სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ

სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023726
515
31/10/2022
ვებგვერდი, 02/11/2022
040030000.10.003.023726
სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №515

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი (შემდგომში − გუნდი).   
მუხლი 2
გუნდის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
მუხლი 3
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელოს გუნდის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს გუნდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 4
გუნდს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
გუნდს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო საბიუჯეტო ასიგნებები განესაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბერს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი