„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 40704
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 31/10/2022
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016075
40704
31/10/2022
ვებგვერდი, 01/11/2022
140080000.42.047.016075
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №40704

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 140080000.42.047.016032; 08/07/2014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს თანამშრომლებს წარმოადგენენ სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული ან/და სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირები. სააგენტოს თანამშრომლებზე, როგორც სამსახურის სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეებზე, სამსახურის უფროსის ბრძანებებით განსაზღვრულ შემთხვევაში ვრცელდება სამსახურის გავლის სპეციალური მოთხოვნები. ისინი ასევე ექვემდებარებიან სადაზღვევო უზრუნველყოფას სამსახურის თანამშრომლებისთვის დადგენილი პირობებით. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სააგენტოში მისაღებ კანდიდატებზე ვრცელდება სამსახურში მისაღები კანდიდატების სპეციალური შესწავლის და შემოწმების წესი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე