დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016464 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17იანვრის №1 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 18/01/2022, 010250050.35.152.016442). კერძოდ, დადგენილების დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების“:
ა) მე-8 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა ბენეფიციარის სტაციონარული მკურნალობის პერიოდშიც. 10. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. 11. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. თანხა განისაზღვრება გამოკვლევის შემთხვევაში მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ოპერაციისა და მკურნალობის შემთხვევაში მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“ ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 1500 (ათასხუთასი) ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები - ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, იმუნოთერაპიის, ტარგეტული თერაპიისა და ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისათვის საჭირო წამლების შესაძენად.“ გ) მე-9 მუხლის მე- 4 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სააფთიაქო დაწესებულებაში. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ აფთიაქი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება.“ დ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „“პ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სტუდენტებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, აუნაზღაურდებათ საქართველოში სწავლის საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; პ) სტუდენტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში და მათი სწავლის კრედიტქულა შეადგენს: (პ.ა) 81- 90- მდე გაიცეს 400 (ოთხასი) ლარი; (პ.ბ )91-95-მდე გაიცეს 500 (ხუთასი) ლარი; ( პ.გ ) 96-100 ქულის ჩათვლით - 600 (ექვსასი) ლარი. შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს შეფასებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.“ ე) მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სტიქიური უბედურებებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადად არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი ) ლარისა. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა. 3. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის არმქონე პირებს დაუფინანსდეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა და ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 300 (სამასი) ლარით თვეში. 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს ხანძრის ან სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი, რომლის საფუძველზეც „სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის“ ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება შეაფასებს ბენეფიციარისათვის მიყენებულ ზარალს და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს წარუდგენს კალკულაციას და დასკვნას ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით. 5. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი ნამდვილად წლების განმავლობაში სარგებლობს აღნიშნული ფართით; დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) ხანძრის შემთხვევაში დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი; ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შემთხვევაში დამატებით საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. 6. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სტიქიიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება შეიძლება გაეწიოთ სტიქიით წინა წლებში დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არჩეული საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის ერთობლივი შუამდგომლობით დასტურდება მათი მძიმე სოციალური პირობები. ასეთ შემთხვევაში დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 (ერთიათასი) ლარს.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები