„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2033-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.020653
2033-IXმს-Xმპ
16/11/2022
ვებგვერდი, 21/11/2022
430060000.05.001.020653
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი − მეზღვაურის ნაოსნობის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი, რომლის ფორმასა და შინაარსს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და რომელიც ნაოსნობის სტაჟის დამტკიცების მთავარი საფუძველია;“;

ბ) „ჰ12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:

„ჰ13) მოწვეული ექსპერტი − მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესის მონაწილე, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მისაღებად მიმართავს საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს/კომპეტენციის სერტიფიკატს, აგრეთვე იმ მეზღვაურზე, რომელიც მსახურობს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, გარდა:

ა) სამხედრო გემისა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა;

გ) თევზსაჭერი გემისა;

დ) ხის ან სხვა, პრიმიტიული აგებულების გემისა; 

ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მიმართავს ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ იგი, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული აღნიშნულ გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ. თუ მეზღვაური ვერცერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ბოლო გამოცდის დღიდან 6 თვის ვადით შეუწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობს მოწვეული ექსპერტი. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესი და მათი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.“.

4. მე-8 მუხლის 5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის გასაგრძელებლად კაპიტანი, ოფიცერი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:

ა) შესაბამის ტანკერზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი.“.

6. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 28 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/3 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“.

7. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“.

8. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“.

9. 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“.

10. 411 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ მეზღვაურს აქვს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს კონვენციის A-V/3 რეგლამენტის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.

11. 68-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის/მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2022 წლის 1 სექტემბრისთვის მიღებული ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, სწავლობდა საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებაში შესაბამისი საზღვაო განათლების მისაღებად ან ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე  საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შესაბამისი საზღვაო განათლება, მას უფლება აქვს, საქართველოში მიიღოს/განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.“.

12. 69-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი დებულებები“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესისა და მათი ანაზღაურების პირობების დამტკიცება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2022 წ.

N2033-IXმს-Xმპ

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.