გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის,გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის,გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.161.016533
34
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
210020010.35.161.016533
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის,გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მეორე, მეექვსე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობები (დანართი №1);

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №2);

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმა (დანართი №3);

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის ბარათის ფორმა (დანართი №4);

5. რეგისტრაციის (ცვლილების) ბარათის ფორმა (დანართი №5).

 

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: www.matsne.gov.ge; 09/03/2017; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.161.016311). 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური



დანართი №1

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის  დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთის ოდენობები

საქმიანობის განმახორციელებელი პირი/ორგანიზაცია

მოცულობა/ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა ³

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4):12 თვე*ლარი - 1³ ნარჩენების გატანის მომსახურების ღირებულება) ლარი

 

1

მუზეუმი, ბიბლიოთეკა

სამუშაო ფართის 1 მ​2

0,008

0,01

2

ოფისი, სააგენტო, სახელმწიფო ორგანიზაცია, ფოსტა,
ბანკი, საკრედიტო და საფინანსო
ორგანიზაცია

სამუშაო ფართის 1 მ​2

0,2

0,25

3

კინოთეატრი. თეატრი

მაყურებლის ერთ სავარძელზე

0,08

0,1

4

საბავშვო ბაგა-ბაღი, საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, კოლეჯი)

მოსწავლეზე/სტუდენტზე/აღსაზრდელზე

0,04

0,05

5

სასტუმრო

მომსახურების ერთეული ერთი საწოლი

0,4

0,5

6

საავადმყოფო

ერთი საწოლი

0,2

0,25

7

პოლიკლინიკა, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, ექიმის კაბინეტი, სტომატოლოგიური კაბინეტი

საერთო ფართის 1 მ​2

0,2

0,25

8

სტადიონი, სპორტული მოედანი, ღია ტერიტორია, მანეჟი

ღია ფართის 1მ​2

0,008

0,01

დახურული ფართის 1მ​2

0,2

0,25

9

სასურსათო მაღაზია, სამრეწველო მაღაზია

სავაჭრო ფართის 1მ​2

0,2

0,25

10

აფთიაქი

სამუშაო ფართის 1მ​2

0,2

0,25

11

აგრარული ბაზარი

სავაჭრო ფართის 1მ​2

0,2

0,25

12

შერეული ბაზარი

სავაჭრო ფართის 1მ​2

0,2

0,25

13

ავტოსადგომი,  საწყობი

ღია ფართის 1მ​2

0,008

0,01

დახურული საერთო ფართის 1მ​2

0,04

0,05

14

ბენზინგასამართი სადგური

საერთო ფართის 1მ​2

0,2

0,25

15

ავტოსერვისი, ავტომანქანის სამრეცხაო

ღია საერთო ფართის 1მ​2

0,08

0,1

დახურული სამუშაო ფართის   1მ​2

0,2

0,25

16

აბანო, საუნა

საერთო ფართის 1მ​2

0,2

0,25

17

სილამაზის სალონი, სადალაქო

სამუშაო ფართის 1მ​2

0,2

0,25

18

სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1მ​2

0,16

0,2

19

კვების ობიექტი (რესტორანი, სასადილო, კაფე, ბარი)

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,2

0,25

20

სარიტუალო დარბაზი

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,16

0,2

21

საცხობი

სამუშაო ფართის 1მ​2

0,16

0,2

22

გასართობი დაწესებულება (დისკოთეკა, ღამის კლუბი, კაზინო, ტოტალიზატორი, სათამაშო კლუბი)

საერთო ფართის 1მ​2

0,2

0,25

23

რკინიგზისა და  საავტომობილო სადგური

ღია ფართის 1მ​2

0,004

0,005

დახურული ფართის 1მ​2

0,2

0,25

24

საწარმო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორია

სამუშაო ფართის 1მ​2

0,004

0,005

25

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობება (საწარმოო ნარჩენების გარდა)

სამუშაო ფართის 1მ​2

0,056

 

0,07

 

 


დანართი №2
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი 
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთებს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეების და იურიდიული პირების დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის მონიტორინგს (ადმინისტრირებას) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელები 
მოსაკრებლის გადამხდელები არიან დადგენილების დანართში №1 ჩამოთვლილი საქმიანობის განმახორციელებელი პირები/ორგანიზაციები. 

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია 
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.

2. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის ერთი თვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.

3. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებაში.

4. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებას.

5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღეს მომსახურების 50%-ზე მეტი.

6. მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნას სახელმწიფო ხაზინაში სახაზინო კოდზე – 300113189.

7. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახულ უნდა იქნას ერთი წლის განმავლობაში.

8. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების იმ ფართობს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

6. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების შემდგომ შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

7. წინამდებარე ინსტრუქციის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.

8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ/მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს ან/და სარგებლობის გაუქმების შემთხვევაში მესაკუთრეს. 


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა 
დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან, 20 დღის განმავლობაში.

3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 


მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის 
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს. 

მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის 
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

მუხლი 9. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმა 
1. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი;

გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი.

2. მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია მხარეთა შეთანხმებით გადამხდელს შეიძლება ეცნობოს სატელეფონო შეტყობინებით (SMS). იმ შემთხვევაში, თუ SMS შეტყობინება არ იქნა გაგზავნილი ან არ მიუვიდა დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, იგი არ თავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის თვის მოსაკრებლის ქვითრის გადაცემის პასუხისმგებლობა (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში) ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სუფთა ქალაქს“.



დანართი №3
დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრი

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტი

დასუფთავების მოსაკრებელი

სახაზინო კოდი:

300113189

აბონენტის №

 

მისამართი:

 

მესაკუთრის ან დროებით მოსარგებლის საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი:

 

ზომის ერთეული:

 

თანხა:

 

თარიღი:

 

დებეტი:

 

გადახდილია:

 

გადასახდელია:

 

დავალიანება:

 

გთხოვთ,  საანგარიშო თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან, 20 დღის განმავლობაში  გადაიხადოთ მოსაკრებელი. გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.