„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016564
29
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
010250050.35.132.016564
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 820 (რვაას ოცი) ლარისა.

3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება შემდეგნაირად:

ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის 50% – 410 (ოთხას ათი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის 25% – 205(ორას ხუთი) ლარი;

გ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის 25% – 205 (ორას ხუთი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე