„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016363
26
31/10/2022
ვებგვერდი, 02/11/2022
010260030.35.168.016363
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018წ, 010260030.35.168.016255)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. პირველი  მუხლის  ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა).“

2. მე-163 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 163. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა).

1.  დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება გაეწევა   ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებული შემდეგი კატეგორიის  სოციალურად დაუცველ  ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს:

ა) მარტოხელა პენსიონერს;

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს;

გ)  რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან.

3. საცხოვრებელი სახლების  აღსადგენად მატერიალური დახმარება გაეწევათ ოჯახებს არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის  მიერ  შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა და დასკვნის საფუძველზე.

4. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა მოხდება ორ ეტაპად, უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

5. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ფულადი დახმარება. ბენეფიციარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ფინანსური დახმარების შემდეგი ნაწილის შეწყვეტას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი