დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016457 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2022 წ. 010250050.35.164.016427), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობი საშუალების დაფინანსების უზრუნველყოფის პროგრამა: დაფინანსების მიღება შეუძლია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, (მარტოხელა პენსიონერი, მარტოხელა დედა, მრავალშვილიანი ოჯახი, ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ პირი), რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 120 000 ქულას. თითოეულს 150 ლარის ოდენობით. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები