დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1982-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020648 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 70. გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობა იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 701 მუხლი: „მუხლი 701. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მიერ გარიგების დადება 1. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგების წერილობითი ფორმით დადების შემთხვევაში გარიგებას ხელს აწერს დამოუკიდებლად, გარიგებაზე ხელის მოწერის სხვისთვის მინდობის გარეშე, ან გარიგებაზე ხელის მოწერას სხვას მიანდობს ამ კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარიგებას ხელს დამოუკიდებლად აწერს მექანიკური ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. გარიგებაზე ხელის ფაქსიმილეს გამოყენებით მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის შესახებ. 3. გარიგების წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ბრაილის შრიფტის გამოყენებით, მხარეთა შეთანხმებით დადების შემთხვევაში ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 2 ნოემბერი 2022 წ. N1982-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები