაწილობრივ, სიტუაციიდან გამომდინარე მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს ისეთი მოვლენა ან მოვლენები, რომელიც იწვევს შეჩერებას, და სანამ ბანკი არ შეატყობინებს მიმღებს, რომ აღდგენილია შემდგომი ჩამორიცხვის უფლება; თუმცა იმ პირობით, რომ შემდგომი ჩამორიცხვის უფლება აღდგება მხოლოდ ამგვარ შეტყობინებაში მითითებული პირობების და ფარგლების შესაბამისად, და ასეთი შეტყობინება გავლენას არ მოახდენს ან არ შელახავს ბანკის რაიმე უფლებას ან მისი სამართლებრივი დაცვის უფლებას, ამ ნაწილში აღწერილ ნებისმიერ სხვა შემდგომ შემთხვევასთან დაკავშირებით.

ნაწილი 5.02  გაუქმება ბანკის მიერ

(ა) თუ ნებისმიერ დროს ბანკი, მიმღებთან კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს, რომ საგრანტო დაფინანსების თანხა არ იქნება საჭირო პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც უნდა დაფარულიყო გრანტის თანხიდან, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსების ამგვარი თანხა. საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო დღეს, საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება.

(ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმღების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩარიცხვის მოთხოვნა შეჩერდება წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად ოცდაათი (30) უწყვეტი დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.

(გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გააუქმებს, ან მოხდება ისეთი შემთხვევა, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.

(დ)თუ ნებისმიერ დროს, ბანკი განსაზღვრავს, რომ:

(1) ნებისმიერი გრანტით დაფინანსებული ერთეულის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას;

(2) წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი ფულადი სახსრები გამოყენებულ იქნა არა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისთვის; ან

(3)  ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიმღების და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ნებისმიერი წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში ამგვარი კონტრაქტის გაფორმების ან უზრუნველყოფის დროს, და მიმღებმა და/ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციამ არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დროული და სათანადო ზომა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად;

ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

(ე) თუ ნებისმიერ დროს, სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების საფუძველზე, ბანკი განსაზღვრავს, რომ მიმღების წარმომადგენელი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, კონტრაქტორი, მათთან დაკავშირებული პირი, ან ნებისმიერი მათი მოხელე, თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი შეყვანილია ბანკის იმ პირთა და ორგანიზაციათა ჩამონათვალში, რომლებთანაც არ შეიძლება გაფორმდეს ბანკის  მიერ დაფინანსებული ხელშეკრულება ან მიიღონ  ბანკის დაფინანსება. აღნიშნული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბანკის ვებ გვერდზე, ბანკს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის მერე.

ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება

გაუქმება ან შეჩერება არ ვრცელდება თანხებზე, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილის (ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები) შესაბამისად ბანკის მიერ აღებულ ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ასეთ ვალდებულებაში.

ნაწილი 5.04.  მიმღების ვალდებულებები

ნებისმიერი შეჩერების ან გაუქმების მიუხედავად, ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ამ დოკუმენტში.

ნაწილი 5.05  თანხების დაბრუნების შემთხვევები

თუ მოხდება ან ქვემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ დროს ასეთი შემთხვევის მიმდინარეობის პერიოდში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მოსთხოვოს მიმღებს, დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილის დაბრუნება (და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა) და აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ (წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად) უნდა იქნეს გადახდილი, ასეთი შემთხვევებია:

(ა) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(1) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას;

(ბ) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(2) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას და, გამოსწორებადობის შემთხვევაში, გაგრძელდა ბანკის მიერ აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში;

(გ) ადგილი აქვს და გრძელდება სტანდარტულ პირობებსა და დებულებებში ან სასესხო შეთანხმებაში მითითებულ ვადამდე დაფარვის ნებისმიერ შემთხვევას და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს აცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად.

(დ)ნებისმიერ დროს, სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად, ბანკმა დაადგინა რომ მიმღები, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია, კონტრაქტორი, მათთან დაკავშირებული პირი, ან ნებისმიერი მათი მოხელე, თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი შეყვანილია ბანკის იმ პირთა და ორგანიზაციათა ჩამონათვალში, რომლებთანაც არ შეიძლება გაფორმდეს ბანკის  მიერ დაფინანსებული ხელშეკრულება ან მიიღონ  ბანკის დაფინანსება, აღნიშნული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბანკის ვებ გვერდზე;

(ე) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სესხის გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად.

მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა

6.01 განხორციელებადობა

მიმღების და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები ძალაშია მათი შესრულების პირობების შესაბამისად, ადგილობრივი კანონმდებლობის შეწინააღმდეგების გარეშე. მიმღები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია არცერთ ვითარებაში არცერთი მიზეზით არ შეეწინააღმდეგება ამ შეთანხმების ვალიდურობას.

6.02. უფლებების გამოუყენებლობა

ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნებისმიერი მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად; ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება, ან თანხმობა, გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

6.03. დავის გადაწყვეტა

სტანდარტული ვადებისა და პირობების 8.04 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს, ისე თითქოს სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში (შესაბამისი ცვლილებებით), ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:

  1. მითითებები „სასესხო შეთანხმებაზე" ან „საპროექტო ხელშეკრულებაზე” განიმარტება მითითებად „ამ შეთანხმებაზე”; და

  2. მითითებები „მსესხებელზე” განიმარტება მითითებებად „მიმღებზე”.

მუხლი VII   ძალაში შესვლა (ეფექტურობა); შეწყვეტა

ნაწილი 7.01.  ძალაში შესვლის (ეფექტურობის) თარიღი

თუ ბანკი და მიმღები სხვაგვარად არ გადაწყვეტს, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა, (ეფექტური გახდება) იმ დღეს, როდესაც ბანკი მიმღებს  გაუგზავნის შეტყობინებას ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილით (ძალაში შესვლის (ეფექტურობის) წინაპირობები) და 7.03 ნაწილით (სამართლებრივი დასკვნები).

ნაწილი 7.02.  ძალაში შესვლის (ეფექტურობის) წინაპირობა        

წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ არ ხდება და არ გრძელდება წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 5.01(ა) (შეჩერება) ან ნაწილში 5.05 (თანხების დაბრუნების შემთხვევები) მითითებული შემთხვევები; და სანამ არ შესრულდება ქვემოთ მითითებული წინაპირობები ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ან უარყოფილი იქნება ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების საფუძველზე ან უპირობოდ:

(ა) ბანკმა უნდა მიიღოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გაფორმებული ორი ეგზემპლარი;

(ბ) სასეხო შეთანხმების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა, სტანდარტული ვადების და პირობების 9.02, ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) და სასესხო შეთანხმების 5.01 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა, შესრულდა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით;

(გ) ბანკმა უნდა მიიღოს მტკიცებულება, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და ადმინისტრაციული ქმედებით;

ნაწილი 7.03. სამართლებრივი დასკვნები

წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად მისაწოდებელი მტკიცებულების ფარგლებში, მიმღები უზრუნველყოფს  მიაწოდოს ბანკს:

  1. სამართლებრივი დასკვნა ან უზრუნველყოფს მის მიწოდებას, მიმღების  სახელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ამ შეთანხმების გათვალისწინებით, და იმის წარმოჩენით რომ ეს შეთანხმება სათანადოდ არის დამოწმებული და რატიფიცირებული, გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების მიერ, და წარმოადგენს სამართლებრივად მოქმედ ვალდებულებას მიმღებისთვის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის, რაც შესრულებადია მისივე პირობების მიხედვით.

  1. სამართლებრივი დასკვნა ან უზრუნველყოფს მის წარდგენას, მიმღების სახელით მიმღების იურიდიული ერთეულის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, ამ თანხის გადაცემის ხელშეკრულების გათვალისწინებით, რომელიც აჩვენებს, რომ გრანტის თანხის გადაცემის ხელშეკრულება სათანადოდ არის დამოწმებული, გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების სახელით, და წარმოდგენილი მიმღების მიერ, და წარმოადგენს სამართლებრივად მოქმედ ვალდებულებას მიმღებისთვის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის, რაც შესრულებადია მისივე პირობების მიხედვით.

ნაწილი 7.04.  შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო

იმ შემთხვევაში, თუ:

(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა შეთანხმების გაფორმების თარიღიდან ასოთხმოცი (180) კალენდარული დღის განმავლობაში; ან 

(ბ) სასესხო შეთანხმება ძალაში არ შევა სასესხო შეთანხმების 5.05 ნაწილში (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) მითითებულ დღეს ან ბანკის მიერ მიმღებისთვის, როგორც მსესხებლისთვის, სტანდარტული ვადების და პირობების 9.04 ნაწილის (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) შესაბამისად, შეტყობინებულ ნებისმიერ მომდევნო თარიღზე;

ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეწყდება, თუ ბანკი, დაგვიანების მიზეზების გათვალისწინების შემდეგ, არ განსაზღვრავს მოგვიანებით თარიღს ამ ნაწილის მიზნებისთვის. ბანკი დაუყოვნებლივ შეატყობინებს მიმღებს ამგვარი გვიანი თარიღი.

ნაწილი 7.05.  შესრულების შეწყვეტა

(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მიმღები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია არ შეასრულებენ ყველა ვალდებულებას შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გარდა ვადამდე შეწყვეტისა შეთანხმების პირობების შესაბამისად და სანამ ქალაქი არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების დებულებების შესაბამისად, იმ პირობით, რომ წინამდებარე შეთანხმების 6.03 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ.

(ბ) წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების 5.05.(დ) ნაწილის (თანხის დაბრუნების შემთხვევები) დებულებები ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, პროექტის დასრულების თარიღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში.

მუხლი VIII – სხვადასხვა

ნაწილი 8.01. შეტყობინებები

ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომლის გაგზავნა ან გაკეთება მოითხოვება ან დაშვებულია წინამდებარე შეთანხმებით, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. თუ სხვაგვარად არ არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების 7.01 ნაწილში (ძალაში შესვლის თარიღი), ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება, როდესაც შეტყობინება ან მოთხოვნა მიეწოდება მხარეს, რომელსაც უნდა გაეგზავნოს, ასეთი მხარის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სხვა ისეთ მისამართზე, რომელსაც აღნიშნული მხარე წერილობით მიუთითებს მეორე მხარეს (რომელიც აგზავნის შეტყობინებას ან მოთხოვნას). თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში ან EBRD-ის თანხების ჩამორიცხვის შესახებ სახელმღვანელოში, შეტყობინების ან მოთხოვნის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პირადად, ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით მიწოდებული შეტყობინებები ასევე უნდა დადასტურდეს ფოსტით.

მიმღებისთვის:

საქართველო,

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქ. თბილისი 0160,

ალ. ყაზბეგის გამზ. №12.    

ადრესატი:  ინფრასტრუქტურის პოლიტიკის და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ელფოსტა: letters@mrdi.gov.ge

 

ბანკისთვის:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ლონდონი, EC2A 2JN

საფონდო ბირჟის მოედანი

გაერთიანებული სამეფო,

ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრირების დეპარტამენტი

ელფოსტა: OAD@ebrd.com

ნაწილი 8.02. მოქმედების უფლებამოსილება

ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის გაფორმება მოთხოვნილია ან ნებადართულია, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმღების მიერ  უნდა განხორციელდეს ან გაფორმდეს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ან სხვა ისეთი თანამდებობის პირების მიერ, რომელთაც წერილობითი ფორმით დანიშნავს მიმღები. მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს მტკიცებულება ასეთი უფლებამოსილებისა და აღნიშნული თანამდებობის პირის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, არსებითად დანართი 2-ის ფორმით (უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა).

ნაწილი 8.03 ცვლილება

წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელისა, ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.

ნაწილი 8.04 ინგლისური ენა

წინამდებარე შეთანხმება მომზადდა და გაფორმდა ინგლისურ ენაზე. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტი ასევე შედგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებულია, როგორც დამტკიცებული თარგმანი და ასეთი თარგმანი უნდა იყოს საბოლოო.

ნაწილი 8.05 ზარალის ანაზღაურება

(ა) მიმღები  სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თანახმაა, აუნაზღაუროს (და დაიცვას) ბანკს და მის თანამდებობის პირებს, დირექტორებს, აგენტებს და თანამშრომლებს ნებისმიერი და ყველა ვალდებულება, ზარალი, ზიანი (კომპენსირებადი, საჯარიმო თუ სხვა), ჯარიმა, მოთხოვნა, გადასახადი, სარჩელი, ხარჯი და დანახარჯი (მათ შორის ადვოკატის მომსახურების გონივრული საფასური და ხარჯი და გამოძიების ხარჯები), მათ შორის ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, რომელიც წარმოიქმნა შეთანხმების ფარგლებში ან სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის დაუდევრობის) ან მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ან სხვა შემთხვევებში, რომელიც ეკისრება ბანკს, გაცხადებულია ბანკთან მიმართებაში ან გაწია ბანკმა (მიუხედავად იმისა უკვე აანაზღაურა თუ არა ნებისმიერმა სხვა პირმა ნებისმიერი სხვა დოკუმენტის საფუძველზე) და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება:

(1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების ან მისი გაფორმების ან შესრულების საფუძველზე;

(2) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ობიექტების ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ მათი ფლობის, ან კონტროლის საფუძველზე; ან

(3)  ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების საფუძველზე; და

იმ პირობით, რომ ბანკს არ ექნება უფლება მოითხოვოს ანაზღაურება წინამდებარეთი, დაუდევრობის ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში.

(ბ) მიმღები ადასტურებს, რომ ბანკი აფორმებს წინამდებარე შეთანხმებას და მოქმედებს მხოლოდ, როგორც გრანტის პროვაიდერი და არა როგორც კონსულტანტი მიმღებისთვის. მიმღები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმებისას გამოიყენა საკუთარი იურიდიული, ფინანსური და სხვა პროფესიონალი კონსულტანტები და ეყრდნობა ასეთი კონსულტანტების მიერ მისთვის მიცემულ რჩევას და ის არ ეყრდნობა და მომავალშიც არ დაეყრდნობა მისთვის ბანკის მიერ მიცემულ ნებისმიერ რჩევას.

ნაწილი 8.06 გადაცემა

(ა) მიმღებს  არ შეუძლია, გადასცეს თავისი წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანდ ან ნაწილობრივ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

(ბ) ბანკს შეუძლია დონორს გადასცეს ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს მიმღების მიმართ გრანტის ნებისმიერ თანხებთან დაკავშირებით, რომლებიც არასათანადოდ იქნა გადახდილი ან არასწორად გამოყენებული მიმღების ან კონტრაქტორის მიერ.

ნაწილი 8.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები

ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზიანი არ უნდა მიადგეს ისეთი აქტით, რომელიც ამ ნაწილის გარდა, ზიანს აყენებს აღნიშნულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. საქმიანობის ჩვეულებრივ პროცესში და ბანკის ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენებამ ან გამოუყენებლობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერ ასეთ უფლებას, უფლებამოსილებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან არ უნდა განიმარტოს მათზე უარის თქმად. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე ან დებულებაზე უარის თქმა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი უარყოფს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ჩამორიცხვის პირობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მიმღები, აღნიშნული გამოყოფილი თანხის მიღებით, ეთანხმება უარყოფის პირობებს და ბანკის უფლება - მოითხოვოს აღნიშნული პირობის დაცვა – გარკვევით დაცულ უნდა იქნას ნებისმიერი შემდეგი ჩამორიცხვის მიზნებისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში და სხვა შეთანხმებაში მითითებული უფლებები და სამართლებლივი დაცვის საშუალებები არის კუმულაციური და არ გამორიცხავს მათ სხვაგვარ ან შემდგომ გამოყენებას, ან ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას.

ნაწილი 8.08. ინფორმაციის გამჟღავნება

(ა) ბანკს შეუძლია, გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერი მიმღების, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის და ამ ტრანზაქციის შესახებ (მათ შორის წინამდებარე შეთანხმების, და ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ბანკის წინამდებარე შეთანხმებით ან წინამდებარეთი განსაზღვრული ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და  დელეგირების ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშგების მიზნით;

(ბ) EBRD-ს შეუძლია დონორს გაუმჟღავნოს პროექტთან ან გრანტთან დაკავშირებული დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერები (მათ შორის, ამ შეთანხმების ასლი), როგორც ამას EBRD ჩათვლის მიზანშეწონილად.

ნაწილი 8.09. მხარეები

წინამდებარე შეთანხმების ნებიმიერი რაოდენობის ეგზემპლარი შეიძლება გაფორმდეს, რომელთაგან თითოეული ჩაითვლება ორიგინალად და ყველა ერთად წარმოადგენს ერთი და იგივე შეთანხმებას.

აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, უზრუნველყვეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა ოთხ ეგზემპლარად, ზემოთ პირველად მითითებულ დღეს. 

საქართველო

ხელმომწერი:      ______________________________

                        სახელი, გვარი: ირაკლი ქარსელაძე                                                          

                        თანამდებობა: რეგიონული განვითარებისა და

                          ინფრასტრუქტურის მინისტრი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ხელმომწერი:      ______________________________

                        სახელი, გვარი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი                                            

                        თანამდებობა: კავკასიის რეგიონის დირექტორი

 

განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები

 

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი მიუთითებს გრანტით დაფინანსებულ ერთეულებზე და გრანტით დაფინანსებული თითოეული ერთეულისთვის გამოყოფილ საგრანტო დაფინანსების თანხაზე.

 

გრანტით დაფინანსებული ერთეულები

საგრანტო დაფინანსების თანხა ევროში

 

 

 

მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლის შენობების და მასთან დაკავშირებული ენერგოეფექტური  ინფრასტრუქტურის ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება, ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია და სრული რეაბილიტაცია

10,000,000

 

დანართი 1 – თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა

[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]

[თარიღი]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საფონდო ბირჟის მოედანი

ლონდონი EC2A 2JN

გაერთიანებული სამეფო

საოპერაციო ადმინისტრირების დეპარტამენტის საყურადღებოდ

 

საოპერაციო N. [ 51145](გრანტის კომპონენტი)

ჩამორიცხვის მოთხოვნის  N. [1]

 

საგანი: გრანტის შეთანხმება, დათარიღებული ------------, გაფორმებული [მიმღებს], [პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციასა] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკს”) შორის.

 

ამ დოკუმენტით ჩვენ მოვითხოვთ თანხის გამოყოფას ზემოთ ხსენებული საგრანტო შეთანხმების დებულებების შესაბამისად:

გრანტის ვალუტა:                                          [ევრო]

მოთხოვნილი გადახდის ვალუტა:               [2]

დაფინანსებული თანხ(ებ)ი/ვალუტა            [3]

ვალუტირების თარიღი:                                [4]

გადასახდელია  (მიმღებისთვის):                 [5]

 

მიმღების ანგარიშის სახელი:                        [6]

მიმღების ანგარიშის ნომერი:                        [7]

მიმღების ბანკის სახელი:                               [8]

მიმღების ბანკის მისამართი:                         [9]

 

მიმღების საბანკო-საკორესპონდენტო რეკვიზიტები:

კორესპონდენტი-ბანკის სახელი:                [10]

მისამართი:                                                     [11]

ანგარიშის სახელი:                                         [12]

ანგარიშის ნომერი:                                         [13]

გადახდის რეკვიზიტები:                              [14]

 

მიმღების ელფოსტის მისამართი:                [15]

ამგვარად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ წარსულში არ მოგვითხოვია საგრანტო დაფინანსებიდან თანხის გამოყოფა აღნიშნული ხარჯების დასაფარად. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვგეგმავთ ფულადი სახსრების მიღებას აღნიშნული მიზნით ნებისმიერი სხვა გრანტის, კრედიტის ან სესხის შემოსავლებიდან.

ამ მოთხოვნაში გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება შესყიდულია (ან მათი შესყიდვა ხდება) საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად.

[გარანტიის შესაბამისობა ხდება საგრანტო შეთანხმების ნაწილში 2.02. (გ) (Conditions Precedent to Disbursement/თანხის განაწილების პრეცედენტი) ამ ნაწილის სიტყვასიტყვით გამოყენებით.

ამგვარად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ვუდასტურებთ, რომ (i) ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომლებიც მითითებულია საგრანტო შეთანხმებაში და სასესხო შეთანხმებაში და (ii) არ მომხდარა ისეთი შემთხვევა, რომელიც არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან ჩვენს უნარზე – განვახორციელოთ პროექტი ან შევასრულოთ გრანტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

პატივისცემით,

--------------------------- მიერ

სახელი

თანამდებობა.

 

დანართები:  - შემაჯამებელი ფურცლების საერთო რაოდენობა: [17].

                         - დოკუმენტების საერთო რაოდენობა: [18]

შენიშვნები თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით

[1] მიმღებმა უნდა დანომროს თითოეული მოთხოვნის ფორმა. გრანტის ჩამორიცხვის პირველი მოთხოვნა იქნება ნომერი 1, შემდეგი მოთხოვნების ნომრები იქნება 2, 3 და ა.შ. მიმღების მოვალეობაა, სათანადოდ ჩაინიშნოს გრანტის ჩამორიცხვის ყველა მოთხოვნის ნომერი, რომელიც მან განსაზღვრა მოცემული გრანტის შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნის ფორმებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციის სისტემა, მიუხედავად იმისა, ისინი განსაზღვრულია პირდაპირი გადახდის გზით ჩამორიცხვისთვის თუ ანაზღაურების ვალდებულების გაცემისთვის. აღნიშნული ნუმერაციის სისტემის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ფორმების ერთმანეთში არევა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ფორმები ინახება ფოსტაში, ან გაგზავნილია ფოსტით ერთ ჯერზე მეტად, და სხვ.

[2] გთხოვთ მიუთითოთ, მოთხოვნილი ფაქტობრივი გადახდის ვალუტა. ეს იქნება გრანტის ვალუტა ან დანახარჯების ვალუტა (იხილეთ [3] ქვემოთ). ალტერნატიულად, ზოგ შემთხვევაში ბანკი შესაძლოა თანახმა იყოს მესამე ვალუტაში, ასეთ შემთხვევაში ის იმოქმედებს მიმღების აგენტის უფლებამოსილებით აღნიშნული ვალუტის მიღების მიზნით.

თუ გადახდა მოთხოვნილია ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეულ ვალუტასთან მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნას სხვა განაცხადის ფორმა.

[3] დაფინანსებული თანხ(ები)ა არის თავდაპირველი დანახარჯები, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც დეტალურად მოცემულია შემაჯამებელ ფურცელში, და გამოთვლილია გრანტის შეთანხმებაში მითითებული შესაბამისი პროცენტული პუნქტით გრანტით დაფინანსებული შესაბამისი ერთეულისთვის. მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის [15] ნაწილში მითითებულ თანხ(ებ)ას.

[4] ვალუტირების თარიღი არის თარიღი, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშზე დებეტირებულია ჩარიცხვის გადასახდელი თანხა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არ გასცემს გარანტიას, რომ მიმღების ანგარიში კრედიტირებული იქნება იმავე დღეს, რადგან ეს დამოკიდებულია კლირინგის სისტემის ან მიმღები ბანკის მიერ მიღებულ პროცედურებზე, მიმღების ქვეყანაში. EBRD-ის მიერ განცხადების და მიღების თარიღს და მოთხოვნილ ვალუტირების დღეს შორის უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღე. თუ ფაქტობრივად გადახდა მოთხოვნილია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სპეციალური ვალუტირების თარიღის ნაცვლად უმჯობესია არ იქნას მითითებული სპეციალური თარიღი და ამ ველში [4] მიეთითოს „შეძლებისდაგვარად მოკლე ვადა”. ასეთ შემთხვევაში EBRD განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა თუ შესაძლებელი იქნება უფრო ადრე. (გთხოვთ გაითვალისწინეთ, გადახდა შეიძლება გარანტირებული იყოს 15 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამორიცხვის მოთხოვნა არის სწორი და სრული).

[5] თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ფულის მიმღების ანგარიშზე. ეს, როგორც წესი, არის კონტრაქტორი, მაგრამ თუ თუ ბანკი თანახმობას გამოთქვამს წერილობითი ფორმით და თანდართული დოკუმენტაცია (იხილეთ შემაჯამებელი ფურცელი) წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, მაშინ გადახდა შეიძლება განხორციელდეს მიმღების ანგარიშზე.

[6] ფულის მიმღების ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება ბენეფიციარის სახელი.

[7] ფულის მიმღების ანგარიშის ნომერს მითითება აუცილებელია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტ ქვეყანაში, ბანკები უარს განაცხადებენ გადახდაზე, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული გადახდის ინსტრუქციებში.

[8] ფულის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც გახსნილია მიმღების ანგარიში. გთხოვთ

მიუთითეთ ბანკის სახელი და ქალაქი.

[9] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს განყოფილების კოდი ან SWIFT კოდი.

[10] ფულის მიმღების ბანკის კორესპონდენტი-ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მიმღების ბანკი მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენტი-ბანკი არის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადახდის ვალუტის ქვეყანაში, სადაც მიმღების ბანკი ფლობს ანგარიშს.

[11] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს კორესპონდენტი ბანკის განყოფილების კოდი ან SWIFT კოდი.

[12] ფულის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება მიმღების ბანკის სახელი.

[13] მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკი ფლობს ერთზე მეტ ანგარიშს კორესპონდენტი ბანკში, ან თუ ის არ არის SWIFT-ის (ბანკთაშორისი ფულადი ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა) წევრი. სხვაგვარად აღნიშნული ნომერი არის სასარგებლო, თუმცა არა სავალდებულო. შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს IBAN (საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი) ნომერი.

[14] გადახდის კოდი, რომელსაც EBRD გააგზავნის, ეხმარება მიმღებს დაადგინოს აღნიშნული გადახდა. თუ მოთხოვნილი არ იქნება სპეციალური კოდი, EBRD მიუთითებს მიმღების სახელს და შეთანხმების ნომერს.

[15] ბანკს სჭირდება ფულის მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართი, იმისათვის რომ მას გაუგზავნოს შეტყობინებები მოსალოდნელი გადახდების შესახებ მანამდე, სანამ ბანკი განახორციელებს ამგვარ გადახდებს. ეს უნდა იყოს ელფოსტის მისამართი, რომელსაც მიმღები რეგულარულად ამოწმებს.

[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელი ხელმოწერილი უნდა იყოს მიმღების მიერ ან მისი სახელით.

[17] შემაჯამებელი ფურცლები მიუთითებს თანდართული დოკუმენტაციის ყველა ერთეულს, ჩამორიცხვის მოთხოვნის განცხადების დადასტურების მიზნით. ბევრი ასეთი ერთეულის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეული კატეგორიისთვის გამოყენებულ იქნას ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.

[18] დოკუმენტაციის ერთეულები (კონტრაქტები, ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები და სხვ.) უნდა დაინომროს და წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლებში. მათი საერთო რაოდენობა მითითებული უნდა იყოს იმისათვის, რომ EBRD-თვის გამარტივებული იყოს მათი განხილვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

მიმღების სახელი :

 

[1]  ........................

ოპერაცია

 

No : [3]................

მოთხოვნა

 

No: [4] .................

 

 

 

 

 

 

ჩარიცხვა

   (ref.no./ name/ %)

 

თარიღი: [2]

........................

შეჯამება No : [5]

.....................

გრანტით დაფინანსებული ერთეულები [6]

 .........../................../.....

 

ერთეული

No

ერთეულის

აღწერა

კონტრაქტის

ნომერი და თარიღი

კონტრაქტორის

სახელი და მისამართი

საქონლის

სამუშაოების

მოკლე აღწერა

კონტრაქტის ვალუტა

მთლიანი თანხა

სათანადო თანხების

ვალუტა და თანხა

დაფინანსების თანხა

ხარჯების

ვალუტაში

[7]

[8]

[9]

[10]

[11]

[12]

[13]

[14]

 

ხელმოწერა

ჯამი (ვალუტის მიხედვით)

[16]..............................

 [15] ........................

 

შენიშვნები თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით            

[1] სახელი. მიმღების სახელი. უნდა იყოს იგივე სახელი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.

[2] თარიღი. მოთხოვნის თარიღი. უნდა იყოს იგივე თარიღი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.               

[3] საოპერაციო ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.

[4] მოთხოვნის ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.             

[5]  შემაჯამებელი ფურცლის ნომერი. თანხის ჩამორიცხვის თითოეული მოთხოვნისთვის, შემაჯამებელი ფურცლების დანომვრა უნდა დაიწყოს 1-დან, და მათი საერთო ნომერი უნდა მიეთითოს  თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც ისინი ეკუთვნის.            

[6] ჩამორიცხვა. გრანტით დაფინანსებული ერთეული. ეს არის გრანტით დაფინანსებული ერთეული პროექტისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მოთხოვნილი ჩამორიცხვის თანხებიდან. გთხოვთ იხილეთ გრანტის შეთანხმება და მოძებნეთ გრანტით დაფინანსებული ერთეულის სახელი და რეგისტრაციის ნომერი, და დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (მაგალითად, „გრანტით დაფინანსებული ერთეული # (3ბ), მოწყობილობა, 60%”).

იმ შემთხვევაში, თუ თანხის ჩამორიცხვის ერთი მოთხოვნა მოიცავს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულს, მაშინ თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.                

[7] ერთეულის ნომერი. დოკუმენტის ყველა ერთეული (ანგარიშ-ფაქტურები, კონტრაქტები, ქვითრები და სხვ) წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლ(ებ)ში. იდენტიფიკაციის გასამარტივებლად, დოკუმენტები უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, რომლის ათვლა იწყება 1-დან და მოსდევს 2, 3 და ა.შ., თითოეული ახალი ჩამორიცხვის მოთხოვნისთვის, და ეს ნომერი დოკუმენტზე მკაფიოდ უნდა აღნიშნული. ერთეულების საერთო ნომერი ყველა შემაჯამებელი ფურცლისთვის წარმოდგენილია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმაზე.

[8] ერთეულის აღწერილობა. გთხოვთ აღწერეთ თითოეული ერთეული, მაგალითად, „ანგარიშ-ფაქტურა”, „ქვითარი”, „ინჟინრის სერტიფიკატი”, “[. . . .]-ის თარგმანი”, და სხვ.              

[9] კონტრაქტის რიგითი ნომერი და თარიღი. რეკომენდებულია კონტრაქტს ჰქონდეს ორიგინალური ნომერი პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასა და კონტრაქტორს შორის კონსტრაქტის შედგენისას. EBRD მიიღებს აღნიშნულ ნომერს თავისი ჩანაწერების წარმოებისთვის. თუ შეთანხმებას არ მიენიჭება ორიგინალური ნომერი, EBRD მიანიჭებს კონტრაქტს ნომერს და აცნობებს მიმღებს დამტკიცების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა არ იცის ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსების დროს, ეს ნაწილი შესაძლოა შეავსოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.                

შეთანხმების / შესყიდვის ბრძანების თარიღი ასევე უნდა მიეთითოს ამ სვეტში.                  

შენიშვნა: აღნიშნული კონტრაქტი შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ ჩამორიცხვის მოთხოვნაში, თუ საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მიწოდება (იხილეთ [11]), და აქედან გამომდინარე, აღნიშნული საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებებისთვის გადახდა ხორციელდება ეტაპებად.

[10] კონტრაქტორის სახელი და მისამართი. გარიგების მხარის (კონტრაქტორის) სახელი და მისამართი კონტრაქტში/შესყიდვის ბრძანებაში, როგორც აღწერილია [9] პუნქტში.             

[11] საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მოკლე აღწერილობა. აღნიშნული საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებაში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ დეტალებს, და უნდა მოხვდეს [6] პუნქტში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულის ფარგლებში.

[12] შეთანხმების ვალუტა და კონტრაქტის საერთო თანხა. კონტრაქტის საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, მითითებული [9] პუნქტში.

[13] სანქცირებული დანახარჯების ვალუტა და ოდენობა. თითოეულ დანახარჯზე: გადასახდელი ან გადახდილი საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურებში ან [7] და [8] პუნქტებში მითითებულ სხვა დოკუმენტებში. თუ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით არსებობს ერთზე მეტი “ერთეული”, (მაგალითად, ანგარიშ-ფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა მათგანი ერთიდაიმავე დანახარჯთან დაკავშირებით), აღნიშნული ერთეულები ჩასმული უნდა იყოს ფრჩხილებში და მხოლოდ ერთი თანხა უნდა იყოს მითითებული ამ სვეტში.

[14] დაფინანსების თანხა. [13] სვეტში მითითებულ თითოეულ თანხასთან დაკავშირებით, [14] სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი თანხა, რომელიც გამოთვლილია პროცენტულად, რომელიც მითითებულია [6] სვეტში, აღნიშნული შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესაბამისად. დაფინანსების თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს კონტრაქტისა და დანახარჯების თავდაპირველ ვალუტაში (12 და 13 მწკრივები). ეს შესაძლოა იყოს ან არ იყოს სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა.                 

[15] სულ. დაფინანსების თანხა, რომელიც მითითებულია [14] სვეტში, უნდა დაემატოს ერთ საერთო თანხას ვალუტის შესაბამისად. პირდაპირი ჩამორიცხვის მოთხოვნებისთვის, მოცემული თანხა(ები) უნდა შეესაბამებოდეს პირდაპირი ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმის [9] პუნქტში მოცემულ თანხას(ებს).

[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. იხილეთ მოთხოვნა თანხის ჩამორიცხვის ფორმასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.

დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა.

[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]

[თარიღი]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საფონდო ბირჟის მოედანი

ლონდონი EC2A 2JN

გაერთიანებული სამეფო

ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტის საყურადღებოდ

საგანი:  საოპერაციო  N. [    ] (გრანტის კომპონენტი)

უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილი[1]

ბატონო/ქალბატონო,

[მიმღებს], [პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციასა] და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი”) შორის [თარიღი] გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი პირი, იმ პირებიდან, რომელთა დამოწმებული ხელმოწერების ნიმუშები არის წარმოდგენილი ქვემოთ, არის უფლებამოსილი მიმღების/პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელით მოაწეროს ხელი თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნას და ნებისმიერ სხვა შეტყობინებას ან დოკუმენტს, რომელიც საჭირო ან ნებადართულია გაფორმდეს ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების საფუძველზე.        

სახელი


თანამდებობა


ხელმოწერის ნიმუში



 

 

 


 

 


 


 


 


 


 


 


 

ყველა წინა შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს მიმღების სახელით ხელმოწერის უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერებს, ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების საფუძველზე, გაუქმებულია წინამდებარე დოკუმენტით.

 

პატივისცემით,

-თვის და --ს სახელით:

[მიმღების/პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი]

_____________________________ მიერ

 

სახელი:

თანამდებობა:

 

შენიშვნები უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის შედგენასთან დაკავშირებით    

ზემოხსენებულ უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების/პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელით მისი შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. [გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია გრანტის შეთანხმების 2.02. ნაწილის ან 2.03 ნაწილის დებულებების საფუძველზე, უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების სახელით მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.]

იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ერთზე მეტმა თანამდებობის პირმა, უფლებამოსილების წერილში მკაფიოდ უნდა მიეთითოს ამის შესახებ, და შესაბამისად უნდა შესწორდეს პირველი წინადადება.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ხელმომწერები იყოფა ორ ჯგუფად, და საჭიროა თანამდებობის პირის ხელმოწერა თითოეული ჯგუფიდან, ასევე ეს მოთხოვნაც მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული.


[1] დანიშვნა შეიძლება შეიცვალოს მიმღების / პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერ დროს, ბანკისთვის უფლებამოსილი ხელმომწერი პირების დანიშვნის შესახებ ახალი წერილის გაგზავნის საფუძველზე.