„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016518
20
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
190040000.35.169.016518
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 20.12.2021 წ, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016494)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული   დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა“) მე-8 მუხლი („პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის  ბიუჯეტი

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია  749.900 (შვიდას ორმოცდაცხრა ათას ცხრაასი) ლარი.“

1. დადგენილებით დამტკიცებული   დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა“) მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის („ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და  ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს“) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ვ) ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან (სოფელ საბათლოს, ჭოეთსა და თავწყაროში საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად შესაძლოა  ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, ქონების მართლზომიერი მფლობელობის შესახებ, სისტემური რეგისტრაციის დასრულებამდე);

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით  (დანართი თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი  

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

I

1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

306000

II

2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

300 ლარი

2300

III

3.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

441600

ა) მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

47000

ბ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახისთვის ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

11000

გ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე სოციალური ფულადი დახმარება

250 ლარი ერთჯერადად

500

დ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახის, უსახლკარო ოჯახის და იმ ოჯახის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ბინის ქირით უზრუნველყოფა

105.27 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

17 000

ე)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ  მოქალაქეზე ფულადი დახმარება

300 ლარი ერთჯერადად

900

ვ)   ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახზე,  წამახალისებელი ფულადი დახმარება

(2021  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

თითოეულ ბავშვზე     300  ლარი ერთჯერადად

50000

ზ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის საჭირო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ფულადი დახმარება:

200 ლარი

ყოველთვიურად

27000

თ)   მრავალშვილიან ოჯახზე (რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

16000

ი)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2021  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

95000

კ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

80000

ლ)   აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე ფულადი დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

9000

მ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირისთვის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად  ტრანსპორტირების ხარჯის  თანადაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

8600

ნ) გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შასაძენად ფინანსური დახმარება

150 ლარი      ყოველთვიურად

8000

ო) სუბსიდია  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში.

__

71600

სულ:

749 900