დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.35.132.016560 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 02/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.35.132.016312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით სამგზავრო ტარიფების, ასევე, ფასდაკლების სისტემის მგზავრობის საფასურის მოკრებას უზრუნველყოფს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ (ს/კ 245445200) მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი ქვეკონტრაქტორი), რომელიც გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.“. 2. დადგენილების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“, „ა1“, „ბ“, „ბ1“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო, საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას;“. 3. დადგენილების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. დადგენილების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.“. 5. დადგენილების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები