დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023722 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. დანართ №16-ის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 06) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საჭიროების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის (იუვენილური ართრიტით დაავადებულთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვა) ფარგლებში შესყიდული „ტოცილიზუმაბი“/Actemra 200მგ/10მლ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №20-ის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01) ფარგლებში, მძიმე და კრიტიკულად მძიმე Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.“. 2. დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01): ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და, ამასთანავე, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად). ამასთანავე, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფის ნაწილში დამატებით ბენეფიციარებად განსაზღვრულნი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კოვიდი დაუდასტურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტის დროს, ასევე „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №387 განკარგულებით განსაზღვრული პირები.“; ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. საჭიროების შემთხვევაში, ამ პროგრამის ფარგლებში, მძიმე და კრიტიკულად მძიმე Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №16-ის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა, პროგრამული კოდი: 27 03 03 06) მე-3 მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის (იუვენილური ართრიტით დაავადებულთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვა) ფარგლებში შესყიდული „ტოცილიზუმაბი“/Actemra 200მგ/10მლ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები